როგორ გავთავისუფლდეთ წყენისგან? (ნაწილი მეორე)

0

სალამი, მეგობარო!

ჩემი პირველი პოსტი წყენისგან გათავისუფლების შესახებ, პირველივე 24 საათის მანძილზე 25 000ჯერ ნახეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ საზოგადოებაში დაგროვილია ბლოოოოოომად წყენა, რაც ნელმოქმედ ბომბად არის ჩადებული და შინაგანად კლავს სიხარულს ადამიანებში… ბევრმა სწორად გაიგო წინა წერილი, ბევრი კი ზოგადად წყენის წარმოშობისა და მისგან გათავისუფლების აზრს საერთოდ ვერ ჩაწვდა, მაგრამ ეგ არაფერი – ვაგრძელებთ მუშაობას ამ საკითხზე!!!

მანამ დავიწყებ, ჯერ ამ კითხვებზე მიპასუხე გულწრფელად:

ვისგანაც არ უნდა იყო ნაწყენი და რაც უნდა იყოს წყენის მიზეზი, მზად ხარ, რომ მოიშორო ეს ლოდი გულიდან თუ იმდენად მიეჩვიე შინაგან ტკივილს რომ უკვე წყენისგან გამოწვეული სევდა შენი განუყოფელი ნაწილი გახდა?

ვისგანაც არ უნდა იყო ნაწყენი და მიზეზის მიუხედავად, მითხარი, ღირს ოდესმე რაიმე ან ვინმე შენს ცრემლად და დარდად?

ვისგანაც არ უნდა იყო ნაწყენი, ნუთუ არ გენანება ის დრო, რასაც მოწყენილობაში და ერთი და იგივე მწუხარე მოვლენის გახსენებაში ხარჯავ?

თუ ამ კითხვებზე შენ გაღიზიანდი და გაგიჩნდა წინააღმდეგობის შეგრძნება, ნუღარ გააგრძელებ პოსტის კითხვას, მე არ მაქვს დრო იმ ადამიანებისთვის, ვინც ელოდება, როდის დაეცემა თავზე სასწაული და ჯოხის ერთი მოქნევით, მოულოდნელად და სასწაულებრივად როგორ შეიცვლება მისი ცხოვრება! მე თავდაუზოგავად იბრძოლებ შენთვის, თუკი, უპირველეს ყოვლისა შენ იბრძოლებ საკუთარი თავისთვის!

დღეს მე მოგიტანე სავარჯიშო, რომელიც თავის დროზე (როდესაც სულ რაღაც 20 წლის ვიყავი) წყენისგან კიარა, ნამდვილი გაცოფებისგან გათავისუფლებაში დამეხმარა…:))

ნაბიჯი 1. აიღე კალამი და ორი ფურცელი და ერთ მათგანზე ჩამოწერე 3 ადამიანის სახელი, ვისზეც ხარ ნაწყენი ყველაზე მეტად (მესმის, მათი რაოდენობა შეიძლება გაცილებით მეტი იყოს, მაგრამ, მოდი, ამ ეტაპზე ჩამოწერე ტოპ-სამეული 🙂 )…

გელოდები… ჩამოწერე… მანამ არ ჩამოწერ, კითხვის გაგრძელება არც იფიქრო! 🙂

ნაბიჯი 2. ამოარჩიე ამ სამეულიდან ერთი… მესმის შეიძლება სამივეზე ერთნაირად იყო ნაწყენი, მაგრამ, მოდი, ნუ ვივაჭრებთ, უბრალოდ აირჩიე ერთი (იმ ორსაც მოვუხერხებთ რამეს 🙂 )…

ნაბიჯი 3. ახლა აიღე ის მეორე სუფთა ფურცელი…

ნაბიჯი 4. დაუწერე წერილი ამორჩეულ ადამიანს! დაწერე წერილში ყვეეეელაფერი, რაც გაწყენინა და რასაც მიახლიდი მას, რომ შეგეძლოს! წერე მანამ, სანამ არ იგრძნობ, რომ ის ბურთი, რაც ამდენი ხანია ყელში გქონდა გაჩხერილი, დაპატარავდა! დაწერე ყველაფერი, ისე, როგორც მოგივა აზრად, გამოლანძღე, გამოთათხე, მაგრამ ყველაფერი დაწერე და დაიცალე ბოლომდე! ნუ მოგერიდება ცრემლების, თუ გეტირება – იტირე!

ნაბიჯი 5. იმედია ყველა ზემოთაღნიშნული ნაბიჯი პატიოსნად შეასრულე, რადგან მე-5 ნაბიჯს სხვანაირად ფიზიკურად ვერ განახორციელებ… აიღე ეს შენი ძვირფასი ფურცელი და დაწვი… აქვე დავძენ, რომ ამ რიტუალს ზოროასტრიზმთან არანაირი კავშირი არ აქვს :))), ეს ხუმრობით, სერიოზულად კი – დაწვი და თან გააყოლე შენი ყველა სევდა და ნაღველი…

!!! WARNING:თუკი შენ ეს სავარჯიშო უბრალოდ წაიკითხე და არაფერი მოიმოქმედე ან სამომავლოდ გადადე, გარანტიას გაძლევ – კიდევ დიდხანს შეგჭამს დარდის ჭია და ფრთხილად იყავი რაიმე დაავადებამდე არ მიგიყვანოს, რადგან, როგორც პროფესიონალი ბიოკონსულტანტი გეუბნები, რომ დაგროვილმა წყენამ, დარდმა და ბოღმამ იცის სიმსივნური წარმონაქმნების გაჩენა… ფრთხილად იყავი!!!

ხოლო, თუ გააკეთე ეს სავარჯიშო, უჩემოდაც ძალიან კარგად დაინახავდი, როგორ გათავისუფლდა შენს გულში სივრცე და გაიზარდა შენი შინაგანი მზაობა ახლის მიმართ… იცი, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ის ადამიანი მოვა და პატიებას გთხოვს თუ არა ან ოდესმე მიხვდება თუ არა, რომ ძალიან დიდი სისულელე ჩაიდინა შენნაირი საყვარელი ადამიანის წყენინებით… მთავარი ისაა, რომ შენ უნდა იგრძნო თავი მოწოდების სიმაღლეზე იმის მიუხედავად, ვინ რას მიქარავს შენთან! გთხოვ, გააკეთე მაქსიმუმი საამისოდ… შენ ეს შეგიძლია, მე ვიცი… რომ არ ვიცოდე, ამ პოსტს არ დავწერდი!!!

შენი დარდი არის შენი ბალასტი! შენ კიდევ გინდა იფრინო, ხომ ასეა?? ისე, ფრენის ხსენებაზე, ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რამეს ხომ არ ეწევიო, მე ვპასუხობ კი – თვითგანვითარებას მეთქი :))) ! ჰოდა, ყველაფერი, რაც შენს შინაგან ჰარმონიას, ბედნიერებას და სიხარულს ბლოკავს, შენი ბალასტია და ის უნდა მოიშორო… ვიცი, ახლა შეიძლება მითხრა – შენთვის ადვილია სათქმელადო, მაგრამ თუ მაინცდამაინც მოინდომებ, მაგასაც მოგიყვები, პრაქტიკულად როგორ გავაკეთე ეს, რადგან ყოველთვის ვსაუბრობ ჩემი გამოცდილებიდან!!! ზუსტად ამის გამო ვარ დღეს ბედნიერი და მიადვილდება შთავაგონო და მოტივაცია ავუმაღლო ჩემი გუნდის წევრებს, რომელთა რაოდენობაც დღითიდღე იზრდება… უნარი – მოიშორო ბალასტი და ასხივებდე პოზიტიურ ენერგიას შენს გარშემოც შემოკრიბავს უამრავ არაჩვეულებრივ ადამიანს, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში ხდება!

იმედი მაქვს დაგეხმარა ჩემი პატარა, მაგრამ ძალიან სასარგებლო სავარჯიშო!

P.S. გაგიჩნდა კითხვები? დაპოსტე კომენტარებში… გაქვს პრეტენზიები? დაპოსტე კომენტარებში… იდეები გაქვს? დაპოსტე კომენტარებში… მოკლედ, ჩემთან კომენტარებში თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ ფეისბუქის პროფილში :)))…

P.P.S. ყოველდღიურად უამრავ წერილს ვღებულობ, ზოგიერი სამადლობელია, ზოგი შეკითხვა, ზოგიც – განსახილველი პრობლემა… გეთაყვა, არ მოგერიდოს, დამიმატე და აუცილებლად გამოვნახავ დროს საინტერესო საუბრისთვის!

გკოცნი,
შენი,
თაკო მეფარიშვილი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

Publisher, Copywriter, Blogger and more.

Leave A Reply