Connect with us

იგავები

პატიოსანი მოქანდაკე

ერთხელ ერთი კაცი უცხო ტაძარს ეწვია,სადაც მოქანდაკე ღმერთის კერპს აქანდაკებდა. კაცმა შეამჩნია,რომ იქვე ზუსტად იგივე ქანდაკება იდგა, რომელზეც მოქანდაკე მუშაობდა.
– რაში გჭირდებათ ორი ერთნაირი კერპი? – იკითხა გაკვირვებულმა კაცმა.
– არც არაფერში – უპასუხა მოქანდაკემ კაცს, მაგრამ პირველის კეთებისას მცირე შეცდომა დავუშვი და ამის გამო ვაკეთებ ახალს.
კაცმა გულდაგულ დაათვალიერა კერპი, თუმცა რაკი ვერანაირი დაზიანება ვერ აღმოაჩინა კვლავ იკითხა:
შეგიძლიათ მითხრათ სად არის დაზიანებული?
– ქანდაკების ცხვირზე პატარა განაკაწრია – აუღელვებლად უპასუხა მოქანდაკემ კაცს.
–  სად უნდა დადგათ ქანდაკება? – დაინტერესდა კაცი.
– ტაძრის ერთ–ერთ სვეტზე, დაახლოებით 20 ნაბიჯით მაღლა – უპასუხა მოქანდაკემ.
და თუ ასე შორს აპირებთ დადგმას, ნამდვილად ვერავინ შეამჩევს შეამჩნევს ასეთ უმნიშვნელო წვრილმანს და შესაბამისად არავის ეცოდინება მის შესახებ – ირონიული ღიმილით თქვა კაცმა.
მოქანდაკემ დროებით შეწყვიტა მუშაობა, შეხედა კაცს და ღიმილით უპასუხა:
“მე და ღმერთს გვეცოდინება!”
იყავით მართალი საკუთარ თავთან.. განვითარებისა და სრულყოფის სურვილი ადამიანისთვის თვითმიზანი უნდა იყოს და არა სხვისთვის თავის მოწონების საშუალება.
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: იგავები

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ