რატომ იმახსოვრებს ტვინი სიზმრებს?

0

სიზმრის გამომწვევი მიზეზები ისევ უცნობი რჩება მეცნიერებისათვის,რომლებიც სწავლობენ განსხვავებას „სიზმრების მაღალ გამოვლენასა“ და „სიზმრების დაბალგამოვლენას“ შორის.რაც გულისხმობს ადამიანს,რომელიც სიზმრებს ხედავს რეგულარულად ან იშვიათად.2013 წლის იანვარში ლიონის ნეიროქირურგიული ცენტრის გუნდმა, პერნი რაბის ხელმძღვანელობით, გააკეთა შემდეგი ორი დაკვირვება: “სიზმრების მაღალი გამოვლინების“ მქონე ადამიანები ძილის დროს ორჯერ უფრო ფხიზელნი არიან ვიდრე „სიზმრების დაბალი გამოვლენის “ მქონე და მათ ტვინი უფრო მეტად რეაქტიულია, როგორც ძილის ასევე სიფხიზლის დროს. ტვინის გაზრდილი რეაქტიულობა ზრდის სიფხიზლეს ძილის დროს და ხელს უწყობს სიზმრის დამახსოვრებას.

ამ ახალ კვლევაში,ჯგუფი ცდილობდა გაერკვია კონკრეტულად ტვინის რომელი ნაწილი უზრუნველყოფს განსხვავებას, სიზმრების მაღალ და დაბალ გამოვლინებას შორის.მათ გამოიყნეს პოზიტრონის გამოყოფის ტომოგრაფია, რომ გაეზომათ სპონტანური ტვინის აქტივობა ძილისა და სიფხიზლის დროს, კვლევაში 41 მოხალისე მონაწილეობდა. მოხალისეები 2 ჯგუფად იყვნენ გაყოფილნი:21 ადამიანი,რომლებიც სიზმრებს ხშირად ხედავდნენ, კვირაში საშუალოდ 5 სიზმარს და 20 ადამიანი,“სიზმრების დაბალი გამოვლენის“ მაჩვენებლით, თვეში საშუალოდ 2 სიზმარი. “სიზმრის მაღალი გამოვლენის“ მქონე ჯგუფმა აჩვენა ტვინის ძლიერი სპონტანური აქტივობა, მედიალური პერფრონტანული ქერქისა და საფეთქლის პერიეთალურ გადაკვეთაზე,როგორც ძილის ასევე სიფხიზლის განმავლობაში.

„ეს ფაქტი შესაძლოა ხსნიდეს,რატომ არიან „სიზმრის მაღალი გამოვლნის “ მქონე ადამიანები მგრძნობიერეები გარემო ფაქტორების მიმართ, ძილის განმავლობაში ხშირად გამოფხიზლება უზრუნველყოფს სიზმრების დამახსოვრებას.მართლაც მძინარე ტვინს არ შაუძლია დაიმახსოვროს ახალი ინფორმაცია,მას ჭირდება გამოფხიზლება დროდადრო რომ შეძლოს ამის გაკეთება.“-ამბობს პერინ რაბი-კვლევის ხელმძღვანელი.

სამხრეთ ამერიკის ნეიროფსიქოლოგი, მარკ სოლმსი აკვირდებოდა ძველ კვლევებს, სადაც აღმოაჩინა,რომ ტვინის ამ ორი ნაწილის დაზიანება იწვევს სიზმრების ნახვის შეწყვეტას.ამ კვლევების უპირატესობა იყო ის, რომ ეჩვენებინათ განსხვავება სიზმრების მაღალ და დაბალ გამოვლინებებს შორის, ძილისა და სიფხიზლის განმავლობაში.

„ჩვენი შედეგები ცხადყოფს, რომ სიზმრების დაბალი და მაღალი გამოვლინება ერთამნეთისაგან განსხვავდება მათი დამახსოვრების ხარისხით, მაგრამ არ გამორიცხავს ასევე განსხვავებას სიზმრების „წარმოებას“ შორის. მართლაც, ადამიანები რომლებსაც ახასიათებთ “სიზმრების მაღალი გამოვლინება“ ხედავენ დიდი რაოდენობით სიზმრებს, ვიდრე დაბალი გამოვლენის მქონე“ – ასკვნის კვლევითი გუნდი.

 

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფაკულტეტი:ჟურნალისტიკა,მეორეული სპეციალობა პოლიტოლოგია

Leave A Reply