როგორ ავიცილოთ სიღარიბის პრობლემა თავიდან ?

0
კარგია თუ გაგიმართლათ და ამ პოსტის კითხვისას ჯერ კიდევ არ ხართ ძალიან ღარიბი, რადგან ამ ყველაფრის გათვალისწინების შემთხვევაში თქვენ ძალიან კარგი შესაძლებლობა გეძლევათ იმისა, რომ ეს  პრობლემა თავიდან აიცილოთ .
მინდა ჩემი აზრი, რომ კარგად გაიაზროთ შემდეგი ორი კატეგორია გამოვყო:
კატეგორია 1 . ადამიანები,რომლებსაც ვალები აქვთ.
თუ თქვენ ვალები გაქვთ ( ბანკის ან  კერძო პირის) პირველი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ არის ის, რომ უნდა შეწყვიტოთ კრედიტით და ვალებით ცხოვრება და უნდა დაიწყოთ ძველი, დარჩენილი ვალების გასტუმრება.
კატეგორია 2. ადამიანები, რომლებსაც ვალები არ აქვთ.  
 
ადამიანები, რომლებიც პირველ კატეგორიაში შედიოდნენ, თუ ზემოთ მოცემულ რჩევას გაითვალისწინებენ, რასაკვირველია ამ კატეგორიის ადამიანებს შეუერთდებიან.
აქ ყველაფერი ნულიდან იწყება. თუ ადრე მინუსებში ანუ ვალებში იყავით ახლა შესანიშნავი შესაძლებლობა გეძლევათ იმისა, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესოთ.
ყველაზე კარგი რასაც გირჩევდით არის ის, რომ უნდა გამოიმუშაოთ თქვენი შემოსავლის ნაწილის რეგულარულად დაგროვების ჩვეულება. იყოს დღეში თუნდაც 5 თეთრი. არა აქვს მნიშვნელობა, რომ ეს ძალიან ცოტაა. მთავარი ამ შემთხვევაში ის არის, რომ თქვენ ამით შემოსავლის დაგროვების ჩვეულებას გამოიმუშავებთ. დაფიქრდით ამაზე.
უფულო ადამიანი ფულიანი ადამიანის გავლენის ქვეშ ადვილად ექცევა და ხშირად  სხვისი ფული ჩვენს შესაძლებლობებსაც კი ჩრდილავს. ყველამ იცის, რომ ეს ასეა.
მდიდარი და წარმატებული ადამიანების უმეტესობა ამ ჩვევის გამომუშავებით აღწევდა ფინანსურ დამოუკიდებლობას. ეს სიმართლეა. ბევრ ადამიანს გაუვლია წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე, თუმცა ძალიან ცოტა მისულა ბოლომდე. ვერ მისულთა უმეტესობა გზაზე წაბორძიკდა და დაეცა და ეს ბოლომდე მიმსვლელებსაც შეემთხვათ. თუმცა აქ ერთი განსხვავება იყო შესამჩნევი. ვერ მიმსვლელები ვერ წამოდგნენ, საგანგებო სიტუაციაში საჭირო ფულის უქონლობის გამო. 
ბიზნესშიც ასეა. სტატისტიკის მიხედვით ბიზნესების გაკოტრება უშუალო კავშირშია მათ სარეზერვო კაპიტალის უკმარისობასთან.
,,ადამიანები უფრო მეტს ფიქრობენ, იმაზე თუ როგორ დახარჯონ, ვიდრე იმაზე, თუ როგორ შეინახონ. დაზოგვის იდეა მსხვერპლის გაღებას მოითხოვს, რაც არასასიამოვნო აზრებთან არის დაკავშირებული. ხოლო დახარჯვის იდეა ადამიანს აგულიანებს” – ნაპოლეონ ჰილი
ფულის კეთება, დაგროვება და სიღარიბისაგან თავის დაღწევა კონკრეტული დარგები და მეცნიერებები არ არის, რომ ეს უნივერსიტეტებში ან სხვა დაწესებულებებში ისწავლოთ. მათ არც ისე რთული წესები აქვთ და შეეცადეთ, რომ დაიცვათ ისინი. მომავალი სიღარიბის თავიდან აცილების მთავარი წინაპირობა – მომავლისათვის აწმყოს შეწირვის მზადყოფნა და არცთუ ისე აუცილებელი ხარჯების შეზღუდვაა . . .
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply