რას ნიშნავს პროგრესული განათლება?

0

თუ პროგრესული განათლება თავისთავად არ მიგითითებთ მის არსზე, მოდით განვმარტოთ მისი მნიშვნელობა,რომ მომავალში წინ აღვუდგეთ კომფორმიზმსა და სტანდარტიზაციას. თუმცა,რა თქმა უნდა,ზოგიერთი პედაგოგისთვის,რომელიც ტრადიციული განათლების სისტემის ერთგულებით გამოირჩევა,მსგავსი შეფასება შესაძლებელია მიუღებელი აღმოჩნდეს.

პედაგოგები,ისევე როგორც ყველა ადამაინი,ერთმანეთისგან განსხვავდებიან და შესაბამისად აქვთ სხვადასხვა შეხედულება თუ როგორი უნდა იყოს სასწავლო პროცესი.

მაგალითად ზოგიერთი პედაგოგი თვლის,რომ სწავლების პროცესის დროს თითოეული მოსწავლის ინტერესები უნდა გაითვალისწინო და მათ უნდა მიუდგე,ისე როგორც ინდივიდს; თუმცა ზოგიერთი პედაგოგისთვის მოსწავლე საზოგადოების,ერთი მთლიანობის ნაწილია და შესაბამისადაც უდგება მას; ზოგიერთი სასწავლო პროცესს თავგადასავლად თვლის და არა განჩინებად,ზოგიერთისთვის კი მთავარი შედეგია.

რა არის ეს?

პროგრესული განათლებისაკენ პირველი ნაბიჯების გადადგმა მე–19 საუკუნის ბოლოს დაიწყო. მთავარი მიზანი სტანდარტული კურიკულუმის ახლით,უფრო მრავალფეროვანით ჩანაცვლება იყო.

პროგრესული განათლება ითვალისწინებს ექსპერიმენტალურ სწავლებას,პრობლემის დასახვასა და მის გადაჭრას,ჯგუფურ მუშაობასა თუ სხვას.

თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში „ტრადიციული განათლება“ სულაც არ გულისხმობს ტრადიციულს.

ჯიმ ნეჰრინგმა, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის დაკვირვების შედეგად განაცხადა: „პროგრესული სკოლები სწორედაც რომ ხანგრძილი და საამაყო წარსულის მატარებლები არიან, რომელთა მთავარი მიზანი გააზრებული განათლების მიცემაა“–მათ შორის იგულისხმება პრაქტიკული სწავლება, მრავალასაკობრივი კატეგორიების საკლასო ოთახები თუ მოსწავლე–მასწავლების ურთიერთობა. რეალურად ტრადიციული სწავლება შეიძლება დაერქვას განათლების სისტემას,რომელიც „განპირობებულია დრომოჭმული პოლიტიკით,რაც ასე ხშირია სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში“

თუმცა,რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის. შეიძლება ითქვას,რომ არ არსებობს ისეთი სკოლა,რომელზეც არანაირი გავლენა და ნიშანი არ აქვს პროგრესული განათლებისა ან პირიქით,ისეთი სასწავლო დაწესებულება,სადაც პროგრესული განათლების ნიშნებს ყველა დეტალში დაინახავთ. მიუხედავად ამისა,სკოლები ხასიათდება იმ ღირებულებებთან მიახლოვებულობით,რომლებიც ქვევით არის ჩამოთვლილი:

ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის მიღება:

პროგრესული პედაგოგოები არ არიან მხოლოდ იმაზე კონცეტრირებულნი,რომ ბავშვი აქციონ კარგ მოსწავლედ,არამედ იმაზეც, რომ აღზარდონ როგორც კარგი ადამიანი. სწავლების მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ ის,რომ მოსწავლემ მიიღოს აკადემიური და ინტელექტუალური ცოდნა მხოლოდ ვერბალური და მათემატიკური კუთხით.

კომუნიკაცია:

სწავლების პროცესი ბავშვისთვის არ უნდა მიმდინარეობდეს სხვა მოსწავლეებისგან განცალკევებით, ცალკე გამოყოფილ მერხებზე. ბავშვები უკეთ სწავლობენ ერთმანეთისგან და ეს ნამდვილად კარგ შედეგს იძლევა. გარკვეულწილად, მოსწავლის სხვა ბავშვებთან დაკავშირება კონკურენციასაც იწვევს,რაც მოსწავლის მოტივაციასაც ზრდის და ამცირებს მომავალში საზოგადოების შიშსა და გაუცხოების შანსს.

თანამშრომლობა:

პროგრესული განათლება გულისხმობს იმას, რომ პედაგოგმა იმუშავოს მოსწავლესთან ერთად და არამარტო მისცეს მითითება რა უნდა გაკეთდეს. წახალისების ან თუნდაც სადამსჯელო ღონისძიებების გატარების გარეშეც შესაძლებელია მოსწავლესთან პრობლემების გადაჭრა და ამის საუკეთესო გზა თანამშრომლობაა. ასევე უმჯობესია ნაკლები ყურადღება დაეთმოს კონკრეტულ ქცევებს და უფრო მეტად გაანალიზდეს ის მოტივები, მიზეზები თუ ღირებულებები,რაც ამის გამომწვევია.

სოციალური სამართალი:

პასუხისმგებლობისა და სოციალური სამართლის განცდა მოსწავლისთვის მხოლოდ საკლასო ოთახით არ შემოიფარგლება. მოსწავლეებს ასწავლიან იმასაც,რომ იფიქრონ და ჰქონდეთ პასუხისმგებლობის განცდა არამხოლოდ საკუთარ თავზე, მშობლებსა და მეგობრებზე ან თუნდაც თავიანთ ქვეყანაზე,არამედ მის მიღმა. სწავლება არ უნდა იყო მხოლოდ იმის შესაძლებლობა,რომ გაიგო კონკრეტული ინფორმაცია,არამედ ამ ინფორმაციის საზოგადოდ გამოყენება უნდა შეძლო. შეძლო გაუფრთხილდე და დაიცვა სხვისი უფლება.

საკითხის ღრმა წვდომა:

როგორც დიდი ხნის წინ ფილოსოფოსმა ,ალფრედ ვაითჰედმა განაცხადა , „უბრალოდ კარგად ინფორმირებული ადამიანი ყველაზე გამოუსადეგარი სიცარიელეა დედამიწაზე“

ფაქტები და გამოცდილებაც იგივეს გვეუბნება. სწორედ ამიტომ პროგრესული განათლება კონცეტრირებულია პრობლემებზე,პროექტებსა თუ კითხვებზე–ნაცვლად კონკრეტული უნარების განვითარების,ფაქტებისა თუ ცალკეული დისციპლინებისა.

სწავლება მოსწავლეებისათვის მუდამ ახალი სირთულეების შეთავაზებას გულისხმობს ,მაგრამ ეს სირთულე სულაც აღარ იქნება თუ მოვუწოდებთ მათ ღრმად ჩაწვდნენ საქმის არსს და დავეხმარებით საკითხის არსი გააზრებულად განიხილონ.

აქტიური სწავლება:

პროგრესულ სკოლებში,მოსწავლეები სასწავლო გეგმის შედგენაში,კითხვების ფორმულირებასა და საჭირო პასუხების ძიებაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ. მოსწავლეები განიხილავენ ყოველ შესაძლებლობას და აფასებენ არამხოლოდ საკუთარ თავს,არამედ მასწავლებლებს. მეცნიერები თანხმდებიან,რომ მსგავსი ტიპის აქტიურობა სასწავლო პროცესში ხელს უწყობს ახალი იდეების ჩამოყალიბებას,განსხვავებით ტიპიური სწავლებისაგან,რომელიც უკვე მზა ინფორმაციას აწვდის მოსწავლეს.

ბავშვური,როგორც ფუნდამენტი :

ჯონ დიუვმა ტრადიციული განათლება შემდეგნაირად აღწერა: „სიმძიმის ცენტრი ბავშვის გარეთაა“,რაც გულისხმობს იმას,რომ ტრადიციული განათლება არ ითვალისწინებს ბავშვის მიდრეკილებებსა და მოთხოვნილებებს. როგორც წესი, მასწავლებლები თავიანთი სურვილიდან გამომდინარე განსაზღვრავენ თუ რა შეიძლება მიაწოდო ბავშვს, მაგრამ იშვიათად თუ ითვალისწინებენ თავად ბავშვის ინტერესებსა და მიდრეკილებებს.

მაგალითად, ერთი მეოთხე კლასის დამრიგებლის სასწავლო გეგმა ვერ იქნება იგივე,რაც აქვს მეორე მეოთხე კლასის დამრიგებელს შედგენილი. ასევე შეიძლება ითქვას,რომ გასული წლის სასწავლო გეგმა, არ შეიძლება იყოს მომავალი წლის სასწავლო გეგმის იდენტური და ა.შ.

პროგრესულ პედაგოგებს ესმით,რომ მოსწავლეზე არა მხოლოდ კონკრეტული თემატიკა უნდა იყოს მორგებული,არამედ სწავლების მეთოდიკაც.

ზოგიერთი მახასიათებელი შესაძლოა არასასიამოვნო და შემაშფოთებელი აღმოჩნდეს იმ პედაგოგებისათვის, რომლებიც ტრადიციული განათლების ტიპს ანიჭებენ უპირატესობას, ზოგიერთისათვის კი საოცრად ახლობელი იქნება და შესაძლოა სწორედ იმ იდეებს ეხმაურება, რომლებიც მათ აქვთ.

თუმცა, რა თქმა უნდა,მხოლოდ სიმპათიის გამოხატვა მსგავსი იდეების მიმართ საკმარისი არაა,საჭიროა ყოველივე ეს პრაქტიკაში განხორციელდეს და ჩაანაცვლოს არსებული ტრადიციული მიდგომა.

მოკლედ რომ ვთქვათ,პროგრესული სკოლების მთავარი მიზანი კვლევებისა და ექსპერიმენტების ხელშეწყობაა.

სალომე აფციაური

გაზიარება:

არასამთავრობო ორგანიზაცია სასკოლო კვლევების ცენტრი დაფუძნდა 2012 წლის 1 ნოემბერს. ორგანიზაციის მიზანია საფუძვლიანად შეისწავლოს ზოგადი განათლების სფეროში არსებული პრობლემები და დასახოს მათი გადაწყვეტის გონივრული გზები.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply