პატიება – ეს ბედნიერების გასაღებია

0

ხშირად მესმოდა, რომ პატიება მშვიდი ცხოვრების გარანტიაა. ვერ ვხვდებოდი, რა დადებითი შედეგი უნდა მოეტანა ჩემთვის იმ ადამიანისთვის მიტევებას, რომელმაც ოდესღაც გული მატკინა. მეტიც, ზოგიერთი თქვენგანი პატიებას სისუსტის უდიდეს გამოხატულებად მიიჩნევს. მე კი მინდა მათ მივმართო და ავუხსნა, რომ სასტიკად ცდებიან.

აპატიო ვინმეს, ეს საერთოდ არ არის მარტივი. ყველას განგვიცდია მსგავსი ტკივილი და ვიცით, რომ წყენისგან განთავისუფლება ადვილი სულაც არ არის. ეს ჭრილობას გავს, რომელიც დროთა განმავლობაში შესაძლოა გაღრმავდეს კიდეც. რა რეაქცია გაქვთ ხოლმე პირველად? სავარაუდოდ თქვენც გიჩნდებათ შემდეგი კითხვები: ,,როგორ გამიკეთეს ეს?’’, ,,რატომ მაინცდამაინც მე?’’. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში ეს კითხვები უპასუხოდ რჩება. ყველაფერი პრობლემის სიმძიმეზეა დამოკიდებული.

პატიებისთვის ძალის მოკრება ტკივილისგან განთავისუფლებაში გეხმარებათ. არ მისცეთ გაბრაზებას თქვენი შთანთქმის საშუალება. ბრაზი ხომ ის ემოციაა, რომელიც თავის გამოჩენას ყველგან და ყოველთვის ახერხებს.

გიფიქრიათ, რომ ხშირად გულისტკენის მიზეზი ჩვენთვის ყველაზე საყვარელი ადამიანები ხდებიან ხოლმე?! მათთვის მარტივი სათქმელია : ,,მალე დაივიწყებს.’’ ერთხელ შენიშნეს, რომ თქვენი დათანხმება არ იყო მარტივი, მალევე დაივიწყეს. თქვენგანაც მსგავს რეაქციას ელოდნენ.

ზოგი ფიქრობს, რომ თუკი აპატიე, ეს ნიშნავს, რომ დაივიწყე კიდეც. სათქმელად ადვილია. ყველაზე რთული კი იმ ჭრილობის მოშუშებაა, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი გაყენებთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფიქრობთ, რომ თქვენს მიმართაც იმავეს გრძნობდნენ. ადამიანებს საკუთარი ემოციები მართავთ. კარგია, თუკი პატიების უნარი შეგწევთ, მაშინაც კი, როდესაც ფიქრობთ, რომ ამ ფაქტს ვერასოდეს დაივიწყებთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელსაც არ შეუძლია მარტივად ენდოს ადამიანს, რომელმაც იმედები გაუცრუა.

არაფერია ცუდი იმაში, აპატიო იმ ადამიანს, რომელთან ურთიერთობის გაგრძელებაშიც ეჭვი გეპარებათ. შენდობით თქვენს სულში მშვიდობა დაისადგურებს.

ნურავის მისცემთ უფლებას თქვენი დრო და ენერგია ბოროტების დათესვაში გაკარგვინოთ.

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply