რატომ ჭირდება ბავშვს მშობლები და არა მეგობრები

0

ჯერ კიდევ 30 წლის წინ, პროგრესულმა დედებმა ჩათვალეს საჭიროდ, რომ საკუთარი შვილების საუკეთესო მეგობრები გამხდარიყვნენ. დღეს კი ამ ეპიდემიამ უდიდეს მაშტაბებს მიაღწია. ზოგიერთები უკვე ამაყობენ მიღწეული შედეგით: ,,მე ჩემი შვილისთვის საუკეთესო მეგობარი ვარ! ის მე ყველა საიდუმლოს მანდობს . ვფიქრობ და ვერ გამიგია! რა მომენტში გადაწყვიტეს მშობლებმა, რომ მათ შვილებს მეგობარი ჭირდება და არა მშობელი დედ-მამა. მე ამ ყველაფერში 3 ტენდენციას ვხედავ.

1. უპასუხისმგებლობა

ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ თანამედროვე მსოფლიოში, შვილების აღზრდის ავტორიტარული რეჟიმი უბრალოდ არ მუშაობს, ამიტომაც მშობლები ცდილობენ ახალი მეთოდების გამოგონებას. მათ ვერ წარმოუდგენიათ, თუ როგორ იყვნენ მშობლები ისე, რომ არ მოახდინონ ზეწოლა შვილებზე, არ დაამცირონ ისინი და პატივი სცენ მათ შეხედულებებს და გადაწყვეტილებებს. თავიანთ დამოკიდებულებას შვილებთან ისინი ,,მეგობრობას’’ არქმევენ. მაგრამ ხშირად ხდება, რომ ე.წ მეგობრის როლში მეტისმეტად ღრმად იჭრებიან, რაც საკმაოდ საშიშია.

ადრე მშობლები შვილებზე გადამეტებულ ზეწოლას ახდენდნენ არ ცდილობდნენ მათ გაგებას, დღეს ისინი სულ სხვა უკიდურესობაში არიან გადავარდნილი: მაქსიმალურად ცდილობენ გაუგონ შვილებს, ჩაძვრნენ მათ ტყავში, მაგრამ ვერ ახერხებენ ამ ყოველივეს ჩარჩოში ჩასმას, ოქროსშუალედის პოვნას, მათ არ შესწევთ უნარი იყვნენ ძლიერი და გავლენიანი ,,დიდები“.

ჩვეულებრისამებრ კი ასეთ ყოვლისმიმტევებელ და ყოვლისგამგებ მეგობრობას, იქამდე მიჰყავს დედები, რომ ისინი მეგობრებთან და ფსიქოლოგებთან თვალცრემლიანი მოთქვამენ იმაზე, თუ როგორ შეურაცყოფს მას მისი 3 წლის პატარა და როგორ გზავნის ჯანდაბაში პირველკასელი შვილი.

ეს ყველაფერი, მე პირადად მაქვს გამოვლილი. დიდი ხნის მანძილზე გულწრფელად არ მესმოდა და ვერ ვხსნიდი, თუ რატომ იქცეოდა ჩემი შვილი გამხეცებული ურჩხულივით, მაშინ როცა ის სიყვარულით სავსე გარემოში იზრდებოდა, ჩემი გათვლებით მას, ჩემი თავაზიანობა და დელიკატურობა უნდა შეეთვისებინა. ის კი გიჟივით იქცეუდა და საბავშო ბაღის აღმზრდელსაც, რომელიც მას საკუთარი ტანსაცმლის თაროზე სწორად დალაგებას ასწავლიდა, შეურაცყოფას აყენებდა. ბავშვს ცემა კი არა, არამედ ავტორიტეტული ადამიანისგან სწორი ორიენტირის ჩვენება ჭირდებოდა.

დღეს ძალიან პოპულარულია ტრენინგ კურსები სადაც მშობლებს, შვილებთან ურთიერთობას ასწავლიან. ასწავლიან, როგორ იყვნენ მშობლები ზრდასრულები, თქვენ მშობლები ხართ და ეს თქვენი მოვალეობაა, თუ როგორ აიყოლიონ შვილები და არა პირიქით აყვნენ მათ.

2. სასოწარკვეთილი ინფანტილურობა

მეორე მიზეზი პირველისგან გამომდინარეობს. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ პირველ შემთხვევაში: ადამიანებს არ ძალუძთ იყვნენ ,,დიდები“ და ამავდროულად არ შეუძლიათ დიქტატურის გარეშე. მეორე შემთხვევაში კი მათ გააზრებულად არ სურთ იყვნენ ,,დიდები“. დღეს კედებს, ჯინსებს, და წარწერებიან მაისურებს 3 წლის ბავშვი, მისი მამა და ბაბუაც კი ერთნაირად ატარებს. მაგრამ დალახვროს ეშმაკმა: მე ენა არ მიბრუნდება მათ ბაბუა დავუძახო. ალბათ ბავშვებიც ესე არიან. ამიტომაც პოულობენ ისინი საერთოს, მეგობრობენ შვილებთან და შვილისვილებთან. თანასწორად! მხიარულად! დემოკრატიულად! უსაზღვროდ!

ასეთ პირობებში ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ბავშვი გახსნილ, თავისუფლებისმოყვარე და თვითმოყვარე პიროვნებად ჩამოყალიბდეს. უმეტესად ჰიპერაქტიულ პიროვნებას ვღებულობთ, რომელიც ცდილობს გარშემო ყველა და ყველაფერი აკონტროლოს იმიტომ რომ მათი სათაყვანებელი მშობლები ვერ ახერხებენ ამას.

მე მყავდა კოლეგა რომელსაც 11 წლის შვილი შემდეგი სახის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა: საჭმელი ჩანთაში გიდევს, ლანჩზე გააცხელე და არ დაგავიწყდეს, რომ დღეს მშობელთა კრებაზე უნდა მოხვიდე“. ის სერიოზულ ლიცეუმში აპირებდა სწავლის გაგრძელებას და ეშინოდა, რომ დედას დირექტორთან გასაუბრებაზე მისვლა არ დავიწყებოდა. კოლეგებს უკვირდათ, და ვერ გაეგოთ, თუ როგორ მოახერხა ქარაფშუტა ქალმა, ასეთი სერიოზული და პასუხისმგებლობით აღსავსე შვილის აღზრდა? სწორედ იმიტომ, რომ მისი დედა ქარაფშუტა იყო და შვილს მისი იმედი არ ქონდა, ბავშვს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჰქონდა აღებული.

ამ ყველაფერთან ერთად პატა ბიჭს, ალერგია ჰქონდა თითქმის ყველაფერზე, აწუხებდა ასთმა და ასევე ჰქონდა ეპილეფსიის მსგავსი შეტევები. დედა დიდი ხნის მანძილზე ატარებდა მას ექიმებთან, მაგრამ ავადმყოფობის მიზეზს ვერ იგებდნენ. ბოლოს კი გამოცდილ ნერვოლოგთან მოხვდნენ და აღმოჩნდა, რომ ყველაფრის მიზეზი ფსიქოსომატიკაში იყო: ქალი დედად მხოლოდ იმ დროს გადაიქცეოდა ხოლმე, როცა ბავშვს შეტევები ქონდა და იატაკზე მოკუნჩხული ეგდო. მხოლოდ ამ მომენტებში ზრუნავდა დედა მასზე და ავლენდა შვილის მიმართ დედობრივ მზრუნველობას. ამიტომაც ბავშვი ფსიქოლოგიური და შინაგანი რეფლექსებით , ქმნიდა ისეთ სიტუაციას, სადაც ის დედის სითბოთი და მზრუნველობით ტკბებოდა.

3. სად გადის გულახდილობის საზღვარი ?

ყველა ზემოთმოცემული ისტორიები შედგებოდა ახლი ფაქტორებისაგან, რომლებიც წინა თაობებში პრაქტიკულად არ ფიგურირებდა. ხოლო ბავშვებთან მეგობრობის მიზეზი, რომელზეც ეხლა ვისეუბრებ, ჩვენი მშობლების თაობაშიც პოპულარული იყო და დღესაც არც ისე იშვიათად გვხვდება.

ჩვეულებრივ როგორ წარმოუდგენიათ ,,შვილებთან მეგობრობა“ იმ მშობლებს, რომლებიც, ამ თეორიის პროპაგანდით არიან დაკავებული? შვილი მიდის მშობელთან და ძალიან თავისუფლად და გულწრფელად უმხელს მის ყველაზე დიდ საიდუმლოს, მშობელი კი მას არ განიკითხავს და გააზრებულად, თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე აძლევს საჭირო რჩევა-დარიგებას. ბავშვი კი სუნთქვაშეკრული უსმენს და აღფრთოვანებული ხელებს აცეცებს.

მაგრამ ეს მეგობრობა თანასწორუფლებიანი უნდა იყოს . შვილები ასევე მოითხოვენ, რომ მათთან მშობლებიცი ისევე მივიდნენ, გაუმხილონ საიდუმლო, მიიღონ მათგან რჩევები და გაუზიარონ თავიანთი ცრემლები.

და მე სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ბავშვს ეს ყველაფერი ჭირდება. განა ჩვენ გვინდოდა, რომ ჩვენს მშობლებს ყველა ჩვენი საიდუმლო ცოდნოდათ და ჩვენც გვსურდა მათზე ყველაფრის ცოდნა? ჩემი მშობლებმი მეგობრობდნენ ჩემთან. მათი ჩემდამი დამოკიდებულება გულწრფელი იყო. ისინი მიზიარებდნენ ყველაფერს. მე და დედა ეხლაც ერთად დავდივართ ფსიქოლოგთან ოჯახურ თერაპიაზე.

მთავარი, რაშიც არ ვარ დარწმუნებული: რომ ბავშვებს დიდებსაც და პატარებსაც, ჭირდებათ მეგობარები, და არ ჭირდებათ მშობლები, რომლებიც ერთადერთნი და განუმეორებელნი არიან მთელს პლანეტაზე. დედის და მამის შეცვლა არავის შეუძლია.

ავტორი: ალინა ფარკაში

გაზიარება:

დავიბადე სოხუმში, გავიზარდე ბათუმში ვცხოვრობ თბილისში.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply