Connect with us

ცნობილი გამონათქვამები

“პრეზიდენტობა არაფერს ნიშნავს” ხოსე მუხიკას ცხოვრებისეული აზრები

ურუგვაის ყოფილ პრეზიდენტს,  ხოსე მუხიკა, მსოფლიოში იცნობენ, როგორც ყველაზე ღარიბ  პრეზიდენტს. თავად მუხიკა ამბობს:  „მე ღარიბ პრეზიდენტს მეძახიან, თუმცა თავს ღარიბად სულაც არ ვგრძნობ. ღარიბები ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც სულ მუშაობენ იმისათვის, რომ შეინარჩუნონ ძვირადღირებული ცხოვრების სტილი. მათ გამუდმებით მეტი და მეტი უნდათ. თუ დიდი ქონება არ გაქვს, არ მოგიწევს მის შესანარჩუნებლად მთელი ცხოვრება მონასავით იმუშაო და მეტი დრო დაგრჩება საკუთარი თავისთვის.”

გთავაზობთ  ამონარიდებს მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან

,,მე ხოსე მუხიკა ვარ. ჩემი ცხოვრების პირველ ეტაპზე, ფერმერად ვმუშაობდი და ასე ვირჩენდი თავს. შემდეგ საკუთარი თავი, ცლილებებისთვის ბრძოლას მივუძღვენი, ჩვენი საზოგადოების ცხოვრების გასაუმჯობესებლად ვიბრძოდი. ახლა პრეზიდენტი ვარ და ხვალ, როგორც ყველა, მეც ჭიები შემჭამენ .  უბრალოდ გავქრები.

ხშირად მიჭირდა, ბევრი რამ დამიშავეს, ციხეშიც ვიჯექი რამდენიმე წელი.  ხომ გესმით, ეს ჩვეულებრივი ამბავია , როცა ცდილობ სამყარო შეცვალო.

საოცარია, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და ყველაზე მეტად  სიცოცხლე მიყვარს. იმედი მაქვს, ამ ქვეყნიდან წავალ, როგორც ადამიანი, რომელიც შედის ბარში და ეუბნება ბარმენს : – შემდეგ ჭიქაზე ყველას მე ვეპატიჟები.

მე განსხვავებული ვარ იმით, რომ ჩემი ფასეულობები და ცხოვრების სტილი ასახავს იმ გარემოს, რომელშიც პატივი მაქვს ვცხოვრობდე.

პრეზიდენტობა არაფერს ნიშნავს. ამაზე ბევრი მიფიქრია.  თითქმის  10 წელი გავატარე მარტო ციხის კამერაში. 7 წელი ერთი წიგნიც კი არ წამიკითხავს, ამიტომ უამრავი დრო მქონდა ფიქრისთვის და ამას მივხვდი: ან შეგიძლია იყო ბედნიერი მცირედით, ყველანაირი ზედმეტი ატრიბუტების გარეშე, იმიტომ, რომ ბედნიერება შენით იწყება, ის მხოლოდ შენშია, ან არაფერი გამოგივა.

 მე არ მოგიწოდებთ სიღარიბისკენ, მე საღ აზრს გთავაზობთ. ჩვენ მიერ შექმნილ საზოგადოებაში, ეკონომიკა სულ უნდა იზრდებოდეს და თუ ვერ იზრდება ეს დიდი ტრაგედიაა. ჩვენ შევქმენით მოთხოვნილებები, რომლებიც არ გვჭირდება: ვყიდულობთ ახალს, ვაგდებთ ძველს და ასე ვატარებთ ცხოვრებას. აი, როცა მე ვყიდულობ რამეს ან შენ ყიდულობ, შენ ფულს კი არა, შენი ცხოვრების დროს იხდი, იმ საათებს, რომელიც დახარჯე ამ ფულის მოპოვებაში. განსხვავება ისაა, რომ ამ დროს ფულით ვერ იყიდი. წამები, რომლებიც გვაქვს მუდმივად მცირდება, სამწუხაროა დროის და თავისუფლების ასე გაფლანგვა.

ურუგვაი პატარა ქვეყანაა და ჩვენ არ გვყავს პრეზიდენტის თვითმფრინავი, ეს დიდად არც გვადარდებს. სამაგიეროდ გადავწყვტეთ გვეყიდა ძალიან ძვირიანი ვერტმფრენი საფრანგეთიდან. ეს არის სამაშველო ვერტმფრენი ქირურგიული მოწყობილობებით, რომელიც დაეხმარება მოწყვეტილ რეგიონებს. ნაცვლად პრეზიდენტის თვითმფრინავისა, ჩვენ ვიყიდეთ  ვერტმფრენი , რომელიც განთავსდება ურუგვაის ცენტრში და გადაარჩენს დაშავებულებს, მათ საჭირო სამედიცინო დახმარებას გაუწევს. თუ დაფიქრდები ეს ძალიან ადვილია. ხედავთ დილემას? პრეზიდენტის თვითმფრინავი თუ სამაშველო ვერტმფრენი? ეს კითხვა ყოველთვის ასეთ არჩევნამდე მიგვიყვანს. ჩემთვის ეს საღი აზრის საკითხია .

მე არ ვამბობ, რომ უნდა დავუბრუნდეთ გამოქვაბულში და მიწურში ცხოვრებას, საქმე ამაში არაა. მე მინდა ვთქვა, რომ უნდა მოვრჩეთ რესურსების ხარჯვას არასაჭირო საგნებზე: მდიდრულ სახლებზე, რომელსაც 6 მსახური სჭირდება საარსებოდ. რისთვის არის ეს ყველაფერი, რისთვის? ეს არ გვჭირდება. ბევრად მოზომილად შეიძლება ცხოვრება. ჩვენ შეგვიძლია ვხარჯავდეთ ჩვენს რესურსებს ყოველთვის, მართლა მნიშვნელოვან საქმეზე, ეს არის დემოკრატიის ნამდვილი შინაარსი. შინაარსი, რომელიც პოლიტიკოსებმა დაივიწყეს. დემოკრატია არ ნიშნავს მეფის გვირგვინს და დიდგვაროვნებას, ეს რომ ყოფილიყო ამ ყველაფრის აზრი, მაშინ ისევ ძველ ხანებში ვიქნებოდით. რისთვის იყო რევოლუციები ადამიანის თანასწორობის იდეებით? ეს პრეზიდენტის სასახლეები ისევ ის არ არის? აგერ გერმანიაში 25 BMW-ს მოტოციკლის ესკორტი მაცილებდა, ჩამსვეს მერსედესში, თითოეულის კარი 3 ტონას იწონიდა (იმიტომ რომ დაჯავშნულია). კი მაგრამ რა ხეირია ამაში?! ესაა პრობლემა.

 მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რასაც ვფიქრობ. ჩვენ რესურსები კი არა ჩვენ ხელმძღვანელობა გვაკლია. მთავრობები იმდენად შეპყრობილი არიან მომავალი არჩევნებით და ძალაუფლებისათვის ბრძოლით, რომ ხალხი ავიწყდებათ. გარემოს დაცვის კი არა , პოლიტიკური კრიზისია. ჩვენ თვალი მოგვჭრა შოვინიზმმა და სხვაზე ბატონობის წყურვილმა. განსაკუთრებით ყველაზე გავლენიან ქვეყნებში. არადა ისინი უნდა იძლეოდნენ მაგალითს. სირცხვილია, რომ 25 წელი გავიდა კიოტოს შეთანხმებიდან და ჩვენ ისევ ისე მივჩანჩალებთ და უმარტივეს ნაბიჯებს ვერ ვდგამთ. სირცხვილია!

ადამიანი შესაძლოა ერთადერთი არსებაა, რომელსაც თვითგანადგურება შეუძლია. ჩვენ ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ და მარტო იმის იმედიღა დამრჩა, რომ მე ვცდები. ადამიანი ბუნებით ისეთი არსებაა, რომელიც ყველაზე მეტს მაშინ სწავლობს, როცა უჭირს და არა მაშინ, როცა კარგად არის. მე არ მოგიწოდებთ, რომ ეწამოთ. მე მსურს შთავაგონო ადამიანები, რომ  ეცადონ ფეხზე წამოდგომას, ყოველთვის  ღირს თავიდან დაიწყო, რამდენჯერაც არ უნდა მოგიწიოს, ვიდრე ცოცხლი ხარ. ეს არის ყველაზე დიდი გაკვეთილი ცხოვრებაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ შენ ნებდები, როცა თმობ შენს ოცნებებს. ეს ბრძოლა აძლევს აზრს არსებობას და ზოგადად, ჩვენს ცხოვრებას. შეუძლებელია, იცხოვრო და მუდამ უკმაყოფილო იყო. შეუძლებელია მუდმივად იარო ერთსა და იმავე გზაზე.

  განსაცდელი, რომელიც ცხოვრებაში გამოვიარე, არასდროს განელდება. უნდა ისწავლო, როგორ უმკურნალო ჭრილობებს და განაგრძო წინსვლა მომავლისკენ.

მე მასწავლიდნენ, რომ უნდა გვახსოვდეს წარსული, თუ გვინდა იგივე არ გავიმეოროთ. მე კი ვიცი, რას ნიშნავს ადამიანი. ეს  ერთადერთი ცხოველია, რომელიც ერთსა და იმავე ქვაზე 12 ჯერ წაიტეხს ცხვირს. ყველა თაობა მაინც საკუთარ გამოცდილებაზე სწავლობს და არა წინების. მე არ მაქვს იდეალისტური წარმოდგენა. რა შეიძლება ისწავლო სხვისი გამოცდილებიდან? არა ჩვენ გაკვეთილს მხოლოდ საკუთარი გამოცდილებიდან ვიღებთ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვხედავ და არავისთან ვალში არ ვარ.

გაზიარება:
კითხვის გაგრძელება
რეკლამა
რედაქტორი გირჩევთ:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: ცნობილი გამონათქვამები

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ