რატომ არის მუზეუმებში სიარული სასარგებლო?

0

მუზეუმი ის ადგილია, რომელიც ძალიან მოსწონს თქვენს სხეულს და ტვინს.

ეჭვგარეშეა, რომ ხელოვნება საზოგადოებას ეხმარება. ჩვენ ვაშენებთ გალერეებს, ვეძებთ საუკეთესო მხატვართა და მოქანდაკეთა შეუფასებელ ნამუშევრებს. გარდა იმისა, რომ ხელოვნებასთან კავშირი ცხოვრებას ამდიდრებს, მეცნიერების მტკიცებით, ეს სასარგებლოა ფიზიკური კუთხითაც.

ხელოვნების ნიმუშების თვალიერება სტრესს ამცირებს.

კვლევები აჩვენებს, რომ თუკი ადამიანი შესვენების დროს მუზეუმში შევა, მუშაობის პროცესში ნაკლებად ღელავს. ამ დროს სტრესის ჰორმონი, კარტიზოლი სისხლში რამდენჯერმე მცირდება. დადებითი ეფექტის მისაღწევად, არტ-გალერეაში სტუმრობა 35 წუთითაა რეკომენდირებული.

მუზეუმში სიჩუმეა, რაც თავისთავად სასარგებლოა. ამას ემატება ისიც, რომ აღნიშნული დროის მანძილზე, გაღიმებული ადამიანები გხვდებიან. ყოველდღიური ამაოება უკან რჩება, ხოლო როცა მას მიუბრუნდებით, ბევრად უფრო მშვიდი და თავდაჯერებული იქნებით.

ნახატს უმზერთ? – ამ დროს ტვინი ვითარდება.

ნევროლოგის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ როდესაც ადამიანი ხელოვნების ნიმუშს ათვალიერებს, ტვინში ახალი ნეირონების ფორმირება იწყება. გარდა ამისა, აქტიურდება ტვინის ის ნაწილები, რომლებიც დადებით ემოციებს იწვევენ. ამიტომაც, მუზეუმში ყოფნისას გიჩნდებათ კმაყოფილების და მისი ხშირად სტუმრობის სურვილი.

საქმე ისაა, რომ თითოეულ სურათთან კავშირისას, ჩვენი ტვინი მნიშვნელოვან და მისთვის სასიამოვნო სამუშაოს ასრულებს: ამოიცნობს სახეებს და სივრცით ელემენტებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც უცნობ სურათს უყურებთ. თუ ნამუშევარი ხშირად გაქვთ ნანახი და მის შესახებ ყველაფერი იცით, აღნიშნული ეფექტი აღარ ვლინდება.

თქვენი ემოციური მდგომარეობა დასტაბილურდება.

2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვიზუალური ხელოვნების საგანთა ყურება ,აუმჯობესებს ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგრადობას. ეფექტი უფრო სწრაფია, თუ სურათს გიდის გარეშე ათვალიერებთ. მეტად სასარგებლოა, სხვისი ქმნილების აღქმისას ინტერპრეტირება ისწავლოთ და მზა დასკვნებით არ ისარგებლოთ.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

ფილოლოგი

Leave A Reply