რას განვიცდით ნეტარების ჟამს?

0

„…დამცხრალი ვიყავი, მაგრამ შინაგანად რაღაც მაფორიაქებდა, მინავლული ნაკვერჩხალივით, ცეცხლის ჩაქრობის შემდეგაც რომ იწვის, გავთამამდები და ვიტყვი, რომ ნეტარია ყველა, ვისაც მსგავსი რამ ერთხელ მაინც უგრძვნია ცხოვრებაში. ეს გამოუთქმელი ნეტარება სულ რაღაც რამდენიმე წამს გრძელდება, თითქოს საკუთარი სხეული ხელიდან გეცლება, ვეღარაფერს გრძნობ, გამლღვალი, დაშლილი, უსასრულობაში ჩაკარგული, ვფიქრობდი, ადამიანებს რომ შეეძლოთ, თუნდაც წამით განიცადონ ის, რაც მე განვიცადე, ეს უკუღმართი საწუთრო ფუჭად მოგეჩვენებად, ყოფიერების სიავე შეგაწუხებთ, სხეულით სიმძიმეს შიგრძნობენ… მეთქი..განა არ მასწავლიდნენ? ახლა ვხვდები, ჩემი სულის მძაფრი ლტოლვა ნეტარებისკენ მარადიული მზის გამოსხივება იყო. მისგან ნაშობი სიხარული ხსნის, აამაღლებს ადამიანს, სულში ერთხელ გახსნილი კარი კი აღარასდროს დაიხშობა. არაფერია უფრო ტკბილი და შემძარავი , ვიდრე სიყვარულის ლახვრით მიყენებული იარა. მზეს არ აქვს უფლება დასეროს სხივებით, არ დააცალოს დაკოდილს იარების მოშუშება.

ადამიანი, ძარღვებგადახსნილი, ვნებით მართული დუნდება და გონებას აღარ ემორჩილება, სული იწვის, უფსკრულთან შეხებით დაბანგული, უფსკრულში ჩაკარგული და ხედავს, როგორ სძლია გრძნობამ მის ნებას და გონებას. ესაა წამი, როცა ადამიანი, გაოგნებული თავადვე ხედავს, როგორ კარგავს გონებას.“

გვ 349.

უმბერტო ეკო, „ვარდის სურნელი“, „დიოგენე“. 2011–2012

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply