როგორ გავუმკლავდეთ ბავშვურ ისტერიკებს

0

„ბავშვობაში საფუძველჩაყრილი ქცევების აღმოფხვრა შეუძლებელია“ – ჰარუკი მურაკამი

ყოველ საბავშვო მოედანზე, იქნება ეს ტრანსპორტი თუ პოლიკლინიკა, მოიძებნება არანაკლებ ორი პატარა, რომელიც აწყობს ისტერიკას: „არ მინდა“, „არ გავაკეთებ“, „არ წამოვალ!“. და თუკი საქმე არ გვაქვს კონფლიქტურ სიტუაციებთან ოჯახში, ცუდად ყოფნასთან და მსგავს მიზეზებთან, ე.ი. ეს ყველაფერი არასწორი აღზრდის ბრალია.

როგორ გავექცეთ უსიამოვნებებს? ამ კითხვაზე პასუხს ყველა თავისით პოულობს. მშობელთა უმეტესობა ერთი პოპულარული სცენარით მოქმედებს: მტირალა ადამიანისთვის ყველაფერ შესაძლებელს აკეთებენ, ცდილობენ მისი სურვილის შესრულებას ან ფიზიკურად სჯიან ბავშვს ახირების და ისტერიკის გამო. მცდარია ორივე მიდგომა, რადგან პირველ შემთხვევაში ბავშვი საკუთარ მოთხოვნებს უსასრულოდ გაუზრდის გარშემომყოფებს, ხოლო მეორეში -მშობლებისადმი წყენა გაეზრდება და გაუღრმავდება. ბავშვს იმაშიც შეეპარება ეჭვი, უყვართ თუ არა იგი ოჯახში.

ბავშვური ისტერიკა

ბავშვური ისტერიკა ძლიერი ემოციური გამოვლინებაა, რომელიც გამოწვეულია ნეგატიური ემოციებით (წყენა, მწუხარება, სიბრაზე).როგორც წესი, იგი გამოიხატება ტირილით, ყვირილით, ხტუნვით და წაქცევითაც კი. ახირებები ბავშვებისთვის ძლიერი საშუალებაა გარშემომყოფებზე ზემოქმედებისთვის. უმეტესად, ბავშვური ისტერიკები დამახასიათებელია 3-4 წლის ასაკითვის, მაგრამ ბევრი მას წლების მანძილზე მიმართავს და უკვე საკმაოდ მოზრდილ ასაკშიც.

ძირითადი მიზეზები

მიზეზი 1. ბავშვის ფსიქიკაზე გამანადგურებლად მოქმედებს უფროსების ალოგიკური აკრძალვები, რომლის ნათელი მაგალითია, ვთქვათ: ჯერ კიდევ გუშინ, შესაძლებელი იყო გვიან დაწოლა, დღეს კი არ შეიძლება; გუშინ შეიძლებოდა მამის საათის აღება, დღეს კი – აღარ; გუშინ ყველა მულტფილმი ხელმისაწვდომი იყო, დღეს კი მათი ყურება მავნებელია. ბუნებრივია, რომ ახალ გარემოებებზე ბავშვი ახირებულად და ისტერიულად რეაგირებს.

მიზეზი 2. პროტესტის შემდეგი მიზეზი მშობლების ყურადღების, სიყვარულის და ზრუნვის ნაკლებობაა.

მიზეზი 3. ისტერიკას წარმოშობს უფროსების მხრიდან ერთი „არ შეიძლება“ და „არა“. ბევრი მშობელი ამ სიტყვების მიზეზის ბავშვისთვის ახსნას არ ცდილობს.
მიზეზი 4. გადაღლა – როცა ბავშვი დაღლილია მგზავრობით, აქტივობით ან გამოუძინებელია.

მიზეზი 5. ახირება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ოჯახურ კონფლიქტებთან. ნუ იქნებით სკანდალური ბავშვის წინაშე, გამოიმუშავეთ ნებისყოფა.

გამოსავალი

ყველაზე მოქმედი მეთოდი ბავშვურ ახირებებთან საბრძოლველად, მათი დაიგნორებაა. ნუ გადადგამთ ნაბიჯებს ისტერიკის მომენტში, ნუ მისცემთ ბავშვს შანსებს, ჩაგრთოთ ამ „თამაშში“, იყავით მტკიცე და შეინარჩუნეთ სიმშვიდე. სწორი დამოკიდებულებისთანავე, ბავშვი დაკარგავს ინტერესს თამაშისა „კონცერტი უფროსებისთვის“ და მაშინ~დარწმუნებით იტყვით, რომ თქვენ ეს დაძლიეთ.

იმისათვის, რომ ბავშვი საკუთარ ოჯახში მუდამ კომფორტულად და ბედნიერად იყოს, აუცილებელია:

1. მეტი სეირნობა სუფთა ჰაერზე.
2. დღის რეჟიმის ქონა.
3. შუადღის ძილი.
4. სპორტით დაკავება.
5. სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინება.
6. ხშირი ჩახუტება.
7. ნაკლებად თქვით სიტყვები – „არ შეიძლება“ და „არა“.
8. შემოქმედებითობა, ექსპერიმენტები.
9. ოჯახური ტრადიციების და ისტორიების მოყოლა, რაიმეს კოლექციის შექმნა.
10. ნურავის გააკრიტიკებთ ბავშვის თანდასწრებით.

ბავშვმა მუდმივად უნდა იგრძნოს თავისი ოჯახის სიყვარული და თანადგომა. შექმენით ირგვლივ სინათლის, სიკეთის ნაპერწკლები, ბედნიერი სამყარო და მალევე დააღწევთ თავს ბავშვურ ახირებებსა და ისტერიკებს.

წარმატებებს გისურვებთ!

თქვენ რა ნაბიჯებს დგამთ ბავშვური ისტერიკის წინააღმდეგ?

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

ფილოლოგი

Leave A Reply