„რა? სად? როდის?“ ჩემთვის და ბევრი ჩემი მეგობრისთვის ჰობი აღარ არის, ეს უკვე ცხოვრების სტილია, რეჟიმი. ეს არის ჩვენი სამყარო.“ – ინტერვიუ კახა მაჩიტიძესთან

0

როდესაც სარკისებრ მაგიდასთან ზის და მაყურებლის კითხავს პასუხობს, ადრენალინის მოზღვავებას გრძნობს. გუნდის გამარჯვების შემთხვევაში კი ძალიან დიდ სიხარულს განიცდის. სწორ პასუხებს კი ძირითადად ინტუიციით არჩევს და აღნიშნავს, რომ ეს საკმაოდ ძნელია.

რა? სად? როდის?“ ბავშობის ოცნებაა, რომელიც აიხდინა. ამისთვის კი ჯერ სკოლაში იყო ბეჯითი მოსწავლე, შემდეგ ჭადრაკის თამაში დათმო. ფიქრობს, რომ წარმატების მისაღწევად საჭიროა ყოველდღე რაც შეიძლება მეტი გაიგო, წაიკითხო, ისწავლო. ძალიან დიდი შრომაა საჭირო, ენერგია და სიბეჯითე.

უყვარს წიგნების კითხვა, იტალია და ყველაფერი იტალიური. ბავშვობიდან დღემდე ანუ ჯანი როდარიდან სტივენ კინგამდე ბევრი წიგნი აქვს წაკითხული, თუმცა განსაკუთრებული ემოციებით, მაინც დოჩანაშვლის „სამოსელ პირველს“ იხსენებს.

ჩემი რესპონდენტი გუნდ კოზა ნოსტრას კაპიტანი და იმერეთის კლუბის თავჯდომარე კახა მაჩიტიძეა

როდის და როგორ მოხვდით კლუბ „რა? სად? როდის?“–ში?

რა? სად? როდის?–ში 1996 წლიდან ვთამაშობ. მაშინ, ჯერ კიდევ მოსწავლე ვიყავი. თავიდან იყო ბრეინრინგი, რომელიც ქალაქში ჩატარდა და შერჩა რამდენიმე ბავშვი. სწორედ ბრეინრინგით ორჯერ გავხდით ქალაქის ჩემპიონი და მას შემდეგ სისტემატიურად ვთამაშობთ.

როგორც კაპიტანი, რა სტრატეგიით არჩევთ გუნდში სწორ პასუხებს? რამდენად რთულია ეს?

საკმაოდ რთულია. ალბათ, საბოლოო ჯამში ინტუიციით უნდა არჩევა. თუ კი არის ისეთი შეკითხვა, რომლის შესახებაც გაქვს რაიმე გაგებული, იმ ვერსიას უფრო მხარს დაუჭერ, მაგრამ ძირითადად, არის ორი–სამი თანაბარი ვერსია, რომელსაც ვერ ფილტრავ ვერანაირად, არაფერი არ გამორიცხავს ამ ვერსიებს და ფაქტიურად უნდა არჩიო 50/50–ზე. აქ უკვე სუფთა ინტუიციის ამბავი ერთვება. ამ შემთხვევაში საკმაოდ ძნელია.

რა განცდებია, როგორი ემოციებია, როცა სარკისებრ მაგიდასთან ზიხართ და მაყურებლი კითხვას პასუხობთ?

ამ დროს მთელი ემოციები იხარჯება და გამოიყოფა ადრენალინის საოცარი რაოდენობა. მახსოვს, ბავშვობაში რუსულ თამაშებს ვუყურებდი და ვოცნებობდი, რომ ოდესმე მეც მათ მსგავსად მეთამაშა. ეს ოცნება განვახორციელე, უკვე მეც იმას განვიცდი მაგიდასთან, რასაც განვიცდიდი ტელეეკრანთან ჯდომისას. მაშინ როგორც ტელემაყურებელი ვგულშემატკივრობდი მოთამაშეებს და ახლა ჩემს თავსაც ვგულშემატკივრობ და ჩემი გუნდის წევრებსაც, მოთამაშეებსაც. თამაში ძალიან დიდი სიამოვნებაა, რომლის დროსაც ალბათ რამდენიმე ათასობით კალრიას ვწვათ.

აღგვიწერეთ როგორია გამარჯვებულის ემოცია?

– რთულია მთელი სიზუსტით გადმოვცე ის, თუ რას განვიცდი ასეთ შემთხვევაში. მოზღვავებულ ემოციას ეიფორიაში გადაჰყავხარ და შეიძლება ეთი სისულელე წამოიძახო ა გააკეთო, რომ მერე თავად გაგიკვირდეს. წამოძახილი Yes და ფეხზე წამოხტომა – ეს ალბათ სიხარულის ყველაზე უნივერსალური გამოხატულებაა და როგორც ვიხსენებ, ყველაზე ხშირად სწორედ ასე ვიქცევი ხოლმე.

მოგვიყევით თქვენი ბავშვობის შესახებ

სკოლის პერიოდში ვიყავი საკმაოდ წარჩინებული, ე.წ. „ხუთოსანი“ მოსწავლე. ასევე ვიყავი მოჭადრაკე, ვარ სპორტის ოსტატობის კანდიდატი. სპორტის ეს სახეობით იმდენად სერიოზულად ვიყავი დაკავებული, რომ მის გამო სკოლ ხშირად გაცდენა მიწევდა. მიხდებოდა სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონალურ ტურნირებში მონაწილება, შესაბამისად კი ბევრი მოგზაურობაც. ჭადრაკს ვთამაშობდი საკმაოდ დიდი ხანი. მოგვიანებით შემეცვალა მიზნები და სხვა კუთხით გავაგრძელე მოღვაწეობა. მიუხედავად ჩემი „ხუთოსნობისა“, სკოლის პერიოდში მეგობრებთან ერთად ბევრი რამ გამიფუჭებია. თუ განხორციელებაში ჩემი ხელი არ ერია, იდეის მიწოდებაში მაინც ვიყავი გარეული, რის გამოც მუდმივად „მშრალი“ და დაუსჯელი გამოვდიოდი სიტუაციებიდან.

ჭადრაკში რამე მიღწევები თუ გაქვთ?

ქალაქის ჩემპიონი გავხდი რამდენჯერმე, ასევე იმერეთის ჩემპიონიც. საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის მედალი მაქვს აღებული. იმ პერიოდისთვის ნორმალური წარმატებები მქონდა. ჩემმა მოჭადრაკე მეგობრებმა, ვინც სპორტი ცხოვრების მიზნად იქცია, დიდ წარმატებებს მიაღწიეს, მე კი რა? სად? როდი? ვარჩიე.

რატომ აირჩიეთ პროფესია საერთაშორისო ურთიერთობები და სამართალ მცოდნეობა?

მომწონდა რატომღაც ბავშვობიდან დიპლომატია, დიპლომატიური კავშირების დამყარება. თავად მეც, ხასიათიდან გამომდინარე მაქვს კომუნიკაციის, შეთანხმებებისა და მოლაპარაკებების წარმოების საკმაოდ კარგი უნარები. ამ პროფესიაში ისიც იყო მომხიბვლელი, რომ მას თან ახლავს მოგზაურობები, სხვადასხვა ქვეყნებისა და კულტურების გაცნობა, ახალი გარემოებებისა და ადამიანების გაცნობა, დაახლოება.

 თუმცა უკვე გარკვეული პერიოდია, რაც ამ პროფესიით არ ვმუშაობ. ამჯერად მეორადი პროფესიით ვარ დაკავებული.

და რა პროფესიით მუშაობთ?

– ვარ ფიანსური მენეჯერი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გავიარე კურსები სგადასახადო დეპარტამენტში. ჩავაბარე გამოცდა, გადავლახე გასაუბრების საფეხური, დავესწარი ტრენინგებ და დავიწყე საგადასახადო ინსპექციაში მუშაობა, რომელიც მოგვიანებით შემოსავლეის სამსახურად გადაკეთდა და რამდენიმე წელი ვმუშაობდი შემოსავლების სამსახურში. ამჟამად მერიის თვითმართველობის 100%–იანი წილის მქონე, დასუფთავების კომპანიაში ვარ ფინანსური მენეჯერი, შესყიდვების კოორდინატორი.

როგორ მიაღწიეთ წარმატებას? თქვენი აზრით რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად?

რამე, სპციფიკური ფორმულა არა მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი არის საკუთარ თავზე სისტემატიურად მუშაობა. რაც შეიძლება მეტი უნდა გაიგო, წაიკითხო, ისწავლო ყოველდღიურად. რა თქმა უნდა, ადამიანები ვართ და ყველას გვაწუხებს სიზარმაცე, დაღლილობა და ა.შ. თუმცა, მგონია, რომ თუ რამე მთელი გულით გინდა, აუცილებლად უნდა გამოიმუშავო ნებისყოფა, უნდა აჯობო საკუთარ თავსაც კი. გარდა ამისა, წარმატება არა მხოლოდ ცოდნას, არამედ საქმეში შრომასა და სიბეჯითესაც მოაქვს. არის შემთხვევები, როდესაც ბევრი ნიჭიერი და განათლებული ადამიანი ვერ არი წარმატებული, ამ შემთხვევაში გამართლების ამბავია.

რომელი მწერალი მოგწონთ? ან პერსონაჟი?

ძალიან ბევრი მწერალი მომწონს, მაგალითად ქართველებიდან დოჩანაშვილი, რობაქიძე, ჯავახიშვილი, ლორთქიფანიძე. უცხოელებიდან მარკესი, ჯანი როდარი, ეს ბავშვობიდან მომყვება, თან იტალია მიყვარს ზოგადად და ყველაფერი იტალიური თავისთავად. ფეხბურთს აქტიურად ვუყურებ და ტურინის იუვენტუსის დიდი გულშემატკივარი ვარ. ამ ბოლო დროს ძალიან გამიტაცა სტივენ კინგმა. ამოვიჩემე და მისი შემოქმედებიდან თითქმის ყველაფერი წავიკითხე. მაგალითად, ბოლოს წავიკითხე მისი „მობილური“. სხვათა შორის, ამ ნაწარმოების მიხედვით ფილმსაც იღებენ, რომლის პრემიერა 2016 წელს იგეგმება.

რომელ ნაწარმოებს ურჩევდით მკითხველს, რომ წაეკითხა? რომელმა მოახდინა თქვენზე დიდი შთაბეჭდილება?

ყველაფერს ვურჩევდი წაეკითხა. თავიდან მქონდა რაღაც სპექტრი, რომ რაღაცები არ მომწონდ, ძირითადად მხატვრული ლიტერატურა, რაღაც ჟანრები არ იყო ჩემეული, ფანტასტიკა, ფენტეზი. ამ ბოლო დროს დავიწყე და ყველაფერს ვკითხულობ, რაც ჩამივარდება ხელთ,ფანსტასტიკა ინება, ფენტეზი თუ მხატვრული. იდი შთაბეჭდილება მოახდინა დოჩანაშვილის სამოსელმა პირველმა. „აი, რომ დაგბურძგლავს მაჯიდან იდაყვამდე“ როგრც თვითონ იძახის ვასიკო კეჟერაძე, მის ერთ–ერთ ნაწარმოებში. სტივენ კინგიც უკვე ძალიან შემიყვარდა, მინდა რომ დავუკავშიდე და იდეები გავცვალოთ.

გაქვთ თუ არა თავისუფალი დრო და როგორ იყენებთ ამ დროს?

თავისუფალი დრო ბევრი არ მაქვს. მყავს მეუღლე და ორი შვილი: 3 წლის ლუკა და, 1 წლის დანიელი. სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს ძირითადად თავისუფალი დრო არ მაქვს. გარდა ამისა, სრულ ოკუპაციაში აქვთ კომპიუტერი და მობილურ. შესაბამისად, თავისუფალ დროს, როგორც წესი, ანკესით დავდევ ხოლმე და როგორც კი გამომიჩნდება, მომენტალურად ვიყენებ. მანქანაში მუდმივად მიწყვია წიგნები, რომლებიც სწორედ ასეთი სიტუაციებისთვის მაქვს გათვლილი. უმეტესწილად, ჩემი თავისუფალი დრო ისევ რა? სად? როდის?–ზე იხარჯება. ყოველ კვირა ვატარებთ თამაშებს ქუთაისში. კლუბის ხელმძღვანელი ვარ, იმერეთის კლუბის თავმჯდომარე. ხშირად ვმართავთ სხვადასხვა სახის თამაშებ. ჩვეულებრივ, კვირაში ერთი დღე გვაქვს დათმობილი გუნდის ვარჯიშისთვის. კვირაში ორი დღე თამაშისთვის გვაქვს გამოყოფილი და ხოლო დარჩენილი 5 დღე ამ თამაშებისთვის ვემზადები. ალბათ ხვდებით, რომ ეს თამაში ჩემთვის და ბერი ჩემ მეგობრისთვის ჰობი აღარ არი, ეს უკვე ცხოვრების სტილი, რეჟიმი. ეს არის ჩვენი სამყარო. დანარჩენი თავისუფალი დრო კი ეთმობა მეუღლეს და ბავშვებს.

გმადლობთ, საინტერესო საუბრისთვის!

ესაუბრა ნინო ოთარაშვილი

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply