რა გამოძრავებთ: ოთხი უდიდესი არამატერიალური მოტივატორი

0

ყველა ადამიანისთვის განსხვავებული მამოძრავებელი ძალა არსებობს. თითოეულ ჩვენგანს აქვს საკუთარი „ფაქიზი სიმები“ და თუ სულიერ ძიებაში იმყოფებით, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ შეეცდებით შეადგინოთ თქვენი შემაგულიანებელი მოტივების ნუსხა.

გარდა ფინანსური მიზნებისა, არსებობს კიდევ ოთხი განსხვავებული არამატერიალური მოტივატორი.

ამათგან პირველი არის აღიარება. ამის ბევრი მაგალითი არსებობს. ცნობილი კომპანიების ხელმძღვანელებმა და მენეჯერებმა ბევრი ისეთი ადამიანი იციან, რომლებიც აღიარების მოსაპოვებლად უფრო მეტს გააკეთებენ, ვიდრე მატერიალური ჯილდოს მისაღებად.

ამიტომ არის, რომ წარმატებული ორგანიზაციები უდიდეს ძალას ხარჯავენ, რომ თავისი თანამშრომლების თუნდაც მცირე მიღწევაც კი, არ დატოვონ უყურადღებოდ. ამ სამყაროში ადამიანებს ხშირად გვაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ჩვენი ბედი მაინცდამაინც არავის აღელვებს, დიდად არავინ ზრუნავს ამაზე. აღიარება მათი ღირსების დასტურია, ეს ნიშნავს, რომ მათი პიროვნება არ რჩება უყურადღებოდ. ის ვინც კარგად ერკვევა ადამიანის ბუნებაში ხშირად აღიარებს სხვის განსაკუთრებულობას.

დარწმუნებული ვარ, რომ რაც უფრო მეტი კომპანია დაუთმობს მეტ ყურადღებას თანამშრომელთა აღიარებას და ეს იქნება განურჩევლად ყველა თანამშრომლის მიმართ, ასეთ კომპანიაში გარდაუვალია შრომის ნაყოფიერების ამაღლება.

მეორე მოტივატორი წახალისება, ემოციური სტიმულებია. ეს ბევრს ნიშნავს იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ადამიანისთვის, ვისაც ძალიან მოსწონს თავი გამარჯვებულად იგრძნოს. მე მყავს რამოდენიმე მეგობარი, რომლებიც მილიონერები არიან, მიუხედავად ამისა, დღე-ღამეში 12-14 საათს მუშაობენ, არა იმიტომ, რომ ფული სჭირდებათ, არამედ იმის გამო, რომ მათთვის აუცილებელია სიხარულის, კმაყოფილებისა და სიამოვნების განცდა. ამას კი მხოლოდ გამარჯვება იძლევა.

ერთხელ, ჩვეულებრივ, ჩემს მიერ ჩატარებული სემინარის ბოლოს, უცხო ადამიანმა მითხრა: „მილიონი რომ მქონდეს, ცხოვრებაში ერთი დღეც არ ვიმუშავებდიო.“ მაშინ დავფიქრდი და მივხვდი, თუ რატომ არ აძლევს უფალი ასეთ ადამიანებს ამდენ ფულს..

მესამე მოტივატორი ოჯახია. არიან ადამიანები, რომლებიც საყვარელი ადამიანისთვის თავსაც გასწირავენ.
მაგალითად, ერთხელ შემხვდა კაცი, რომელმაც მითხრა: „მისტერ რონ, ჩემმა ოჯახმა და მეც გადავწვიტეთ ვიმოგზაუროთ დედამიწის გარშემო. ეს გეგმა რომ განვახორციელოთ, 250 000 დოლარი უნდა ვიშოვნოთ.“
წარმოუდგენელია! ნუთუ ასე უყვარს ამ კაცს თავისი ოჯახი, რომ მათთან ერთად სამოგზაუროდ ამდენი ფულის შოვნა და გაღება არ ენანება? ბედნიერებაა, როცა ადამიანს ასეთი ძლიერი სიყვარული შეუძლია.

ქველმოქმედება, – ადამიანის სურვილი, სხვას გაუნაწილოს თავისი სიმდიდრე, ეს მეოთხე დიდი მოტივატორია.

როდესაც მილიარდერი, ფოლადის მაგნატი ენდრიუ კარნეგი გარდაიცვალა, მისი საწერი მაგიდის უჯრაში იპოვნეს დღიური, სადაც ეწერა: „ვაპირებ, ჩემი ცხოვრების ნახევარი, ფულის დაგროვებას მოვანდომო, მეორე ნახევარი კი – მის დარიგებას.“

კარნეგი იმდენად აღფრთოვანებული იყო ამ მიზნით, რომ მართლაც დააგროვა 450 მილიონი ამერიკული დოლარი და სიცოცხლის ბოლო ხანებში უდიდესი სიხარულით არიგებდა.

ჯიმ რონი

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply