Connect with us

ფსიქოლოგია

რისთვისაა საჭირო ავადმყოფობა

ავადმყოფობა-ეს არის გზა მიიღო ის, რაც მის გარეშე არასგზით ხერხდება.

 ზოგი ფსიქოთერაპევტი თვლის, რომ პრაქტიკულად ყველა დაავადების საფუძველი ფსიქოლოგიური ხასიათისაა. მაგრამ კლასიკური მედიცინა ოფიციალურად აღიარებს შვიდ დაავადებას, რაშიც ფსიქოსომატური ფაქტორი წამყვანია. მათ უწოდებენ „ჩიკაგოურ შვიდეულს.“

ავადმყოფობა აღმოცენდება როგორც იმ მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება, რომელიც, ისე ხდება, რომ სხვაგვარად შეუძლებელია დაიკმაყოფილო.

რის საშუალებას გვაძლევს ავადმყოფობა?

  1. ვიზრუნოთ საკუთარ თავზე დანაშაულის გრძნობის გარეშე.

წამლები, თავის მოვლის ყოველგვარი საშუალებები, ძვირადღირებული ანალიზები, პროცედურები, გამოკვლევები -ყოველივე ეს გარანტირებულია, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ავად ხართ. აბა, სცადეთ, იგივე თანხა დახარჯოთ სტილისტის მომსახურებაზე, ან მასაჟის კურსებზე. რამოდენიმე თაობის ქალებისათვის ეს დაუშვებელია. ყოველთვის არსებობს ისეთი რამ, რისთვისაც  ფული უფრო საჭიროა.

  1. დასვენების უფლება

პარადოქსი  იმაში მდგომარეობს,  რომ თანამედროვე ქალების უმრავლესობა, ისინიც კი ვინც ფრილანსერები არიან, ან აქვთ თავისუფალი გრაფიკი, მაინც ცხოვრობენ პრინციპით, რომლის თანახმადაც- ქალს მხოლოდ ორ შემთხვევაში შეუძლია არაფერი აკეთოს_ ეს არის ფეხმძიმობა და ავადმყოფობა.

მთელი ჩვენი სისტემა ეფუძნება ამ პრინციპს. ბავშვს არ შეუძლია გააცდინოს სკოლა, თუ მას სკოლაში წასვლა არ უნდა. არსებობს სკოლის გაცდენის  ერთადერთი მიზეზი: ეს არის ავადმყოფობა. აბსურდია,  არა?

  1. ახლობლების მხრიდან ზრუნვა

შესაძლებლობა- იგრძნოს თავი ქალად, რომელზეც ზრუნავენ. რატომღაც ჩვენთან მიღებული არ არის ძლიერებზე, ჭკვიანებზე და წარმატებულებზე ზრუნვა. მითუმეტეს, მათზე, რომელთაც თავადაც შუძლიათ იზრუნონ საკუთარ თავზე. თუ საქმეს შეეჭიდები, კიდეც უნდა მოაგვარო, სისუსტეს ვეღარ გამოიჩენ. ავადმყოფობა კი საშუალებას იძლევა მივიღოთ    ჩვენი წილი ზრუნვა და სინაზე.

თუ ახლობლები აგრძელებენ დახმარების შესახებ  ამ არაორაზროვანი  გზავნილის იგნორირებას, ავადმყოფობა პროგრესირდება, და რაღაც მომენტში მოუწევთ ამ თხოვნის შესრულება. რეანიმაციასთნ მორიგეობა გარანტირებული იქნება.

  1. ახლობლებისა და მეგობრების ყურადღება

ავადმყოფობა- ეს საშუალებაა ოგრძნო თავი განსაკუთრებულად, ყურადღების ღირსად. შენზე ფიქრობენ, საუბრობენ. შენ წარმოადგენ „დღის თემას.“ და რაც უფრო „ჩახლართული“ და რთულია ავადმყოფობა, მით მეტი „აჰ“ და „უჰ“ გაისმის.

  1. დაფასება

ადამიანი, რომელმაც ასეთი წვალება გადაიტანა, შეცოდებასთან და თანაგრძნობასთან ერთად, ისეთი აზრებითაც კი, როგორიცაა „ღმერთო, ჩვენ დაგვიფარე“ ,  იწვევს  მღელვარებასა და დაფასებას.

თუკი ის, რითაც დაკავებული ხარ მოცემულ  მომენტში, რატომღაც არ იწვევს პატივისცემას (პირველ რიგში თავად შენი მხრიდან), სერიოზული დაავადება მოიტანს ამ დაფასებას. და თავის „გმირად“ შეგრძნების სურვილიც ჯერ არავის უგულებელყოფია.

  1. შესაძლებლობა, არ გადაწყვიტო ის, რაც გადასაწყვეტია

თუ ბავშვი სერიოზულადაა ავად,  განქორწინების იდეა გვერდზე უნდა გადაიდოს.

საკუთარი ავადმყოფობა გვაიძულებს ცოტა ხნით გადავდოთ ახლი პროექტები და შევცვალოთ მოღვაწეობის სფერო. ახლობელი ადამიანის მოვლა მყარი მიზეზია საიმისოდ, რომ თავი ავარიდოთ პირადი ცხოვრებისა და კარიერის მოწყობას.

  1. „ბოლო სურვილი“

მიღებულია, ავადმყოფ ადამიანს გავუგონოთ, ამიტომაც, ბოლოსდაბოლოს  შეგვიძლია ვაიძულოთ ქმარი შეაკეთოს ონკანი, ან მორყეული სახელურები, რომ არაფერი ვთქვათ სხვა გლობალურ თხოვნაზე.

  1. შეხედო ქვეყანას სხვა მხრიდან. ავადმყოფობა სხვა რეალობას გვიქმნის.

თუ თქვენ რამოდენიმე საათით გიყურებიათ ჭერზე გამოსახული უცხო ცხოველებისთვის, ან აბაჟურის ნაკეცებისათვის, მიმიხვდებით, რას ვგულისხმობ. ერთადერთი, რაც შენ შეგიძლია,  საათობით უყურო ყოველ კვადრატულ მეტრს, მაშინ სამყარო წარმოგიდგება სულ სხვა მხრიდან.

  1. სხვა თვალით შეხედო საკუთარ ცხოვრებას.

სერიოზული ავადმყოფობა ჩაგვაფიქრებს იმაზე, რაზეც ადრე არ გვიფიქრია. როდესაც წარმოგვიდგება პერსპექტივა, რომ, ბოლოსდაბოლოს ეს შესაძლებელია, მთელი სიყალბე ჩვენი და  ჩვენი ცხოვრების შესახებ სადღაც ქრებადა ვრჩებით პირისპირ სინამდვილესთან. სწორედ ამ დროს ხდება სისტემის გლობალური გადაყენება, მთელი განვლილი ცხოვრების გადაფასება. მოთხოვნილებები-ეს ისეთი რამ არის, რისი დაკმაყოფილებაც ჩვენ ძალაუნებურად გვიწევს. საკითხი მხოლოდ მისი დაკმაყოფილების ხერხს ეხება.თკი ზრდასრულ ადამიანს რაიმე მიზეზის გამო ზრ შეუძლია ღიად განაცხადოს თავისი მოთხოვნილებების შესახებ, მაშინ ქვეცნობიერად ირთვება „სხეულის თეატრი,“ და ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შესაძლებელი ხდება სხეულით მანიპულირების მეშვეობით, -ანუ, ავადმყოფობით.

თანდაყოლილი ავადმყოფობები, ანუ საყმაწვილო ავადმყოფობები 6-8 წლამდე -ეს დედის ქვეცნობიერი შეკვეთაა, როდესაც ის იკმაყოფილებს თავის მოთხოვნილებებს ბავშვის ავდმყოფობის ხარჯზე. ეს არის სამსახურში გაუსვლელობის შესაძლებლობიდან დაწყებული, პირადი ქალური- „ავადმყოფი ბავშვის დედის“ მისიითდამთავრებული.

ასეთი რამეების პირდაპირ აღქმა შეუძლებელია. აქ ერთვება ძლიერი  ფსიქოლოგიური თვითდაცვა. ამიტომაც, გონივრულია შეცნობის პროცესს მივუდგეთ ეტაპობრივად:

  1. შეეკითხეთ საკუთარ თავს: რისი მიღების საშუალებას მაძლევს ეს ავადმყოფობა? შეადგინეთ სია-გულწრფელი, მაგალითებით.
  2. გაიარეთ თითეული პუნქტი, არა საკუთარი თავის განკითხვის,არამედ როგორც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის მიღების საშუალება.
  3. უფლება მიეცით საკუთარ თავს იგივე მიიღოს ღია ურთიერთობებიდანაც საკუთარი მოთხოვნილებების წამოყენების შემთხვევაშით, გავუმხელთ რა ამას საკუთარ თვს.

ავადმყოფობა ხომ მაშინ ქრება, როდესაც მისი აუცილებლობა აღარ დგას.

P.S. ალბათ ეს ყოველთვის ასე არ არის, თუმცა სიმართლის მარცვალი, ალბათ აქაც მოიპოვება. გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას და თქვენი ოცნებების ასრულების სულ სხვა გზებს.

ლელა გორდეზიანი

გაზიარება:
კითხვის გაგრძელება
რეკლამა
რედაქტორი გირჩევთ:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: ფსიქოლოგია

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ