როგორი გრძნობაა?! – გაბრიელ გარსია მარკესის წერილი ბუშს

4
11 სექტემბერის ტრაგედიიდან, არც ისე დიდი ხანი იყო გასული, როცა კოლუმბიელმა მწერალმა, გაბრიელ გარსია მარკესმა, ჯორჯ ბუშს ღია წერილი მისწერა:
“როგორი გძნობაა? როგორ გრძნობთ თავს, როცა საშიშროება თქვენს საკუთარ ეზოშია და არა თქვენი მეზობლის ოთახში? რა გრძნობაა როდესაც გულს შიში ეპარება, როცა თავზარდამცემი ხმაურის გამო პანიკაში ვარდები, ხედავ უკონტროლო ცეცხლში გახვეულ ქალაქს, როცა შენობები ინგრევა და უდანაშაულო ადამიანების სისხლსა და კვამლში გახვეულ თვალებს ხედავ?

რა გრძნობაა, როდესაც როცა მთელ დღეს სახლში ატარებ და არ იცი ხვალ რა მოხდება? როგორ შეიძლება შოკურ მდგომარეობას დააღწიო თავი? 

1945 წლის 6 აგვისტოს იგივე მდგომარეობა იყო ჰიროსიმას მოსახლეობაში. ქალაქის არცერთი ნაწილი არ დარჩენილა ამერიკული ბომბების გარეშე – სულ რაღაც წამებში 80 000 უდანაშაულო კაცი, ქალი და ბავშვი დაიღუპა, 250 000 კი რადიაციას ემსხვერპლა. მაგრამ ეს შორეული ომები იყო და ტელევიზია მაშინ არც არსებობდა.
დღეს რას გეუბნებათ სატელევიზიო კადრებიდან მოვარდნილი შიში, რომელიც 11 სექტემბრის უბედურ დღეებზე გიყვებათ? ზუსტად 28 წლის წინათ, 11 სექტემბერს, ჩილეს პრეზიდენტი სალვადორ ალენდე მოკლეს. იგი ამბოხების შედეგად დაიღუპა, რომელიც თქვენი ქვეყნის ლიდერების მიერ იყო დაგეგმილი. ესეც ბოროტება იყო, თუმცა თქვენი ქვეყნის საზღვრებიდან ძალიან შორს ხდებოდა.
იცით რომ 1824 წლიდან 1994 წლამდე თქვენმა ქვეყანამ 73 თავდასხვა განახორციელა ლათინური ამერიკის ქვეყნებზე? მსხვერპლებს შორის იყვენენ: პუერტო-რიკო, მექსიკა, ნიკარაგუა, ჰაიტი, კოლუმბია, კუბა, ჰონდურასი, დომენიკის რესპუბლიკა, ვირჯინიის კუნძულები, სალვადორი, გვატემალა და გრენადა.
თქვენი ქვეყნის მმართველები თითქმის საუკუნის განმავლობაში ომობდნენ. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე არ ყოფილა არცერთი ომი, რომელშიაც პენტაგონი პირდაპირ თუ ირიბად არ ჩარეულა. რასაკვირველია ბომბები თქვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ სკდებოდა, თუ არ ჩავთლით პერლ-ჰარბორის მაგალითს, 1941 წელს.
ახლა როდესაც “ტყუპი შენობები” მტვრად იქცა და ტელევიზიის შემზარავ კადრებს ადევნებდით თვალს ან ხალხის შეშინებული ყვირილი გესმოდათ, ნეტავ იმაზე თუ დაფიქრდით რას გრძნობდნენ ვიეტნამელი უდანაშაულო გლეხები ამდენი წლის მანძილზე?
თქვენმა საჰაერო ძალებმა არცერთი ქარხანა არ დატოვეს გაუნადგურებელი იუგოსლავიაში, ერაყში  კი 500 000 ადამიანი დაიღუპა.. ნეტავ რამდენი ადამიანი გარდაცვლილა ისეთ შორეულ ქვეყნებში როგორიცაა: ვიეტნამი, ერაყი,ირანი, ავღანეთი, ლიბია, ანგოლა, სომალი, კონგო, ნიკარაგუა, იუგოსლავია? უდავოდ არასრული სიაა…
ყველა ამ ადგილას დახარჯული თითოეული ტყვია თქვენს ქარხნებში მზადდებოდა და მათ თქვენს მიერ გაწრთვნილი ბიჭები იყენებდნენ. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ “ამერიკული ცხოვრებით” გეცხოვრათ.
თქვენი ქვეყანა მთელი საუკუნის განმავლობაში ებრძოდა დანარჩენ მსოფლიოს. უცნაურია, რომ თქვენი ლიდერები აპოკალიპსის მხედრები ხდებიან თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით, მაგრამ ისიც უნდა იცოდეთ რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანისთვის ამერიკა თავისუფლების მაგალითს კი არ წარმოადგენს, არამედ შორეულ ტირანს, რომელიც სთესს ომს,შიშს,შიმშილსა და განადგურებას. თქვენი ბომბებისგან დაღუპულ ადამიანთა 90% უბრალო მოქალაქეები არიან – ქალები, მოხუცები და ბავშვები.
რა გრძნობაა, როცა საშიშროება თქვენს კარზეც აკაკუნებს, თუნდაც ერთი დღით? როგორი გრძნობაა შიში? როგორი გრძნობაა, როცა იცით რომ თერთმეტ სექტემბერს ეს გრძელი ომი თქვენი სახლის კარსაც მოადგა?!”
გაბრიელ გარსია მარკესი; თარგმანი: 4motivi.com
გაზიარება:

დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

Loading Facebook Comments ...

Discussion4 კომენტარი

  1. მძიმეა. მწარეა. საშინელებაა. სამწუხაროდ, თანამედროვე პოლიტიკა მოიცავს ომებს, უბედურებებს, უდანაშაულო მსხვერპლს… ამას არა აქვს გამართლება, მაგრამ ზოგან მისი თავიდან აცილება შეუძლებელი ხდება. არიან ძლიერი სახელმწიფოები, ზე-სახელმწიფო, მსოფლიო ჟანდარმი, რაღაც იდეოლოგიის ძალის გამოყენებით ექსპორტიორები… მათ თავიანთი მისწრაფებები, იდეები და გეგმები (ხშირად ბევრ სახელმწიფოსთან შეთანხმებული) აქვთ. ვიღაცა უნდა დაბომბონ, რაღაცეები რომ შეაჩერონ, გლობალური საფრთხეები რომ ამოძირკვონ – ყოველ შემთხვევაში – ასე ღაღადებენ! დაყვავებით და შეგონებით ვერ დაიცავ საზღვრებს, ვერც სიმშვიდეს, ვერც გლობალურ საფრთხეებს შეაჩერებ. უარესის თავიდან ასაცილებლად, ზოგჯერ ლოკალურ ომებს რაღაცა გამართლებაც შეიძლება მოეძებნოს. რაც შეეხება გენიალურ გაბრიელ მარკესს, ის თავისებურად რაღაცაში მართალია, როგორც რიგითი მოკვდავი, როგორც უდანაშაულოდ დახოცილი მილიონობით ადამიანის წარმომადგენელი, რამე თუ ერთი ადამიანის სიკვდილსაც კი არა აქვს გამართლება. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ თვით მარკესი რომ დაესვათ აშშ-ს პრეზიდენტად, იგივეს იზამდა, რაც ბუშმა (მამამ) გააკეთა კუვეიტის გასათავისუფლებლად ერაყელი აგრესორებისაგან. იმ სწრაფ ომში დაიღუპა 100 000 ერაყელი, ხოლო ნატოს მხრიდან 100 ჯარისკაცი, რომელთაგან 67 ამერიკელი იყო. როგორ და ვინ აუხსნიდა იმ დაღუპული 100 ჯარისკაცის დედებს, თუ რატომ დაიღუპნენ მათი შვილები სამშობლოს საზღვრებიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით? ასეთი ახსნა შვილმკვდარი დედისათვის ბუნებაში არ არსებობს! ცხოვრება დედამიწაზე – სამოთხე არ არის!

  2. თუ იაპონიამ დაბომბა ამერიკა მაშინ რატო არ დაბომბავდა ამერიკა იაპონიას? ომი ომია.
    სამხრეთ ამერიკელები რატო გარბიან ამერიკაში თუ ასე ესხმიან ამერიკელები თავს?
    პენტაგონი რომ პირდაპირ ან ირიბათ ცართული იქნება კონფლიკტებში აქსიომაა მაგრამ ისინიც რო ჩამოეთვალა ვის ებრძოდა ამერიკა არ იქნებოდა ურიგო.

  3. imis magivrad rom scvastan midiode sakvedurid chaihedt tkvns cvekanashi da mihedet im milionobit adamianes romlebiz shimshiloben da natroben amerikul realobas.titkmis kvela is kveknebi romlebiz gantkmulma mzeralma chamotvala kvelgan an diktatoruli rezimi iko an amerika sabrzolo mdgomarebashi iko mattan.

კომენტარის დატოვება

სამოტივაციო,საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ ჟურნალი