რატომ ლაპარაკობენ ქალები ბევრს?

0

მეცნიერული დასკვნა ნამდვილად არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ უმეტეს შემთხვევაში, ქალები ბევრად უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე მამაკაცები. თუმცა ყველაფერს აქვს მიზეზი, ამ შემთხვევაში კი ეს მიზეზი საკმაოდ დამაჯერებელია და ქალებისთვისაც უფრო მისაღები.

დღეში მამაკაცი საშუალოდ 7000 სიტყვას ამბობს, ეს მაჩვენებელი კი სამჯერ ნაკლებია, იმ საშუალო მაჩვენებელზე, რასაც ქალები ერთ დღეში ავლენენ. ქალი დღეში საშუალოდ 20 000 სიტყვას ამბობს. საერთო ჯამში, წლიურად სუსტი სქესის წარმომადგენელი 4.7 მილიონით მეტ სიტყვას ამბობ, ვიდრე მამაკაცი.

და მაინც რატომ ლაპარაკობს ქალი ამდენს?

ამერიკის შეერთებული შტატების ნეიროქირურგიოლმა ჯგუფმა, მარგარეტ მიკარტის ხელმძღვანებობით, ადამიანის ტვინში აღმოაჩინეს ცილა, სახელწოდებით Foxp2 ,რომელმაც შეიძლება ახსნას, თუ რატომ ლაპარაკობს ქალი ამდენს. ამ ცილას „ენის ცილას“ ეძახიან და ის ქალის ტვინში უფრო დიდი რაოდენობითაა, ვიდრე მამაკაცის. თუმცა ვირთხების შემთხვევაში ეს შეფასება პირიქითაა. კვლევითმა ჯგუფმა მამრობითი სქესის ვირთხებზე ჩაატარა კვლევა, მათ ვირთხის ორგანიზმში შეამცირეს Foxp2-ის რაოდენობა, რის გამოც ისინი შედარებით ნაკლებს „წრიპინებდნენ“ და სხვა ვირთხებსაც ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ.

ახალგაზრდა ქალი კიდევ უფრო ბევრს ლაპარაკობს, ვიდრე საშუალო ასაკის ქალი. Foxp2 ცილის რაოდენობა კი ახალგაზრდა ქალებში 30 % უფრო მეტია, ვიდრე ახალგაზრდა ბიჭებში. შესაძლოა ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ქალი უფრო ადრე იწყებს ლაპარაკს, ვიდრე მამაკაცი.

კვლევამ აჩვენა,რომ ქალის ტვინში არის Foxp2 ცილის უმაღლესი დონე ისევე როგორც მამრობითი სქესის ვირთხაში. რა თქმა უნდა,ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალები ყოველთვის უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე კაცები. შეიძლება ითქვას , რომ უბრალოდ, ეს ცილა არის ყველაფრის მიზეზი.“ეს ცილა არის ამოსავალი წერტილი, რაც ხსნის, თუ რატომ ლაპარაკობს ქალი  უფრო მეტს ვიდრე მამაკაცი“ – მკვლევარი მაიკ ბროვსერი.

შესაძლოა Foxp2 ცილა იყოს მიზეზი ქალის გაუთავებელი ლაპარაკისა, მაგრამ ამ ფაქტს უფრო ხშირად არა მეცნიერული კვლევებით, არამედ ცხოვებისეული შეფასებითაც ხსნიან. მაგალითად, ქალების უმრავლესობა თვლის, რომ „კაცები არ არიან კარგი მსმენელები, ამიტომაც ქალს უწევს გაიმეოროს თავისი ნათქვამი“.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფაკულტეტი:ჟურნალისტიკა,მეორეული სპეციალობა პოლიტოლოგია

Leave A Reply