რატომ აკრიტიკებენ ადამიანები სხვებს ? ანუ კრიტიკის კრიტიკა

0
“ძველ გერმანიაში ჯარისკაცს არ ჰქონდა უფლება რაიმე საყვედური გამოეთქვა თავისი ხელმძღვანელის მიმართ ან გაეკრიტიკებინა იგი. მას თავი უნდა შეიკავებინა შეურაცყოფაზე, წყენა დაემალა, რადგან იცოდა, რომ თუ ამას არ გააკეთებდა დაისჯებოდა. ვფიქრობ ცხოვრებაშიც არ იქნებოდა ურიგო ამგვარი კანონის შემოღება უამრავი, ჭირვეული და აბეზარი ადამიანის მიმართ, რომელთაც ერთი სული აქვთ, როგორმე გამოუჩხრიკონ სხვას შეცდომები”
 – დეილ კარნეგი.
“შვილო, ნუ განსჯი იმას, რისიც კარგად არ გესმის. შენ იმ ადამიანის ცხოვრებით არასოდეს გიცხოვრია” – ელვის პრესლი
სიტყვა კრიტიკა ლიტერატურული ენით განიმარტება, როგორც განსჯა. იგი ნიშნავს განსაჯო ადამიანის რაიმე თვისება ან კონკრეტული მოქმედება.
რატომ აკრიტიკებენ? ამ ძალზედ საინტერესო კითხვაზე ყველაზე ხშირი პასუხები, შემდეგია:
“არ მომწონს” – აკრიტიკებენ, რადგან არ მოსწონთ თავიანთი კრიტიკის ობიექტის საქციელი ან თვისება.
“ეს ჩემი სტილია” – ფიქრობენ, რომ ეს მათ ბუნებაშია და რომ ისინი ამგვარად გამოხატავენ თავიანთ აზრსა და დამოკიდებულებას კრიტიკის ობიექტთა მიმართ.
“მე მასზე ვზრუნავ” – მიიჩნევენ, რომ გასაკრიტიკებელი ობიექტი ან საკითხი მათთვის, ასე ვთქვათ, “სულერთი” არ არის,რომ მის მიმართ გუგრილნი ვერ დარჩებიან და ვერ დახუჭავენ თვალს ,,გასაკრიტიკებლის“ ცუდ საქციელსა თუ დაშვებულ შეცდომაზე.
“ხუმრობთ?” – ზოგი ადამიანი ვერც კი ხვდება ან არ უნდა აღიაროს, რომ აკრიტიკებს.
“4 მოტივმა” ჩაატარა გამოკითხვა სახელწოდებით ,,რატომ აკრიტიკებენ“. სულ გამოიკითხა 15 ადამიანი, გამოკითხულთა სიმცირის გამო არ შეიძლება, რაიმე გადამწყვეტი დასკვნის გამოტანა ამ საკითხზე, თუმცა იყო ძალიან საინტერესო და გასათვალისწინებელი პასუხებიც გამოიკვეთა. დღეს, მსურს ერთ–ერთი ინტერვიუ მოვიყვანოთ მაგალითად. სულ დასმული იყო 4 შეკითხვა:
4 მოტივი : შეკითხვა პირველი –თქვენი აზრით, რატომ აკრიტიკებენ ადამიანები სხვებს ?
რესპოდენტი: ზუსტად ვერ ვიტყვი, რადგან ყველა სიტუაცია ინდივიდუალურია. შეიძლება სხვისი ნაკლის ხაზგასმით, თავიანთი ნაკლის დაფარვას და დადებითი თვისებების წარმოჩენას ცდილობენ. (15–დან 8 მგავსი შინაარსის პასუხი)
4 მოტივი: შეკითხვა მეორე – თქვენ თუ გაგიკრიტიკებიათ?
რესპოდენტი: დიახ.( გამოკითხულთა 100%)
4 მოტივი: შეკითხვა მესამე – თქვენ რატომ აკრიტიკებთ?
რესპოდენტი : ზუსტად ვერ გეტყვით, ალბათ, ხშირად საქციელის გამო ან რაიმე არ მომწონს მასში (12 მსგავსი შინაარსის პასუხი)
4 მოტივი: შეკითხვა მეოთხე – რა მიზანი ჰქონდა თქვენს კრიტიკას და რაიმე შედეგი თუ მოჰყოლია მას?
რესპოდენტი: ალბათ, მსურდა გამოსწორებულიყო, სხვაგვარად მოქცეულიყო ან მიმხვდარიყო თავის დანაშაულს… შედეგზე ვერაფერს გეტყვით. (შეიძლება, ითქვას,რომ ეს იყო ერთადერთი ნორმალური პასუხი. სხვებმა ან თავი შეიკავეს ან ძალიან ძნელად გასაგები მიზეზები გამოთქვეს.)
ენიშვნა: დააკვირდით განსხვავებას 1–ი და მე–3 შეკითხვების პასუხებს შორის.
“ვაკრიტიკებ, მაგრამ მხოლოდ ჩემი მაგალითის ჩვენებით და არა ვინმეს შეცდომების ძებნითა და ხაზგასმით” – მარკუს ტოლიუს ციცერონი
კრიტიკის პროცესი
კრიტიკოსი – აკრიტიკებს და ცდილობს თავის სასარგებლო არგუმენტები მოიყვანოს.
გაკრიტიკებული –ცდილობს თავი დაიცვას და თავისი გამკრიტიკებლის საწინააღმდეგო არგუმენტები მოიყვანოს.
და ამ პროცესში დაუზიანებელი არცერთი მხარე არ რჩება.
კრიტიკა ხშირად უშედეგოა, რადგან ძნელია ადამიანს აღიარებინო, რომ  დამნაშავეა და შეცდომა დაუშვა. იგი უმეტეს შემთხვევაში უარყოფით ემოციებს იწვევს და ადამიანებს არ უყვართ. ციხეში მყოფ დამნაშავეთა უმეტესობას, შეუძლიათ დამაჯერებლად აგიხსნან, თუ რატომ გატეხეს სეიფი ან თუნდაც რატომ მოკლეს ადამიანი.
“მთელი ჩემი ცხოვრების საუკეთესი წლები ადამიანთა კეთილდღეობაზე ზრუნვას მოვანდომე,ვეხმარებოდი, რომ კარგად გაეტარებინათ დრო. მერედა რა მივიღე სანაცვლოდ? მხოლოდ გამუდმებული დევნა და შეურაცყოფა” – ალ კაპონე (ცნობილი მაფიოზი).
შეიძლება სასაცილო ფაქტია, მაგრამ ამ ადამიანს სჯეროდა, რომ იგი ქველმოქმედი და საზოგადოებისათვის სასარგებლო ადამიანი იყო.
ხშირად გვსმენია, რომ იმ საზოგადოებას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ აკრიტიკებენ. მაგალითად, მე გამიგია ამგვარი ფრაზები: “აი, ასეთები ვართ ეს ქართველები” , ჩვენ არაფერი გვეშველება”, “ოჰ ეს ახალგაზრდა თაობა“ და ა.შ აბა დაფიქრდით,თუ რომელიმე თქვენგანს მიუღია ეს გამონათქვამები საკუთარ თავზე?
მიუხედავად იმისა, რომ  ქართველი ვარ და იმ საზოგადოებაში ვცხოვრობ, რომელსაც აკრიტიკებენ და ჯერ კიდევ ახალგაზრდა თაობას ვეკუთვნი, არასოდეს მიმიღია ეს კრიტიკა საკუთარ თავზე და ეჭვიც არ შემპარვია, რომ შეიძლება მეც ვიყო რაიმეში დამნაშავე.
“ვიდრე ახალ თაობას გააკრიტიკებდე, გაიხსენე თუ ვინ აღზარდა ისინი.”
კრიტიკა უმეტეს შემთხვევაში არაპოზიტიურ და უარყოფით შედეგებს იძლევა და შეიძლება თამამადაც ითქვას, რომ ძალიან იშვიათად აქვს დადებითი შედეგი. სხვის გაკრიტიკებას ორი ძირითადი მიზანი შეიძლება ჰქონდეს:
ამორალური : გვსურს საკუთარი თავი და ჩვენი შესაძლებლობები წარმოვაჩინოთ, ანუ ჩვენი უპირატესობა დავამტკიცოთ სხვისი კრიტიკის ფონზე საკუთარი ნაკლის დამალვითა და უპირატესობათა გამოვლენით.
მორალური: გვსურს კრიტიკის ობიექტი უკეთესი გახდეს.
მაგარია, რომ გვსურს საკუთარი ნაკლის დაფარვა და ჩვენი საუკეთესო თვისებების წარმოჩენა, მაგრამ ამ ნაკლის აღმოფხვრაზე და ჩვენი შესაძლებლობების წარმოჩენის სხვა გზების გამონახვაზე რატომ არ ვფიქრობთ?
ძალიან კარგი ,თუ გვსურს რომ გამოსწორდეს და უკეთესი გახდეს, მაგრამ რატომ საკუთარი თავიდან არ ვიწყებთ?
4motivi.com

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply