რატომ არსებობს ამდენი ცუდი უფროსი?

0

ზოგიერთი ადამიანი ლიდერად არის დაბადებული, დანარჩენები კი ბოროტი, არაადამიანური მონსტრები არიან.

დაკვირვებიხართ ოდესმე თუ როგორ ირჩევენ უმეტეს ამერიკულ კომპანიებში მენეჯერებს? მათ ყველაზე გამოცდილი კადრები აჰყავთ და ეუბნებიან, ,,გილოცავთ! თქვენ ამ საქმეში საუკეთესო ხართ! ასე რომ, ამ ეტაპზე სხვა საქმე, სხვების, ნაკლებად კვალიფიციური კადრების ზედამხედველობა მოგიწევთ. რა თქმა უნდა, თქვენ შესაძლოა ეს იდეალურად არ გამოგდით, რადგანაც სულ სხვა უნარებს მოითხოვს, თუმცა ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც თქვენ ზრდას შეუწყობს ხელს … წარმატებები, ბოს’’!

რაც ვთქვით, ალბათ ცოტა უცნაურად ჟღერს. თუმცა ეს უცნაურობა შესაძლოა შემდეგნაირად აიხსნას: როდესაც ადამიანებს, იქნებიან ისინი მეგობრები, ახლობლები თუ უბრალოდ უცნობები, უფროსზე სახალისო ანეკდოტის მოყოლას სთხოვთ, მხოლოდ მცირედი იწყებს პოზიტიურით. უმეტესობას უფროსი კი არა, ნამდვილი სოციოპატი ჰყავს.
,,ეს ყველაფერი საჭმლის მომზადებას ჰგავს. როდესაც ყველაფერი კარგად მიდის, ამბობ, მმმ გემრიელია. არ ნერვიულობ. თუმცა, როდესაც ცუდად გამოგდით, კარგად გამახსოვრდებათ. ნამდვილად, კარგი უფროსი იშვიათობაა’’ – ამბობს ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორი.
ძალიან ცოტას შეუძლია თქვას, რომ უფროსი შთააგონებს. ,,კომპანიები კადრებს უმეტესად შეცდომით არჩევენ. კარგ მკვლევარს, მეწარმესა და უფროსს ერთი და იმავე კრიტერიუმებით ვერ შეაფასებ’’. – ამბობს ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორი.

MTI ლიდერ ცენტრის პროფესორის თქმით, ხშირად ადამიანებს საქმის მიმართ არასწორი დამოკიდებულება აქვთ. მხოლოდ საკუთარი შემოსავლისთვის მუშაობენ და არა გუნდის ხელშეწყობისთვის.

კვლევები გვიჩვენებს, რომ ადამიანებს ლიდერობის შესახებ წარმოდგენები პირველივე სამსახურში უყალიბდებათ. ასე რომ, თუკი ვინმეს პოზიციისთვის შეუსაბამო ჩვევები სკოლის პერიოდში ან ნაყინის მაღაზიაში მუშაობისას ჩამოულაბიდა, მას, როგორც მენეჯერს ეს ჩვევები წლების განმავლობაში გაჰყვება.

ამ ყველაფერს ერთ კითხვამდე მივყავართ: მართლა უფრო მეტი ცუდი უფროსია, ვიდრე კარგი?
პასუხი: დიახ, შესაძლოა.

ხშირად ასე ხდება. დაიქირავებენ საუკეთესო ბუღალტერს, შემდეგ მათ სხვა ნაკლებად კვალიფიციური ბუღალტერის ზედამხედველად ნიშნავენ. ეს ნიშნავს, რომ აწყვეტინებენ საქმეს, რომელიც საუკეთესოდ გამოსდის და გადაჰყავთ პოზიციაზე, რომლის უნარებიც შესაძლოა სულაც არ გააჩნდეს ან სათანადოდ მომზადებული არ იყოს. ყველა სრულფასოვანი ვერ იქნება. ვიღაცას რაღაც უკეთ გამოსდის. მთავარი გამოწვევაა, თქვენი ძლიერი მხარის აღმოჩენა, განსაზღვრა იმის, რისი განვითარებაც გესაჭიროებათ და უკეთესი უფროსიც გახდებით.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ზოგადად ადამიანების უმეტესობა უარყოფითი მაგალითებით უფრო მეტს სწავლობს, ვიდრე დადებითით. ხშირად ამბობენ, ,,მე ასეთი არ მინდა ვიყო ‘’, ,,ამას არასდროს გავიმეორებ’’. ცუდი უფროსის ყოლის შემთხვევაში ეს შეიძლება ერთადერთ დადებით მხარედ ჩაითვალოს.

კარგი მენეჯერის უნარები დასწავლადია. ხშირად კარგი დამრიგებელისგანაც ბევრს ისწავლით. კომუნიკაციის სწორად დამყარება, დაგეგმვის, მოსმენის უნარები ადვილად დასწავლადია, თუმცა იყო თავდაჯერებული, მომხიბვლელი და სანდომიანი, ეს მარტივი არ არის.

იმედია თქვენ ნამდვილად კარგი უფროსი გყავთ. თუკი თავად ხართ უფროსი, ალბათ ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ. გახსოვდეთ, რომ ძლიერ მმართველს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს კომპანიისა და კოლექტივისათვის.

სანუგეშოდ კი იმას გეტყვით, რომ ნამდვილად არსებობენ კარგი უფროსები, უბრალოდ შესაძლოა თქვენ მათ შესახებ ჯერჯერობით არ გსმენიათ.

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply