რას ნიშნავს წარმატება თქვენთვის?

0
  ,, წარმატებულია ადამიანი,რომელიც დილით ადრე იღვიძებს და საღამოს გვიან წვება,ხოლო შუალედში კი აკეთებს იმას რისი გაკეთებაც მას სურს”– ბობ დილანი
წარმატება ძალიან ინდივიდუალური ცნებაა. იგი ნიშნავს მიაღწიო შენს მიზანს და იმას რაც გულით გსურს და შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია .
ჩემთვის ვიყო წარმატებული ნიშნავს მივაღწიო ჩემი პიროვნების იდეალს. სრულად გამოვიყენო ჩემი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობანი. შევქმნა და დავტოვო ამ ცხოვრებაში რაიმე ღირებული და ფასეული.
ჩემთვის რომ ეკითხათ,წარმატების ორ ძირითად სახეს გამოვყოფდი: პატარა და დიდ წარმატებებს. 
პატარა წარმატება – იმ წარმატებათა კატეგორია,რომელიც შეიძლება მივაღწიოთ ყოველდღე,ყოველ წუთს,ყოველ შემდგომ ნაბიჯზე, როდესაც ჩვენი დიდი წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე მივდივართ.
ადამიანები ყოველწუთს აღწევენ წარმატებას თავიანთ სამსახურში, ბიზნესში და პირად ცხოვრებაში,მაგრამ უმეტეს მათგანს მხოლოდ იმიტომ შეიძლება ეწოდოს პატარა წარმატება,რომ ისინი ხშირად დროებითია,არამყარია და რაც ყველაზე მთავარია მათზე ადამიანები თავიანთი ცხოვრების დიდი ნაწილი არ ოცნებობდნენ. მაგალითად,თუ ადამიანი სამსახურში დაწინაურდა ეს არ ნიშნავს,რომ მან დიდ წარმატებას მიაღწია. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ის წარმატებით აგრძელებს წინსვლას თავისი ,,დიდი მიზნისაკენ”.
და რას შეიძლება ეწოდოს ,,დიდი წარმატება”?
დიდი წარმატება – ნიშნავს მიაღწიო იმას,რაც მთელი გულით გსურს და იდეალს წარმოადგენს შენთვის.
წარმატების ასეთი დაყოფა არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე მათგანი თავისი მნიშვნელობით ჩამორჩება ერთმანეთს. პატარა წარმატებათა მიღწევის გარეშე რთულია დიდის მიღწევა.პატარა წარმატებები მტკიცე აგურებია დიდი წარმატების კედელში.
რას ელიან წარმატების მიღწევისაგან ადამიანები? მაინც რა მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი წარმატებას?
წარმატების ცნება ინდივიდუალურია. ძალიან ძნელია გასცე პასუხი კითხვას,თუ ზოგადად რას ნიშნავს წარმატება თითოეული ადამიანისათვის. წარმატება ნიშნავს  :
  • ვიყო ბედნიერი
  • ვიყო ფინანსურად დამოუკიდებელი
  • ვაკეთო ის რაც მიყვარს
  • დავეხმარო სხვებს
  • შევინარჩუნო ჩემი ღირებულებები და შეხედულებები
  • ვაკონტროლებდე ჩემს მომავალს
  • ვიყო პატივსაცემი ადამიანი საზოგადოებაში
  • მქონდეს დრო, რომ სიამოვნება მივიღო ცხოვრებისაგან
  • მიყვარდეს და ვუყვარდე
  • მყავდეს ბედნიერი ოჯახი
  • მივსდიო ჩემს ოცნებებს . . .
და ძალიან მნიშვნელოვანია, თუ  რა არის თქვენს სიაში?

 

 

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply