პოლ არდენი – მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვინ ხარ, არამედ…

0

მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვინ ხარ, არამედ ის, ვინ გინდა გახდე – ასე თვლის მსოფლიოს სარეკლამო ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, British Airways-ის, Nivea-ს, Toyota-ს და სხვა უმსხვილესი ფირმების სარეკლამო კამპანიების შემქმნელი პოლ არდენი. მისი თქმით, მდიდარი ადამიანებიდან ცოტას თუ აქვს განსაკუთრებული ნიჭი, განათლება ან გარეგნობა. მათ სიმდიდრეს და გავლენას მონდომების ხარჯზე მიაღწიეს. არდენი, საკუთარ წიგნში „მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვინ ხარ, არამედ ის, თუ ვინ გინდა გახდე“, გვაძლევს წარმატებისთვის საჭირო 46 მოკლე რჩევას პირადი გამოცდილებიდან. გთავაზობთ რამდენიმეს მათგანს, რომელიც გამორჩეულად სასარგებლო და ორიგინალურია.

ეძებეთ არა ქება, არამედ – კრიტიკა

თუკი რამე კარგად გააკეთეთ, იმის ნაცვლად, რომ სხვებს ჰკითხოთ, მოეწონათ თუ არა, ჰკითხეთ, მათი აზრით, რა არის გასაუმჯობესებელი.

ეძებეთ პოზიტივი

თუკი თქვენს ახალ იდეაში არის ჭეშმარიტების მარცვალი, მისი დამუშავება უსასრულოდ შეგიძლიათ.

ნუ დაელოდებით მომდევნო იღბლიან შემთხვევას…

გამოიყენეთ შესაძლებლობები. ყველას გვსურს, მივიღოთ იდეალური ტექნიკური ამოცანა იდეალური დამკვეთისგან, მაგრამ ასეთი რამ ძალზედ იშვიათია. ხშირად, ყველაზე კარგ გადაწყვეტილებებს ის ადამიანები ღებულობენ, რომლებიც რთულ დავალებებს ეჭიდებიან.

ნუ დაფარავთ იდეებს

თუკი გასცემთ ყველაფერს, რაც გაქვთ, აღარაფერი დაგრჩებათ. ამის შემდეგ დაიწყებთ რაღაც ახლის ძიებას, რათა სიცარიელე ამოავსოთ. გამოდის, რომ რამდენადაც ბევრს გასცემთ, იმდენად მეტს მიიღებთ.

როგორ დავარწმუნოთ კლიენტი

როგორც წესი, კლიენტი მკაფიოდ უთითებს, თუ რა სურს. თუკი მას აჩვენებთ, რაც გინდათ თქვენ, გეტყვით: „მე ეს არ მსურს“. მაგრამ თუ თავიდანვე შესთავაზებთ მისთვის სასურველს, იგი მოდუნდება და განიხილავს თქვენს ვარიანტს. კლიენტი შეძლებს, გულისხმიერება გამოიჩინოს და თავი კუთხეში დაყენებულად არ იგრძნოს.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply