რიჩარდ ფეინმანის 20 ციტატა

0

რიჩარდ ფეინმანი იყო ამერიკელი ფიზიკოსი, რომელსაც ძალიან უყვარდა ხუმრობა და საინტერესო ისტორიების მოყოლა. მის ლექციებს ყოველთვის უამრავი სტუდენტი ესწრებოდა, რადგან ფეინმანი არა მარტო გასაგებად, არამედ ძალიან საინტერესოდ ხსნიდა ყველაფერს. ის ფიზიკას თამაშივით ეკიდებოდა, გააკეთა უამრავი აღმოჩენა და ნობელის პრემიაც მიიღო.

გთავაზობთ მის რამდენიმე ციტატას:

1. შენ არ გეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რას ელოდებიან შენგან სხვები. თუ შენგან ძალიან ბევრს ელოდებიან, ეს მათი შეცდომაა და არა – შენი.

2. შენ ყოველთვის ეუბნები საკუთარ თავს: “მე შემიძლია ამის გაკეთება, თუმცა არ გავაკეთებ“, – მაგრამ ამით ხომ იმას აღიარებ, რომ ვერ შეძლებ.

3. მე შევჩერდი და ყურადღებით წავიკითხე შემდეგი წინადადება. დეტალებში არ მახსოვს, მაგრამ ძალიან ჰგავდა ამას: “სოციალური საზოგადოების ინდივიდუალური წევრი არცთუ იშვიათად მიიღებს ინფორმაციას ვიზუალური, სიმბოლური არხების მეშვეობით.“ ვიფიქრე და ეს წინადადება ნორმალურ ენაზე გადმოვთარგმნე. იცით, რას ნიშნავდა? – “ხალხი კითხულობს“.

4. მეორე ფსიქიატრი, როგორც ჩანს, უფრო განათლებული იყო, რადგანაც მისი ნაწერი უფრო რთულად წასაკითხი აღმოჩნდა.

5. ფიზიკა სექსივითაა: შეიძლება არ იძლეოდეს პრაქტიკულ შედეგებს, თუმცა ეს არ არის მიზეზი მისი არკეთებისთვის.

6. რაც უფრო მცირე კულტურას ფლობს ადამიანი, მით ნაკლებად აქვს აზროვნების უნარი და უფრო სწრაფად კარგავს თავს.

7. არ მესმის ის, რისი შექმნაც არ შემიძლია.

8. ერთხელ ნარკოტიკის მიღებაზეც ვფიქრობდი, მაგრამ შევშინდი: მე მიყვარს აზროვნება და არ მსურს გავაფუჭო მანქანა, რომელიც ამაში მეხმარება.

9. რა თქმა უნდა, ყველას ერთი ცხოვრება გვაქვს, და როცა ვუშვებთ ყველა დასაშვებ შეცდომას და ვიწყებთ გაგებას, თუ რისი გაკეთება არ ღირს, ზუსტად მაშინ მოდის აღსასრულიც დროც.

10. მე ყოველთვის მომწონდა წარმატების მიღწევა იმ საქმეში, რომლის გაკეთებაც წესით არანაირად არ უნდა შემძლებოდა.

11. იმისათვის, რომ თქვენს ცხოვრებას დაამატოთ 1 წამი, საჭიროა 400 მილიონჯერ იფრინოთ დედამიწის გარშემო, თუმცა თვითმფრინავის საუზმეები გაცილებით მეტად შეამცირებენ მას.

12. თუ თქვენ ხართ ნასწავლი კვანტური ფიზიკოსი და 2 სიტყვით არ შეგიძლიათ აუხსნათ 5 წლის ბავშვს თქვენი საქმიანობა – შარლატანი (თაღლითი) ხართ.

13. მე ყოველთვის ასე ვიქცევი – შევძვრები რაღაცაში და ვუყურებ რამდენად შორს შეიძლება სვლა.

14. მათემატიკოსებს მხოლოდ ტრივიალური თეორემების დამტკიცება შეუძლიათ, რადგან ნებისმიერი დამტკიცებული თეორემა ტრივიალურია.

15. მთავარი პრინციპია – არ მოატყუო საკუთარი თავი. საკუთარი თავის მოტყუება ხომ ყველაზე ადვილია. აქ საჭიროა, ყურადღებით იყოთ.

16. ფონ ნეიმანმა მომაწოდა საინტერესო იდეა: საერთოდ არაა აუცილებელი იყო პასუხისმგებელი იმ სამყაროზე, რომელშიც ცხოვრობ. მისი რჩევის შედეგად, მე გამოვიმუშავე სოციალური უპასუხისმგებლობის ძალიან ძლიერი გრძნობა. ამის მერე, ბედნიერი ადამიანი ვარ.

17. რაც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება – წარმოსახვაა, მაგრამ წარმოსახვა – „საიმედო პერანგში“.

18. რაიმე საიდუმლოს გახსნა ჩემი ჰობია.

19. მნიშვნელოვანია არა ის ქონება, რომელიც გვაქვს, არამედ ის, რომლის შექმნაც შეგვიძლია.

20. – რამდენად აფასებთ ცხოვრებას?

სამოცდაოთხი.

რატომ თქვით „სამოცდაოთხი“?

აბა, თვენი აზრით, შესაძლებელია ცხოვრების ღირებულების დადგენა?

არა! მე გკითხეთ, რატომ თქვით „სამოცდაოთხი“ და არა მაგალითად „სამოცდაცამეტი“?

სამოცდაცამეტი რომ მეთქვა, იმავე კითხვას დამისვამდით!

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply