„რა მსურს მე სინამდვილეში“

2

ძველ საბჭოთა ფილმში „კურიერი“ , ქალიშვილმა გადაწყვიტა თავის დაბადების დღეზე მოწვეული ახლობლები და სტუმრები გულახდილობით გაეოგნებინა და აღიარა, თუ რა სურს ცხოვრებაში ყველაზე მეტად. — ვოცნებობ ვიყო ყველაზე ლამაზი, მამაკაცები ჩემზე გიჟდებოდნენ, მე კი ყველა მძულდეს! -გამოაცხადა მან. — კიდევ მინდა ლამაზი სპორტული მანქანა, გრძელი ალისფერი შარფი, მანქანის გვერდითა სავარძელზე მაგნიტოფონი და პატარა თეთრი ძაღლი…

უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა ნორმებით ეს სუპერპატაჟური აღიარება გახლდათ და თანაც საზოგადოების წინაშე. იმ დროს საბჭოთა ნათელ იდეალებზე და მთელ მსოფლიო მშვიდობისათვის ბრძოლაზე ოცნება იყო მიღებული. დღეს ამ სახის აღიარება ტრენდის , მეინსტრიმის და — გოგონას ზომიერების მაჩვენებელია , რომლის ფანტაზიაც ცხოვრებისეული ცხოვრებისეული ზედაპირული მიღწევების ნორმებს არ სცდება. მაგრამ აქ სხვა რამ არის მთავარი. საქმე იმაშია, რომ მარკერი- „ რა მსურს ცხოვრებასი ყველაზე მეტად“ ასევე ჩვენ რწმენასაც განსაზღვრავს . რწმენა იმისა, რომ რაღაც — ჩვენთვის სანატრელი რაღაც, უმაღლესი კეთილდღეობის აღმნიშვნელია. რომლისკენაც უნდა მთელი გულით ისწრაფვოდე, რომლის გამოც შეიძლება დაითმინო გაჭირვება და (რომლის გამოც) მსხვერპლიც უნდა გაიღო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი უკიდურესესი (ზღვრული) სურვილი ჩვენ ჭეშმარიტი რწმენის განმსაზღვრელია და ამასთან ერთად ღმერთის, რომლისაც გვწამს და რომლისკენაც ვისწრაფით. ტყუილად არ უთქვამს გარკვეული კატეგორიის ადამიანებზე მოციქულს რომელთა ბოლო წარწყმედაა, ღმერთი — მუცელი, დიდება კი — სირცხვილი, რადგანაც მიწიერზე ფიქრობენ (ფილ. 3:19) რუსი ფილოსოფოსი ივანე ილინი ამას ასე განმარტავდა: „ რომ შეგვეძლოს ერთდროულად ყველა ადამიანის გულის იდუმალი სინათლის სხივით განსჭვალვა ისე , რომ განხვადდეს მათი ცხოვრების მთავარი ფასეულობა, ( რომელიც მათ რწმენას წარმოადგენს) ალბათ შევწრწუნდებოდით“ რადგან აღმოჩნდებოდა, რომ ადამიანების უმრავლესობას სწამს იმის , რაც არა მარტო კეთილდღეობას და გადარჩენას არ ჰპირდება, არამედ რასაც პირდაპირი დაღუპვისაკენ მიყავს“. და აი რა ვიფიქრე, კარგი იქნებოდა ყველა ქრისტიანს ამ პრინციპით თავის თავისათვის ტესტირება ჩაეტარებინა- „ რა მსურს ცხოვრებაში ყველაზე მეტად“ და განესაზღვრა შეესაბამება თუ არა სურვილი ქრისტიანულ წარმოდგენას კეთილდღეობაზე და რამდენად წაგვადგება სულის გადარჩენაში. მაგრამ ეს პატიოსნად უნდა გავაკეთოდ, არა საზოგადოების, არამედ საკუთარი თავისთვის. თუნდაც იმისთვის რომ ვიცოდეთ- რა არის ჩვენთვის ცხოვრებაში მთავარი. მე მოვსინჯე და მივხვდი, მაგრამ მას- არ ვიტყვი. უფრო სწორად ვიტყვი, მაგრამ მერე აღსარებაზე ჩემს მოძღვართან.

ავტორი: ალექსანდრე ტკაჩენკო; წყარო: faith.ge

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...