რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთაც რაღაც არ მოეწონებათ

1
ერთხელ ერთი კაცი შვილთან ერთად სამოგზაუროდ წავიდა, მათ თან ვირი მიჰყავდათ. გზად მათ ერთ სოფელს გაიარეს, რომლის დასაწყისში ერთი გლეხი კაცი შეხვდათ, რომელმაც ირონიული ტონით უთხრათ: “რა სულელები ხართ. რისთვის არსებობს ვირი, რომ თქვენს გვერდით იაროს, თუ თქვენ გატაროთო?!”
კაცმა თავისი ბიჭი შესვა ვირზე და გზა განაგრძეს. ცოტა ხნის შემდეგ მათ ადამიანთა ჯგუფს ჩაუარეს. ჯგუფში რამოდენიმე ადამიანმა ერთმანეთს გადაულაპარაკა: “ხედავთ ზარმაცი ყმაწვილი ვირზე შემომჯდარა და ხნიერი მამა კი ფეხით მოდისო.”
შეწუხებულმა კაცმა ჩამოსვა ბიჭი ვირიდან და თვითონ შეჯდა, თუმცა არც თუ ისე დიდი მანძილი ჰქონდათ გავლილი, რომ წინ ორი ქალი შეხვდათ, რომელთაც თქვეს:
“რა სირცხვილია, თავად ვირზე ზის შვილი კი გვერდით მოყვებაო”.
კაცმა აღარ იცოდა რა ექნა და შვილს სთხოვა ისიც შემომჯდარიყო ვირზე. ამის შემდეგაც დიდი მანძილი არ ჰქონდათ გავლილი, რომ მათ საპირისპირო მიმართულებით მიმავალი ორი მგზავრი შეხვდათ, რომელთაც მამა შვილს უთხრეს: “შეიშალეთ ხალხნო, რას სჩადით, ვის გაუგია ვირზე ორი ადამიანი ერთად იჯდეს , ხომ შეიძლება წელში გადატეხოთ საცოდავი ცხოველიო?!”.
ამ ყველაფრის შემდეგ კაცი ვირიდან ჩამოვიდა, ბიჭიც ჩამოსვა, შემდეგ კი თავზე ხელი დაადო და უთხრა: “შვილო, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთაც რაღაც არ მოეწონებათ, მაგრამ უნდა მუდამ გახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ ჩვენი გზაა და თავად უნდა გადავწყვიტოთ, როგორ გავივლით მასო.”
იგავის ავტორი: ეზოპე; თარგმანი: 4motivi.com
გაზიარება:

დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

Loading Facebook Comments ...

Discussion1 კომენტარი

კომენტარის დატოვება



სამოტივაციო,საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ ჟურნალი