მარკუს ავრელიუსი: “რა არის ბედნიერება?”

0

იყავი  კლდოვანი კონცხი, რომელსაც მძინვარედ აწყდებიან ბობოქარი ტალღები. ის კი დგას მშვიდად, ქედშეუხრელად და მის გარშემო თანდათანობით ცხრება მრისხანე ტალღათა მძინვარება.

“ეს რა შემემთხვა მე უბედურსო”, – ნუ იტყვი ამას, არამედ სთქვი:

„ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ, რადგან ეს შემემთხვა და მაინც არ ვეძლევი მწუხარებას და სასოწარკვეთას, ქედს არ ვუხრი აწმყოს და არ ვუფრთხი მომავალს“.

მართლაც, ეს შეიძლება ყველას შემთხვეოდა, მაგრამ განა ყველა შეინარჩუნებდა სულის სიმშვიდეს? და რატომ თვლი თავს უბედურად და ცდილობ გაექცე ბედნიერებას? განა ადამიანისათვის უბედურებაა ის, რაც მიზნის მიღწევაში ხელს არ უშლის და არ ეწინააღმდეგება ადამიანური ბუნების კეთილშობილურ ზრახვებს?

განა შენ რაც შეგემთხვა ხელს შეგიშლის იმაში, რომ იყო სამართლიანი, სურგძელი, ზომიერი, გონიერი, წინდახედული, წრფელი, თავმდაბალი და თავისუფალი,მოკლედ, ყველა იმ სიქველით შემოსილი, რომელთა ერთობლიობა განსაზღვრავს და თავის ჭეშმარიტ სახეს ანიჭებს ადამიანსა და პიროვნებას?

და ამას იქით, ყოველთვის, როდესაც ცუდი რამ შეგემთხვევა, შთააგონე შენს თავს:”ეს შემთხვევა კი არ არის ჩემი უბედურების წყარო, პირიქით, მისი ღირსეულად დათმენის უნარია ბედნიერება…“.

ავტორი: მარკუს ავრელიუსი ; თარგმანი:4motivi.com

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply