დავუთმოთ საყვარელ ადამიანებს მეტი დრო (დასაფიქრებელი ისტორია)

0

ბავშვთა გასართობ პარკში უცნობი ქალი და მამაკაცი ერთმანეთის გვერდით ისხდა.

– ის ჩემი შვილია – უთხრა ქალმა მამაკაცს და იქვე მოთამაშე პატარა, ცელქ ბიჭზე მიუთითა.
– ლამაზი ბიჭია – მიუგო მამაკაცმა. აი ეს ლამაზი გოგონა კი ჩემი შვილია – დაამატა მან
და ველოპედით მოსეირნე პატარა თეთრკაბიანი გოგონასკენ გაიშვირა ხელი.

რამოდენიმე წუთის შემდეგ მან თავის ქალიშვილს დაუძახა:
– რას იტყვი მელისა, სახლში ხომ არ წავსულიყავით?
– კიდევ 5 წუთი მამა, კიდევ 5 წუთი. . . შეეხვეწა გოგონა მამას.

5 წუთის გასვლის შემდეგ მამამ ისევ დაუძახა თავის ქალიშვილს:
– შვილო, წასვლის დრო ხომ არ არის?

მელისამ კვლავ ხვეწნა დაიწყო:
– კიდევ 5 წუთი მამა, კიდევ 5 წუთი.

კარგი უთხრა მამამ ღიმილით.
– თქვენ ძალიან მომთმენი მამა ყოფილხართ – უთხრა მას გაკვირვებულმა ქალმა.

მამაკაცს გაეღიმა და უთხრა:
– ერთი წლის წინ მის უფროს ძმა ტომს  ავარია შეემთხვა, როდესაც ამ ადგილზე ველოსიპედით სეირნობდა. დროის უქონლობის გამო მე ვერ ვატარებდი დიდ დროს მასთან , ახლა კი ალბათ ყველაფერს დავთმობდი იმისათვის, რომ კიდევ ერთი 5 წუთი გამეტარებინა მასთან ერთად.
– ამ შემთხვევის შემდეგ ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ასეთი შეცდომა მელისასთან აღარ დამეშვა.

თქვენ იფიქრეთ, რომ მე მას კიდევ ერთი 5 წუთი მივეცი იმასათვის, რომ ველოსიპედით ესეირნა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მე ამით ჩემს თავს მივეცი იმის საშუალება, რომ 5 წუთით მეტი მეცქირა ჩემი შვილისათვის, რომელიც ცხოვრებით ტკბებოდა.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply