“რატომ ვარსებობთ?!” – აინშტაინის პასუხი კოლეჯის სტუდენტს

1

1951 წელს, ობერლინის კოლეჯის სტუდენტმა, მარიონ ბლოკ ანდერსონმა, წერილი მისწერა ალბერტ აინშტაინს შეკითხვით „რატომ ვარსებობთ?!“. სტუდენტის წერილის ტრანსკრიპტი არ არსებობს, თუმცა როგორც მოგვიანებით მარიონმა თავად აღნიშნა, მას დაახლოებით ასეთი შინაარსი ჰქონდა:

„ჩვენ მუდამ ომი გვაქვს, პირველი მსოფლიო ომი, შემდეგ მეორე და ახლა უბრალოდ ვერ ვხვდები საერთო არსებობის არსს. რა არის სიცოცხლის არსი, იმიტომ ვარსებობთ, რომ მუდმივად ერთმანეთს ვეომოთ?“

აინშტაინმა მალევე მისწერა სტუდენტს წერილი.

1951 წლის, 28 აპრილი

მის მერიონ ბლოკს

ობერლინი, ოჰაიოს შტატი

ძვირფასო მის ბლოკ,

კითხვაზე „რატომ“ პასუხის გაცემა ადამიანური გადმოსახედიდან ძალზედ ადვილია, ეს საკუთარი თავისა და სხვათა მიმართ კმაყოფილების შექმნას გულისხმობს. რაც შეეხება იმ ყველა თვალსაზრისს, რომელიც ადამიანის პასუხისმგებლობის სფეროს სცილდება, აქ ამ შეკითხვის დასმას მნიშვნელობა არ აქვს. ამ შემთხვევაში, არც ღვთისადმი რწმენააა გამონაკლისი, შეგიძლიათ იკითხოთ „რატომ ღმერთო?“.

გულწრფელად თქვენი,

ალბერტ აინშტაინი

თარგმანი: 4motivi.com

კომენტარები

შეთავაზებები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Discussion1 კომენტარი

Leave A Reply