რა შეუძლია პოზიტიურ აზროვნებას

1

ადამიანი ყველაზე რთული არსებაა ამ სამყაროში. მის გონებას ძალზედ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მთავარია იმ შემთხვევაში, თუ სწორ გზას დაადგეაბ. ამისთვის კი ყველაზე მთავარია მან სწორად ფიქრი და აზროვნება დაიწყოს. სწორედ ეს განაპირობებს იმას, თუ როგორ წარიმართება მისი ცხოვრება. ბევრი ვერ ხვდება ამას რადგან ეს ძალიან რთულად ეჩვენება. ამაში მართალიცაა, თუმცა ეს ნებას არ აძლევს, რომ ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნიოს და მუდამ იწუწუნოს იმაზე, რომ მას რაიმეს გაკეთება არ შეუძლია და ყოველი წარუმატებლობა სხვას ან რაიმე სოციალურ მიზეზს გადააბრალოს…

ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ საკუთარ თავში ჩახედვა აუცილებელია, უნდა იფიქროს ღრმად იმაზე თუ რა არის მისი ცხოვრების არსი, გაიგოს ამის მიზეზი და დაისახოს მიზანი, რომ სწორად წარმართოს. თუ ამ საკითხზე დაფიქრდება ადამიანი, ის აუცილებლად აღმოაჩენს საკუთარ თავს, რომელიც არის უნიკალური, განსხვავებული და განუსაზღვრელი შესაძლებლობების მქონე, რომლის ვალია ეს გამოიყენოს არ დამალოს და სამაგალითო გახდეს საზოგადოებისთვის. ამისთვის კი ყოველდღიური ფიქრია საჭირო, რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს პოზიტიური კუთხით. მას უნდა სჯეროდეს, რომ იგი რასაც დაისახავს იმას მიაღწევს, თუმცა ისიც არ უნდა დაავიწყდეს, რომ ამ მიზნის მისაღწევად გზაზე ბევრი დაბრკოლება დახვდება, მისი ამოცანაა ეს ყველაფერი გადალახოს, არ დანებდეს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ უნდა სჯეროდეს, რომ ღამის შემდეგ ყოველთვის დღე დადგება და ეს ცხოვრების წესად ექცეს. თუმცა ასეთი მოაზროვნეთა ადამიანთა რიცხვი ცოტაა და ამიტომაცაა, რომ მხოლოდ მცირე ნაწილია ცხოვრებაში წარმატებული და ბედნიერი. დანარჩენები კიდევ შურით ივსებიან და ვერ გაუგიათ თუ როგორ მიაღწიეს მათ ამას. მათაც სურთ იგივე, თუმცა არ სჯერათ, რომ სწორი აზროვნების გზით შეიძლება ამის მიღწევა ან ეზარებათ და ფიქრობენ, რომ ეს იღბალის ბრალია, მხოლოდ ზოგიერთია რჩეული ან უბრალოდ მოტყუებით და “მამიკოს ფულების” წყალობითაა ეგრე.

არსებობს, როცა ადამიანი ასე ვთქვათ დაუმსახურებლად იღებს რაიმეს. თუმცა იგი ქვეცნობიერად მაინც გრძნობს, რომ ის ამას არ იმსახურებდა, რადგან ჭეშმარიტი შრომის შემდეგ, როდესაც მიაღწევ საწადელს, ეს გრძნობა ბევრად უფრო ამაღლებული და ბედნიერების მომტანია. ადრე თუ გვიან ეს ადამიანიც დარჩება ცხოვრებაში მარტო, როცა თვითონ უნდა მიიღოს მისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ადრე თუ გვიან, მას მაინც დასჭირდება რომ გახდეს დამოუკიდებლად მოაზროვნე და თავისუფალი. ეგ მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, თუ როგორ გადალახავს იმ წინააღმდეგობას, რომელიც, ადრე თუ გვიან მაინც დაატყდება თავს. ამიტომაც უმჯობესი იქნება თუ აზროვნებას იგი ადრევე დაიწყებს და არ დაკარგავს დროს. ამაში კი მას აუცილებლად დასჭირდება იკითხოს წიგნები, გარშემო ჰყავდეს ისეთი ადამიანები, რომლებიც დაანახებენ სწორ გზას, მაგრამ ამავდროულად არ შეუშლიან ხელს, რომ დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. რადგან მასწავლებელი ვერაფერს გასწავლის, მას მხოლოდ შეუძლია დაგანახოს გზა, რომელიც მრავალფეროვანია ცხოვრებაში, შენ კი უნდა დაფიქრდე, ჩაწვდე იმას თუ რა გსურს სინამდვილეში და ამისთვის იბრძოლო. ანუ ოცნება უნდა აქციო მიზნად და შემდეგ რეალობად. ეს პროცესი კი უნდა იყოს უწყვეტი და არასდროს ეგონოს ადამიანს, რომ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი ამოწურა. ეს ძალიან ძნელია ცხოვრებაში, თუმცა ნამდვილად შესაძლებელი, რადგან ადამიანს აქვს აზროვნების უნარი, რომელსაც შეუძლია იმის გაანალიზება, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა და მას თუ ფართო გასაქანს მივცემთ აუცილებლად დავინახავთ, რომ ამას სასწაულის მოხდენა შეუძლია. ეს კი ნამდვილად რეალურია, რადგან “რეალისტი არაა, ის ვისაც სასწაულების არ სჯერა” (ოდრი ჰეპბერნი).

იმის თვალსაჩინოდ დასანახად თუ რამდენად მნიშვნელოვანია აზროვნება და ის თუ როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას ამა თუ იმ საკითხის მიმართ განვიხილოთ ერთ ერთი ცდის კარგი მაგალითი… წვიმს… ოპტიმისტმა გაიხედა ფანჯარაში და იფიქრა “წელს კარგი მოსავალი იქნება” ან “რა კარგია რომ ქოლგა მაქვს” პესიმისტმა კი გაიფიქრა რომ “არ გავცივდე დღეს” ან “როგორ წავიდე ახლა ახალი ფეხსაცმლის ჩაცმას ვაპირებდი” ან იტყვის ხშირად გამოყენებად ფრაზას “ეს რა უბედურებაა?” აქედან გამომდინარე კი ოპტიმისტს კარგი მოსავლის მიღების ან ქოლგით წასვლის შესაძლებლობა უჩნდება, პესსიმისტს კი მხოლოდ ის რჩება ავად გახდეს, ან გაუფუჭდეს ფეხსაცმელი, ან რაიმე უბედურება შეემთხვას. თუ უშუალოდ ოპტიმისტი სოფელში არ ცხოვრობს და თვითონ არ ელოდება მოსავალს, ხილის ყიდვის დროს, მაინც გაიფიქრებს იმას, რომ მან იცოდა წვიმის შედეგად კარგი მოსავალი იქნებოდა… პესიმისტი წვიმის დროს რომც არ წასულიყო არსად უსაქმურად წოლის შედეგად მაინც ცუდად გახდებოდა და იტყოდა “აი სულ წვიმის ბრალია” ამ მაგალითების მოყვანის დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ოპტიმისტმაც და პესიმისტმაც ის შედეგი მიიღო რასაც ელოდებოდა, ამიტომაც თითქმის შეუძლებელია რომელიმეს აზრი შეაცვლევინო, რადგან ისინი ყოველდღე იღებენ თავიანთი მოლოდინის დასტურს. თუმცა იმედია ყოველი პესიმისტი მიხვდება, იმას რომ რასაც ელის ზუსტად იმას მიიღებს ცხოვრებიდან და მოინდომებს რომ პოზიტიური კუთხისკენ შეცვალოს საკუთარი აზროვნება, რადგან მისი აზრით შეუძლებელია, რადგან მისთვის ცხოვრებაში ყველაფერი “მართლაც ცუდად არის”.

ბევრ ადამიანს არ სჯერა, რომ პოზიტიური აზროვნების გამომუშავება შეიძლება ამართლებდეს რეალობაში. ჰგონიათ, რომ ის რეალობას უარყოფს, რადგან პოზიტიურ აზროვნებას წარსულის შეცვლა არ შეუძლია და ვერ ვუარყოფთ წარსულში თუ რაიმე ნეგატიური მოხდა საკუთარი შეცდომით თვალები არ უნდა დავხუჭოთ ამაზე, რომ ეს მართლაც ჩვენი ბრალი იყო. თუმცა პოზიტიური კუთხით ამ მოვლენასთან შეხედვა შეგვიძლია, რადგან ყოველი შეცდომა თუ უარყოფითი ნაბიჯი, საკუთარ გამოცდილებად უნდა მივიღოთ და შევეცადოთ მომავალში იგივე აღარ განმეორდეს. აუცილებლად უნდა ვთქვათ “ კარგია რომ ეს მოხდა” რადგან ამ შეცდომამ ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ წაგვწია, რომ ისეთ ღირებულებებზე დაგვაფიქრა, რაზეც აქამდე არ დავფიქრებულვართ, ამან აზროვნება გვასწავლა და გავიადვილა ცხოვრება, რომელიც ერთი შეხედვით რთული გვეჩვენებოდა, მაგრამ მეორე მხრივ იმას მიგვახვედრა, რომ ყოველი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ, ავი უფრო ძლიერად ვიგრძენით, რადგან ამას გავუძელით და მივხვდით საკუთარ დანაშაულს. “ თუ შენ გინდა, რომ ცისარტყელა დაინახო, მაშინ მოგიწევს წვიმის გადალახვა”

აზროვნება ყველაზე დიდი განძია, რაც ადამიანს გააჩნია. არსებობს მისი გამოყენების უამრავი გზა, ეს კი უკვე თავად მასზეა დამოკიდებული, თუ რომელს აირჩევს.

და ბოლოს კარგი იქნება თუ ყოველ დღე ამ ფრაზას გავიმეორებთ და გავითავისებთ, რომელიც ჩემი ცხოვრების დევიზად იქცა!

“ღმერთო, მომეცი იმის ნებისყოფა, რომ შევეგუო იმას რისი შეცვლაც არ შემიძლია, მომეცი ძალა შევცვალო ის რაც შემიძლია და მომეცი გონი რათა გავარჩიო ერთი მეორისგან”

გამომგზავნი/ავტორი: ნინი სირაძე

კომენტარები

შეთავაზებები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Discussion1 კომენტარი

  1. თამუნა თურმანიძე

    მართალია, ცხოვრება დიდი ლაბირინთია, მაგრამ თუ მოინდომებ აუცილებლად გახვალ ფონს , ანუ მიაღწევ დასახულს.

Leave A Reply