რას ნიშნავს იყო ბალერინა -ნინო ანანიაშვილი

0

ჰაეროვანი, სულისშემძვრელი,თითოეული მოძრაობა აღმაფრენას განიჭებს, გრძნობ,როგორ გივლის ტანში ჟრუანტელი, როგორ გინდა დაეწიო მის თითოეულ ნაბიჯს. თვალზე ცრემლი გადგება, იმიტომ რომ გგონია არაამქვეყნიურს ხედავ… ეს ბალეტია.

ბალეტი,რომელიც ტიტანურ შრომასა და მოთმინებას მოითხოვს.ბალერინა ცეკვით ცოცხლობს და ასე გადის წლები, ცეკვის გარეშე „თეთრი გედივით“ მოკვდება….

ქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი უკვე ოცდაათ წელზე მეტია სცენაზე დგას, შეგვიძლია თამამად ვთქვათ,რომ ის მსოფლიოს საკუთრებაა,კლასიკური ბალეტის შეუდარებელი სუპერ ვარსკვლავი-ასე აფასებენ მას უცხოელი კოლეგები. პრიმა ბალერინას სცენა არასდროს მიუტოვებია, გამუდმებით მუშაობის პროცესშია. უფრო მეტიც, მან საკუთარი ორმოცდაათი წლის იუბილეც სცენაზე აღნიშნა, აღსანიშნავია ის,რომ მან ბოლოჯერ შეასრულა ჩაიკოვსკის „გედების ტბა“ . სცენაზე ასვლამდე ნინოს უთქვამს: ისე უნდა ვიცეკვო თითქოს ეს ჩემი ბოლო გამოსვლა იყოსო.

ნინო ანანიაშვილმა პირველი ორმოც წამიანი აპლოდისმენტები ჰამბურგის Staatsoper ში მიიღო, როდესაც პირველად იცეკვა „გედების ტბა“.

„ნინოს თეთრი გედი ლირიკულ-დრამატულია, ჩაიკოვსკისა და ანანიაშვილის დუეტად რომ აღიქვამენ, მეტიც გედის მაგისტრს უწოდებენ… იმდენად მშვიდად, ნაზად და ელეგანტური სიმსუბუქით სრიალებს, რომ თითქოს ეს ყველაფერი უხილავია. სუფთა ენერგეტიკა, სხეულის მაგია, პლასტიკაში გრაცია, იმპოზანტური შარმი, არცერთი ცივი, ცარიელი, არაბუნებრივი მოძრაობა, მაღალი და მსუბუქი ნახტომი, თითქოს ჰაერში რჩება წამიერად, თუნდაც პირუეტები, – ერთ სუნთქვაზეა… მაშინ პუბლიკამ, რომელმაც ქართველი პრიმა ბალეტის თეატრალურობაში გაიცნო შეყვარებული გედით, შავი გედის ლეგენდარული 32 ფოეტე ორჯერ გაამეორებინეს თურმე… “ანანიაშვილი შავ გედში ნამდვილი ქარიშხალია, წარმოუდგენელი სისწრაფით აკეთებს ფოეტეს, ნახტომს, მაგრამ ამასთან ერთად აქვს ინტერპრეტაციის უნარი…” – წერდა მეორე დღეს Deutsche Zeitung.

თავად ნინო ანანიაშვილი ამბობს: ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ ჩემს მაყურებელს, ამიტომაც მინდა, რომ ყოველი ჩემი სპექტაკლი ერთმანეთზე უკეთესი იყოს.

პრიმა ბალერინა ასევე არაჩვეულებრივი დედა და პედაგოგია : ყველაზე მნიშვნელოვან დროს ჩემს ცხოვრებაში დავუთმობდი ჩემს ქალიშვილს. მას ავუხსნიდი თუ რა არის სიყვარული მშობლებისადმი, ოჯახისადმი,სამშობლოსადმი, ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლოა, მან დღეს ვერ გაიგონ ეს ყველაფერი, მაგრამ მომავალში აუცილებლად გაახსენდება.ვიცი, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ოჯახურ სითბოსა და სიყვარულს.ხოლო ჩემს მოწაფეებს მინდა ვასწავლო თუ რა არის ჩვენი ხელოვნება- ბალეტი.რომ ის არის ხელოვნება, რომელიც ყველას სიამოვნებას ანიჭებს. ვასწავლო ის, რომ სათქმელი ადამიანმა ცეკვითაც შეიძლება გამოხატოს, ყველაფერი ჩადოს მასში და მაყურებელთან ძალიან ახლოს მივიდეს…

19 მარტი ნინო ანანიაშვილის დაბადების დღეა.

მოამზადა მარიამ ნებიერიძემ.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply