პოპ არტი-ავთო ვარაზი

0

ნახატები გულდასმით გადაარჩია და მათგან ყველაზე საუკეთესო კედელზე გააკრა . ავთო ვარაზი პირველი პერსონალური გამოფენისთვის ემზადებოდა.

უბრალო ფურცელზე ფერადი ფანქრებით შესრულებული ნახატი მთელი საღამო კედელზე , გამოსაჩენ ადგილას ეკიდა. სტუმრები მოვიდნენ და ისე წავიდნენ , რომ სურათისთვის ერთხელაც არ შეუხედავთ . მაშინ ავთო ვარაზი ხუთი წლის იყო… ვარაზი მუდამ საკუთარ სამყაროს ხატავდა , მისი სამყარო კი სევდა იყო .

ყოველთვის მიკვირდა, თუ როგორ შეიძლებოდა მხატვრობის შესწავლა , თუ რას ნიშნავს თვითნასწავლი. თავისი თავის მასწავლებელი მხატვარი თვითონ უნდა იყოს. თვითონ თუ არ დაინახა და ვერ შეიგრძნო, სხვა ვერც დაანახებს და ვერც შეაგრძნობინებს .

ნატურმორტი ადამიანის ისეთი პორტრეტია, რომელშიც იგი კი არ აისახება, არამედ შეიგრძნობა.

რაც უფრო მეტი დრო გადის მით უფრო ვშორდები საკუთარ თავს. ნატურა და წიგნები ჩემი „მეობის „ აღდგენისთვის მეხმარებიან.

მუდმივად მაწვალებს კითხვა : აქვს თუ არა ადამიანს ხატვის უფლება ? ხელს იშვიათად ვაწერ წიგნზე ,სისულელედ მეჩვენება , გაიხსენეთ უსახელო ტაძრები, ფრესკები…

სკოლანდელ ასაკსი ძალიან მინდოდა ბეთჰოვენს დავმზგავსებოდით , სარკეში ვიქცირებოდი და ტუჩს ვბერავდი – უშედეგოდ … შემდეგ ღამე ბალიშის ქვეშ დანას ვიდებდი და ძილში თავის მოკვლაზე ვფიქრობდი .

ძნელია ადამიანს დაანახო და შეაგრძნობინო ის რასაც იგი ვერ ხედავს და ვერ შეიცნობს. ფერწერა ჩემთვის იყო ღიღილო გლეხისა და არა – სიმღერა არტისტისა სცენიდან. ერთხელ სახლსი მოსულს შარვალი გაუხდია და იატაკზე დაუგდია .რომ შეხედა შორიდან ხარის თავი „უყურებდა“ . მხატვრის ძმიშვილი იხსენებს :უცებ მივიდა , შარვალს წებო დაასხა, გაშრობის შემდეგ მის ფერწერულად დამუშავებას  შეუდგა . ავთოს პოპ არტებს ხშირად ეწირებოდა მეგობრების შარვლები“.

დღეს ავთო ვარაზის დაბადების დღეა. 

მოამზადა მარიამ ნებიერიძემ

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply