რა უშლით ადამიანებს ხელს, რომ იმოქმედონ და ოცნებები აისრულონ ?

0

ოცნების ნამდვილი არსის გაუცნობიერებლობა

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანს აქვს ოცნება მის ასასრულებლად, მაინც ძალიან ცოტა თუ იბრძვის. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ მის ნამდვილ არსს ვერ აანალიზებენ, რადგან მხოლოდ სიტყვის მნიშვნელობიდან გამოდიან ფიქრობენ რა მხოლოდ მის სილამაზეზე და რომანტიულობაზე ,მაგრამ ავიწყდებათ, რომ ოცნებიდან ყალიბდება დიდი მიზნები და იბადება მიზნის მიღწევის მწველი სურვილი. ის გვაძლევს სტიმულებს და გვეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. იგი ჩვენი წარმატების ფესვია,რადგან თუ კარგად დააკვირდებით შეამჩნევთ,რომ ყველაფერი მისით იწყება! ოდესმე თუ გიფიქრიათ რა გააჩნდათ წარმატებულ ადამიანებს, ვიდრე თავიანთი წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე დადგებოდნენ?
არასწორი გადაწყვეტილების მიღების შიში
ადამიანები ძალიან ბევრს ფიქრობენ მომავალზე და რისკზე წასვლის ამიტომაც ეშინიათ.ფიქრობენ  : არის კი ეს ის რაც მათ ნამდვილად სჭირდებათ? რა მოხდება თუ ამ ოცნებას აისრულებენ? და თანდათანობით ჩნდება :
დამარცხების შიში
ადამიანები ფიქრობენ რა თავიანთი ოცნების სიდიადეზე და მისი ასრულების სიძნელეზე, შესაბამისად, იმის შიშიც უჩნდებათ,რომ მათ არ შესწევთ ამის ასრულების ძალა. არა! უთხარით თქვენს თავს,რომ ეს სრული აბსურდია და სასწრაფოდ მოიცილეთ თავიდან ეს დამღუპველი ფიქრი. დაფიქრდით რით იყვნენ თქვენზე მეტი ადამიანები, რომლებიც თქვენი მსგავსი ოცნებებით გახდნენ წარმატებულები და აიხდინეს ისინი? ვთქვათ გინდა,რომ მდიდარი ადამიანი გახდე? აიღე რომელიმე მდიდარი ადამიანის მაგალითი და გაანალიზე. მაგალითად – ჰენრი ფორდი. ჰქონდა ამ ადამიანს კი რაიმე შენზე მეტი? მას ხომ მხოლოდ დაწყებითი განათლება ჰქონდა მიღებული და არაფერი გააჩნდა თავისი ოცნების გარდა. ფორდმა ორჯერ განიცადა ხმაურიანი მარცხი თავისი ოცნებისაკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ მისი მესამე ცდა იყო წარმატებული, როდესაც ჩამოაყალიბა კომპანია ,,ფორდ მოტორსი“. მაგრამ პირადად მე მის ყველაზე დიდ აღმოჩენად და წარმატებად მიმაჩნია არა მისი მაგალითი , არამედ სიტყვები, რომლებიც მან კაცობრიობას დაუტოვა:
“დამარცხება ეს უბრალოდ შესაძლებლობაა იმისა,რომ ყველაფერი თავიდან დაიწყო”.
ეს უბრალოდ ოპტიმისტური გამონათქვამი არაა!!! ეს სიტყვებია,რომლებიც მან მაგალითით დაამტკიცა…
დროის ფაქტორის მხედველობაში არ მიღება
ხშირად ჩვენ იმდენად მეტს ვფიქრობთ,რომ მხედველობიდან გვრჩება ის ,რომ დრო გადის და წამები,რომლებიც ასე გულუხვად მოგვცა ღმერთმა ჩვენი ოცნების ასასრულებლად ფუჭად დაკარგულია. უფრო ხშირ შემთხვევაში კი ჩვენ გვიან ვიწყებთ მოქმედებას და როდესაც არ გამოგვდის ყველაფერს უიღბლობას ვაბრალებთ. მაგრამ ჩვენ მაინც ხომ ვიცით,რომ ეს ასე არაა?
მარტო ოცნება
ყველა ოცნებას თანამოზიარე სჭირდება. უცილებელია არ დავმალოთ იგი და ხმამაღლა მთელი ხმით ვიყვიროთ,რომ ესაა ჩვენი ოცნება, რომ ჩვენ მას აუცილებლად მივაღწევთ და რომ არავითარ ძალას არ შეუძლია ხელი შეგვიშალოს და შეგვაჩეროს !!! ეს ყველამ უნდა იცოდეს,რადგან უკან დასახევი გზაც აღარ გექნება. მაშინ ხომ ყველა გაიგებს,რომ შენს მიზანს ვერ მიაღწიე?! ამასთან ოცნებების სხვისთვის გაზიარება,ხელს გვიწყობს ,რომ იმ სხვამ სტიმული და რჩევები მოგვცეს და მხარში ამოგვიდგეს. მაშინ ხომ მარტოხელა მეოცნებე აღარ იქნები?
“შენ შეიძლება მითხრა,რომ მე მეოცნებე ვარ ,
მაგრამ მე არ ვარ ერთადერთი.
ვიმედოვნებ,რომ ერთ დღეს შენც შემოგვიერთდები
და სამყაროც ისე იცხოვრებს, როგორც ერთი არსება“
ჯონ ლენონი(იმეიჯინ)
და ბოლოს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს :
ოცნების მეტისმეტად, ფანატიკურად შეყვარება
რაც უფრო შორს ხარ,მით უფრო ვტკბები,
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი როგორც ედემი…
გალაკტიონ ტაბიძე
ჩვენ აუცილებლად ძალიან უნდა გვიყვარდეს ჩვენი ოცნება,მაგრამ მარტო ოცნება კი არ უნდა გვიყვარდეს,არამედ მისი ობიექტი უფრო მეტად უნდა შევიყვაროთ. არ უნდა გვქონდეს იმის შეგრძნება,რომ თუ მას ავისრულებთ აღარაფერი დაგვრჩება იმისათვის,რომ ცხოვრება გავაგრძელოთ. არავითარ შემთხვევაში უნდა გვქონდეს ამის შიში, რადგან ოცნებები არასოდეს გვტოვებენ მარტო…
ოდესმე თუ გიფიქრია ცხოვრებაში რამდენი ოცნება გქონდა და აქედან რამდენი არ აიხდენე? 
გაზიარება:

ჟურნალი "ოთხი მოტივის" პროექტის ავტორი, დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply