პოეზიის დედოფალი– ანა კალანდაძე

0

თანამედროვე ქართულ პოეზიაში ანა კალანდაძე გამორჩეული და თვალსაინო ფიგურაა. იგი უშურველად აღიარა ხალხმა თავისი პოეზიის დედოფლად და ქართული მწერლობის ცოცხალ კლასიკოსად, მისი პოეზია სიყვარულის აპოლოგიაა,რომელსაც მრავალი შენაკადი აქვს. მის შემოქმედებაში სიყვარულის მარადიული გრძნობა ისევე მრავლისმომცველია,როგორც სამშობლოს თემაზე შექმნილი პოეზია.

ანა კალანდაძის ტალანტის დაბადება, სწორედ, რომ ის ნაყოფიერი ნიადაგია, რასაც მრავალსაუკუნოვანი ქართულისულიერება ეწოდება.

ანა კალანდაძემ ერთდოულად ორი საქმე გაკეთა – პირველ რიგში, დაჩრდილა პათეტიკური ნაკადი, ხოლო შემდეგ, გაფანტა სიმბოლური ბურუსი. ქართული ლექსი რეალური, ადამიანური განცდებით შემოსა და მართალი და სუფთა გრძნობებით დატვირთა, სავსებით სამართლიანად შენიშნა მწერალმა გურამ ასათიანმა: „ანა კალანდაძემ ქართულ პოეზიაში შეავსო წლების მანძილზე გაჩენილი დიდი, აუტანელი სიცარიელე. მან პირველმა, საკმაოდ ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ, კვლავ შეაღო კარი ჩვენიპოეტების მიერ თითქმის მიიწყებულ სამყაროში და თითქოს თავიდან აგმოაჩინა იგი – პირველქმნილ მარად გარდუვლ სულიერ ფასსეულობათა სამყარო.

ანა კალანდაძე დღეს თანამედროვე ქართული პოეზიის მძლავრი მაჯისცემის პოეტია. ვისაც ეს სწამს და სჯერა , უთუოდ ისიც იცის, რომ იგი არასოდეს დაძველდება , მის ლექსებსა და ჩვენს სულებს შორის მყარი კავშირი არასოდეს გაწყდება.

ანა კალანდაძის სწორუპოვარი პოეზიის გარდა, ჩვენს წარმოდგენაში არსებობს თვითონ ანა კალანდძის – როგორც მოქალაქის სახე, რომელიც კარგა ხანია ლიტერატურულ ფენომენად იქცა. ქართველ პოეტთა ლექსებიდან გამოიყურება თანმეროვე ქართული პოზიის დედოფალი, – ღრუბლებში ამაღლებული , კდემამოსილი, უსთნოესი პიროვნება, თავისი სიამაყით მარადის თავაწეული და ამა ქვეყნის ყაყანს, თითქოს და გარიდებული, ეულად მდგარი განზე, როგორც ჭეშმარიტ პოეტს შეჰფერის – მიუკერძოებელი და მოუსყიდველი. ტკივილისა და წამების, დიდი განცდისა და შთაგონების გარეშე არ არსებობს ღირებული, ფასეული პოეზია. სწორედ, დიდი სულიერი ძვრების, შინაგანი წვისა და ფორიაქის, განგაშის გამოძახილია ანას მრავალმხრივი შემოქმედება. სწორედ აქედან იღებს სათავეს მისეული პოეტური განცდის უშუალობა, სიწრფელე, ჰაეროვნება, და სისადავეში გაბნეული სირთულეც. ლირიკული გრძნობის მდინარებაში, მოძრაობაში, სტრიქონების დინამიურ დინებაში ნათლად, მკაფიოდ და ლაკონურად იხატება მისი ზოგჯერ მოუსვენარი, დაუოკებელი და ამასთან ერთად შეხედვით, ლოცვასავით მშვიდი ბუნება, მისი ყოველი ლექსი საინტერსოდ წარმოსახავს ავტორისავე ფიზიკურ და სულიერ სახეს.“ – აღნიშნავს მწერალი რევაზ მიშველაძე.

ანა კალანდაძე უკვე გამარჯვებული პოეტია. მის პოეზიაში მარადიული ნათელი ბუდობს. მისი პოეტური ქვეყანა სვეტიცხოველივით მაღალი ტაძარია, იმ განსხვავებით, რომ იგი მცხეთაში კი არა , მთაწმინდის ბორცვზე დგას და სულიერ სიწმინდეს აშუქებს ყველა მიმართულებით.

დღეს ანა კალანდაძის დაბადების დღეა.

მოამზადა ნათია ბეგლარაშვილმა

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply