პატარა გოგონა, რომელმაც 60 000 ადამიანი გადაარჩინა

1

9 წლის გოგონა სიეტლიდან რეიჩელ ბეკვიტი აფრიკის გაჭირვებული მოსახლეობისთვის სასმელი წყლის საყიდლად ფულს აგროვებდა. ასევე სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის პარიკების დასამზადებლად საკუთარ თმას აბარებდა. რეიჩელი საშინელ ავარიაში დაიღუპა, მაგრამ მისი უკანასკნელი სურვილი ხსნად ექცა 60 ათას ადამიანს!
.
ერთხელ სიეტლს საქველმოქმედო ფონდის “ქველმოქმედება: წყალი” (Charity: water) ხელმძღვანელი სკოტ ჰარისონი ეწვია. მის ლექციას რეიჩელიც დაესწრო. გოგონამ მოისმინა, თუ როგორ იტანჯებიან ადამიანები სასმელი წყლის უკმარისობისგან უღარიბეს ქვეყნებში. რეიჩელი შეძრა კადრებმა, რომელშიც ადამიანები სვამდენ ბინძურ წყალს გუბეებიდან თუ ჭაობებიდან და რის გამოც შემდგომ სხვადასხვა ინფექციებისგან იღუპებოდნენ.

24

რეიჩელმა სთხოვა მშობლებს, მისი დაბადების დღისთვის არავინ დაეპატიჟებინათ, ხოლო მეგობრებს სთხოვა, საჩუქრების მიტანის ნაცვლად თანხები ფონდში გახსნილ მის გვერდზე გადაერიცხათ. საკუთარ გვერდზე გოგონა ფულს აგროვებდა უწყლობით დატანჯული აფრიკელებისთვის ჭების გასაკეთებლად.
ფონდის გათვლებით, 15 ადამიანის გადასარჩენად რეიჩელს 300 დოლარი უნდა მოეგროვებინა. ეს არ იყო მისი პირველი საქველმოქმედო აქტივობა. 9 წლის ასაკისთვის მან ორჯერ მოიზარდა თმა და ჩააბარა ონკოდაავადებებით შეპყრობილი ბავშვებისთვის პარიკების დასამზადებლად.

54

თუმცა დაბადების დღის საჩუქრებზე ფულის დაზოგვით მხოლოდ 220 დოლარი შეგროვდა – რეიჩელმა მეტი ვეღარ მოასწრო… ფონდში გვერდის გახსნიდან თვენახევარში სიეტლში დიდი ავტოავარია მოხდა – ერთმანეთს 13 ავტომობილი შეეჯახა. ათობით ადამიანი მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში მოხვდა. საბოლოოდ, მხოლოდ რეიჩელი დაიღუპა. გოგონა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს, თუმცა გონებაზე არ მოსულა. ამ დროის მანძილზე მისი ნათესავები და მეგობრები მცირე თანხებს სწირავდნენ ფონდში რეიჩელის ანგარიშზე. თანდათან თანხების ოდენობამ სრაფად დაიწყო ზრდა და საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. როცა თვენახევრის შემდეგ ექიმებისთვის ცხადი გახდა, რომ რეიჩელი გონებაზე ვერ მოვიდოდა, იგი ხელოვნური აპარატიდან გამორთეს… თუმცა მისი უკანასკნელი თხოვნა – აფრიკელებისთვის სასმელი წყლის ფულის შეგროვების თაობაზე ცნობილი გახდა ასობით ამერიკელისთვის.

34

ფონდის ხელმძღვანელმა სკოტ ჰარისონმა, ვისმა ლექციამაც ასე შეძრა რეიჩელი, როდესაც მისი სიკვდილი გაიგო, გოგონას ინტერნეტ გვერდი კვლავ გახსნა. სკოტი სიეტლელ გოგონას არასდროს შეხვერდია: მაშინ ლექციის შემდეგ რიგი კითხვების დასასმელად ძალიან გრძელი გამოდგა, რეიჩელის დედას კი ეჩქარებოდა… ახლა კი ჰარისი ყოველდღე ხედავდა, როგორ მოედინებოდა ფულის ნაკადული რეიჩელის ანგარიშზე მისი უკანასკნელი სურვილის შესასრულებლად.
.
“კამპანიამ ჯერ იმ ეკლესიის მრევლი მოიცვა, სადაც რეიჩელი დადიოდა და რამდენიმე დღეში 100 ათას დოლარზე მეტი შეგროვდა. შემდეგ მთელი სიეტლი ჩაერთო – 300 ათასი, 400 ათასი და მერე ვეღარც ვხვდებოდით, რა ხდებოდა”, – ჰყვება ჰარისონი. ათობით ათასი ადამიანი მთელი მსოფლიოდან სწერდა გოგონას გვერდზე ამაღელვებელ წერილებს. სხვადასხვა ქვეყნების ბავშვები კი ხსნიდნენ საკუთარ ყულაბებს და მშობლებს სთხოვდნენ ფული რეიჩელისთვის გადაერიცხათ. მშობლები კი თავის მხრივ ფულს ამატებდნენ.

64

2011 წლის ოქტომბერში, როცა სახსრების შეგროვების აქცია დასრულდა, გამოირკვა, რომ 31 997 ადამიანმა ფონდს 1 265 823 დოლარი შესწირა.

რეიჩელის დედა, სამანტა პოლი, რომელიც შვილის სიკვდილის შემდეგ მდგომარეობიდან ჯერ არ იყო გამოსული, სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა სატელევიზიო ეკრანებზე გულუხვობისთვის მადლობის გადასახდელად.

74

“მე შემძრა ამ საყოველთაო მხარდაჭერამ და ყოვლისმომცველმა სიყვარულმა. ეს ერთდროულად უდიდესი ტკივილიცაა და ბედნიერებაც”, – განაცხადა სამანტამ.
რეიჩელის მშობლებს ეძახიან სტადიონებზე და ფეხზე ამდგარი სავსე ტრიბუნები მათ უსასრულო ოვაციებით ხვდებიან.
.
“იცით, რას გავაკეთებთ რეიჩელის გარდაცვალების წლისთავზე? დედამისთან ერთად ვიმოგზაურებთ აფრიკის ერთი სოფლიდან მეორეში, მესამეში, მეოთხეში და ა.შ. , სადაც რეიჩელის წყალობით უკვე არის წყალი. სამანტა შეხვდება ათი ათასობით ადამიანს, რომელთაც მისმა გოგონამ მოუტანა ჯამრთელობა, ბედნიერება და ახალი სიცოცხლე”, – დასძენს ფონდ “ქველმოქმედება: წყალის” დამაარსებელი სკოტ ჰარისონი.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

Discussion1 კომენტარი

  1. მოკვდა ეს სიცოცხლის საწინააღმდეგო მდგომარეოობა და სულაც არ ნიშნავს რომ იგი ღმერთთან აგრძელებს სიცოცხლეს. ღმერი სიყვარულია წერია ბიბლიაში ღმერთი სიყვარულს კი არ ავლენს ღმედ თავად არის სიყვარული და როგორ ფიქრობთ თავად სიყვარული ჯერ დაგვაჯილდოებს შვილებით გაგვახარებს გაგვაბედნიერებს და მერე წაგვართმევს? იმისთვის წაიყვანს რომ დავიტანჯოთ და მუდამ გვენატრებოდეს საკუთარი შვილები?ასეთ ღმერთი ნამდვილად არ შემიყვარდებოდა.და მეირე თუ ღმერთთან მიდიან ჩვენი საყვარელი ადამიანები რაღას ვტირივათ და მოვთქვამთ?

Leave A Reply