რას ნიშნავს იყო საუკეთესო?

0

რას ნიშნავს იყო საუკეთესო? რა ახასიათებთ წარმატებულ და მიზანდასახულ ადამიანებს?
თქვენ შეგიძლიათ ,,საუკეთესოობის’’ ტესტის ჩაბარება?

და საერთოდ, რას ნიშნავს საუკეთესო?

  1. ოპტიმისტი ხართ?

ოპტიმისტებს ყოველთვის სჯერათ, რომ ყველაფრის განვითარება შესაძლებელია. სწორედ ეს არის, რაც მათ მცდელობასა და რისკებს განაპირობებს.

  1. გაქვთ წარმოსახვის უნარი?

მსგავსი ადამიანები მომავალს ყოველთვის ხედავენ. იციან მიზნის მიღწევას რა შედეგებიც  მოჰყვება.

  1. არ გსურთ იყოთ საუკეთესო?

სტატუსკვო საუკეთესოებისთვის არ არსებობს. მათ ყველაფერი საუკეთესოს განცდა სურთ. ისინი ყველაფერში საჭიროზე მეტს აკეთებენ. რატომ? იმიტომ რომ სურთ, საუკეთესონი იყვნენ.

  1. გაქვთ თვითგანვითარების უნარი?

ერთ ეტაპზე გაჩერება არასოდეს სურთ. პროგრესისკენ მიისწრაფვიან. მათ სურთ გაიზარდნონ როგორც კარიერული, ასევე ინტელექტუალური, სულიერი და ურთიერთობების თვალსაზრისით. მუდმივად ისეთ სიტუაციაში მოხვედრას ცდილობენ, რომელიც პიროვნული ზრდის შესაძლებლობას იძლევა. იცოდეთ, პიროვნული ზრდა ეს შემთხვევითობა არ არის, ეს გზა თავად უნდა აირჩიოთ.

  1. რამდენად მისაღებია თქვენთვის კონკურსები?

საუკეთესოებს კონკურსები უყვართ, მასში სიზარმაცის დაძლევის შესაძლებლობას ხედავენ. სწორედ კონკურსია ის, რაც სწრაფი განვითარებისკენ, წინსვლისკენ უბიძგებთ.

  1. ისწრაფით, იყოთ ლიდერი?

ადამიანები ხდებიან ლიდერები, იმიტომ რომ ასე სურთ. იმ უნარების განვითარება სურთ, რომლებიც დაეხმარებათ იყონ კარგი ლიდერი.

  1. მხოლოდ საკუთარ თავზე ორიენტირებული პიროვნება ხართ?

ლიდერები სხვებზეც ზრუნავენ. ქმნიან გამოცდილებას, რომელზე დაყრდნობითაც მომავალი ლიდერები განვითარებას შეძლებენ.

  1. იცით როგორ განსაზღროთ პრიორიტეტები და შეასრულოთ?

პირველ რიგში, პრიორიტეტები განსაზღვრეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი თავში მოახვედრეთ. შემდეგ შესრულება დაიწყეთ. საუკეთესოებს უმთავრესით დაწყების უნარიც აქვთ.

  1. ურთიერთობებზე ორიენტირებული ხართ?

გახსოვდეთ, რომ წარმატებული სხვების დახმარებით ხდებით. საუკეთესოები სხვებს ეხმარებიან? დიახ, ისინი ადამიანებს წარმატების მიღწევაში ეხმარებიან.

  1. ბოდიშებს ხშირად იხდით?

როდესაც შეცდებიან, აღიარებენ და სვლას აგრძელებენ. შემდეგში სხვანაირად იქცევიან. ისინი ქმედებებს სიტყვებზე მეტად აფასებენ. თავი აარიდეთ ბოდიშების მოხდას. თქვენი სინანული ქმედებით გამოხატეთ.

  1. კარგისკენ მიისწრაფით თუ საუკეთესოსკენ?

კარგი მტერია, რადგან ის საუკეთესოსგან გვაშორებს. მიზნად ყოველთვის საუკეთესო დაისახეთ. საუკეთესო ყოველთვის საუკეთესოს ირჩევს.

  1. ბედავ ოცნებას?

საუკეთესოები ცხოვრების გაუმჯობესებაზე ოცნებობენ. მიზნების მისაღწევად უამრავ რისკზე მიდიან.

,,გაცილებით უკეთესია  ძლევამოსილი ქმედებების ჩადენა, ბრწყინვალე გამარჯვებების მიღწევა, ზოგჯერ თანმხლები მარცხითაც ვიდრე იმ სულით მდაბალთა გვერდით დგომა, რომლებიც ვერც ხარობენ და ვერც განიცდიან, რადგან ნაცრისფერ ბინდში ცხოვრობენ, სადაც არც გამარჯვებაა და არც დამარცხება’’. – თეოდორ რუზველტი.

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

ოთხი მოტივის გუნდის წევრი და პუბლიცისტი.

Leave A Reply