რაც ხდება და არ გვკლავს, ყველაფერს უკეთესობისკენ მივყავართ

0

სიცოცხლესა და სიკვდილს შორის არის ცხოვრება, რომელიც გადამწყვეტია: დატოვებ თუ არა  შენს კვალს და როგორ კვალს დატოვებ? რა სიკეთეს მოუტან შენს გარემოცვასა და კაცობრიობას? მაგრამ პირველ რიგში, თუ შეძლებ გააბედნიერო ერთი ადამიანი – საკუთარი თავი. საჭიროა, ჯერ შენ უნდა იპოვნო ამ ბედნიერების კვანძი შენს გულში და  მის გაცემას მხოლოდ მაშინ შეძლებ. და აი “თუ” ეს გამოგივიდა, მაშინ მაგარიააა– ალბათ ეს პირველად არ გსმენია, თუმცა როგორ უნდა იპოვნო?

იყო პერიოდი, როდესაც ჩემს უახლოეს და უძვირფასეს ადამიანს ვუფრთხილდებოდი და ყველანაირად ვუქმნიდი პირობას, რომ ბედნიერად ყოფილიყო – ჩემთვის საკმარისი იყო, რომ მას ჩემს გვერდით ბედნიერად ეგრძნო თავი… ზედმეტი მომივიდა 🙂 მოთხოვნით არაფერს ვითხოვდი,  მაგრამ მას ჩვევაში გადაეზარდა  და კიდევ უფრო მეტს ითხოვდა მისი ბედნიერების შენარჩუნება. საბოლოოდ მე გავტყდი –ამის აღიარება დღეს არ მიჭირს, არადა  წლების წინ  საერთოდ ვერ დავინახე, რომ  სხვისი გაბედნიერების გზად და კვალად ჩემი ბედნიერება და სულიერი სიმშვიდე დავკარგე. როგორი უანგარო და ნათელიც არ უნდა იყოს შენი განზრახვა, მოეშვი უკიდურესობებს, მსხვერპლთშეწირვებს, მიჯაჭვულობას, … რაც არ გაქვს, ვერ გასცემ, ჰოდა ნუ დაიცლები.

ბედნიერება იქ არის, რაც უკვე გაქვს, თუნდაც ეს ცოტა იყოს.

ბედნიერება სულიერ სიმშვიდეშია, როდესაც სირთულეები, მხოლოდ  დამღლელი ყოველდღიურობის  გასატეხია და არა ამოუხსნელი თავსატეხი, როდესაც ყველას გონია, რომ წაიქეცი, შენ კი დგები და სხვასაც ფეხზე აყენებ… როდესაც აღმაფრენას გრძნობ საყვარელი ადამიანების თვალებში დანახული სიყვარულის, სიხარულის და ნდობისაგან იმიტომ, რომ  შენ დაგინახეს. ეს თვალების წყვილი, პირველ რიგში, სარკეში ჩახედვისას უნდა გიმზერდეს საპასუხოდ. თუ შენს გარშემო ასეთი თვალები არაა, შესაბამისად შენ ვერ ხედავ შენივე დამოკიდებულების გამო.

ჩემო კარგო, წარსულის ის მტკივნეული მონაკვეთი, რომელმაც შეიძლება შენს მომავალზეც იქონიოს გავლენა, არის ის გაკვეთილი, რომლიდანაც დასკვნა უნდა გამოიტანო, რათა მომავალში წარსულის იარები ღირსების, სიძლიერის და სიბრძნის ნიშნად გარდაქმნა.

ყველაფერს, რაც ხდება და არ გვკლავს, უკეთესობისკენ მივყავართ, თუკი სული, გული და აზროვნება ღიაა კარგის დასანახად და მისაღებად.

გაზიარება:

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply