რატომ გვიყვარს მუსიკა? (ტოპ 5 ფსიქოლოგიური მიზეზი)

0
 
პოზიტიური განწყობა
კვლევები ადასტურებს, რომ პოზიტიური მუსიკის მოსმენა ადამიანს შესაბამის განწყობაზე აყენებს.
ერთ–ერთ უნივერსიტეტში სტუდენტები ორ ნაწილად გაყვეს. ერთ ნაწილს პოზიტიური/ოპტიმისტური მუსიკა მოასმენინეს, მეორეს კი არაპოზიტიური/ნეგატიური მუსიკა.
მუსიკალური შესავალის შემდეგ ყველა სტუდენტს ჩაუტარეს გამოცდა. გამოცდიდან გამოსულ სტუდენტებს ეკითხებოდნენ, თუ რა პროგნოზებს გააკეთებდნენ თავიანთი მოსალოდნელი შედეგების შესახებ. აღმოჩნდა, რომ სტუდენტებმა, რომელთაც პოზიტიურ მუსიკას მოუსმინეს მეტად იმედიანი პროგნოზები გააკეთეს, ვიდრე მათ ვინც  გამოცდის წინ ნეგატიურ მუსიკას უსმენდა.
რასაკვირველია, ეს ფაქტია. მუსიკა გართობის, კარგ ხასიათზე, ენერგიაზე მოსვლის და განტვირთვის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა . . .
შესაბამისი განწყობა
თუ ოდესმე დაკვირვებიხართ ალბათ შეამჩნევდით, რომ ადამიანს თავისი განწყობის შესაბამისი მუსიკის მოსმენა სიამოვნებს. თუ ადამიანი სევდიან განწყობაზეა, მას სევდიანი მუსიკის მოსმენა იზიდავს.და თუ იგი კარგ განწყობაზეა,მაშინ ცდილობს შესაბამისი განწყობის მუსიკას მოუსმინოს.
პიროვნების ტიპი
რა მუსიკას უსმენ? ალბათ თქვენთვისაც ხშირად დაუსვამთ ეს ჩემთვის ძალიან ნაცნობი შეკითხვა.
ადამიანები მიიჩნევენ, რომ მუსიკა პიროვნული შესაბამისობის დადგენის შესანიშნავი საშუალებაა. ისინი მუსიკის საშუალებით საზღვრავენ, თუ რამდენად საინტერესოა მათთვის ეს პიროვნება, როგორი ხასიათის თვისებები აქვს და ა.შ
სასაუბრო თემა
იქიდან გამომდინარე, რომ მუსიკა ადამიანებს შორის საერთო ენის გამონახვის კარგ საშუალებად მიიჩნევა, ადამიანთა უმეტესობას ძალიან უყვარს მუსიკაზე საუბარი და მას საინტერესო სასაუბრო თემად მიიჩნევს.
მუსიკა და მოტივაცია
ოპტიმისტური მუსიკის მოსმენა ადამიანის მოტივირების ძალიან კარგი საშუალებაა. მუსიკის ეფექტს ხშირად იყენებდნენ მომუშავეთა მოტივირებისათვის და მათი შრომითი ნაყოფიერების გასაზრდელად. იგი ძალას და ენერგიას გვაძლევს და გვეხმარება თავი თავისუფალ და ძლიერ ადამიანად ვიგრძნოთ, რაც ნებისმიერი ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია . . .

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply