პანდა

0
დღე პირველი: გავაღე კარი, სამსახურს ვეძებდი არ მახსოვს რა იყო და როგორ და აღარც ის ტექსტი მახსოვს რას ვბოდიალობდი.. ის კი ვიცი, რომ ეს სახე ახლობელი იყო და თითქოს დიდი ხნის წინათ ჩემთან ახლოს იყო, ძალიან ახლოს…
დღე მეორე: ამჯერად კარი ღია დამხვდა ცისფერი მაისური ეცვა და ბრდღვიალებდა. რამ გადამრია?! დავეწებე ერთ ადგილას და წინა ვიზიტის პასუხს ველოდი. ვერც კი გავიგე რა მითხრა…უკან გამოვბრუნდი.
…50 წლის ასაკში პირველად დავინახე ჩემი სიყვარული. სიყვარული რომელიც ჩემი არასოდეს არ იქნება, თუმცა იმითაც კმაყოფილი ვარ, რომ  ვმუშაობ იმ სამსახურში,სადაც მას ყოველდღე ვხედავ და მე ბედნიერი ვარ.
თვალებს ეძინება, ტვინს კი არა. ვზივარ და ვწერ და რას კაცმა არ იცის… (მგონი “გავრეკე” კიდეც) ჩემს თავს ვატყობ რომ ოდესღაც აუცილებლად დავიღლები და ეს “ოდესღაც”ძალიან მალე ახლოვდება… და მეშინია… მეშინია ამის შემდეგ როგორ უნდა ვიცხოვრო? უკვე არ ვიცი…
ყოველდღე ერთი და იგივე, ტრადიციული პროცედურების მერე ჯდები ერთ ჭიქა ყავასთან და ყვავთან (მეგობართან. სიშავის გამო ვეძახი)ერთად ვსვამთ.
ფიქრობ რომ მოვა როგორ მოიქცე? შეხედო? არ შეხედო? გაუღიმო? ანდა რა ქნა? სად გაიქცე? რა აკეთო?
ვის გავექცე? მას, თუ გავექეცი მისი სიყვარული თან მომყვება, რაც უფრო ვუახლოვდები ადგილს, სადაც სიმწრით მოფიქრებულ ცვლილებების მოპოვებას ვაპირებ, მით უფრო ცხადად ვგრძნობ, რომ მაინცდამაინც ჭკვიანური არ უნდა იყოს ეს მცდელობა.ვჩერდები, მოლოდინი მართლდება…
აქ კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმაში, რომ რაზეც არაერთხელ მიფიქრია: რომ ყველაფერი დავაგვიანე, რომ ვერარაფერს შევცვლი, რომ ეგებ დადგა დრო შევეგუო იმას, რაც მაქვს და შევეშვა საკუთარი თავის წვალებას და ღრღნას…
ვწერ, ვწერ და მეღიმება რაღაც მიხარია. რა? წესით წარუმატებლობა არ უნდა მახარებდეს… პასუხსაც ვპოულობ და კიდევ ერთხელ ვუმეორებ საკუთარ თავს: მე შემიძლია საკუთარ თავს მოვუფიქრო,თუ როგორ გადავხარშო ეს ყველაფერი. “პანდა”ს სიყვარული არ შეიძლება. მას ოჯახი აქვს. ბედნიერია. შეჩვეული ვარ მარცხს როგორ გავუძლო…
უმეტეს შემთხვევაში სინანული და შეცდომა განუყოფელია და რაკი ჩვენი ცხოვრებაც გაუთავებლად შეცდომების დაშვებაა, მაშინ ხომ ცხადია, რომ სინანულიც სულ შენს გვერდითაა… უშვებ შეცდომებს უფრო სწორად, რომ უშვებ მერე ხვდები, რომ შეგეშალა. მანამდე, რომც გეგრძნო სადღაც გულის სიღრმეში მაინც არ დაიჯერებდი… რომც დაგეჯერებინა და არ დაგეშვა, მაშინ იმას ინანებდი, რატომ არ გავაკეთე ის, რასაც ვაპირებდიო და ვეღარ გაიგებ შეცდომა იქნებოდა ეს, რომ გაგეკეთებინა, თუ არა…
უშვებ შეცდომას და მერე ნანობ, ნანობ… მერე ეჩვევი და უცებ ერთხელაც ისე ირგებ ამ სინანულსაც და შეცდომასაც, რომ უამათოდ აღარც წარმოგიდგენია არსებობა… ხვდები ყველაფერ ამას და ამ სინანულს სადღაც კმაყოფილებაც კი ახლავს უკვე… რაღაცნაირად თვითშეფასებაც გეცვლება და უფრო მყარი ხარ გადაწყვეტილებებში.
ვნანობ… ვნანობ ის და სიყვარული ერთად,რომ შემოვიდნენ ჩემში… და ორივე უკითხავად დავაბინავე…
ნახევარი საუკუნეა ვცხოვრობ. გააჩნია ზღვარი სადამდეა, თორემ შეიძლება ნახევარიც არ იყოს, ან თუნდაც მთელი. კმაყოფილი არ ვარ, არც თავით და არც საკუთარი ცხოვრებით. ერთი ნათელი წერტილი და ჩემი ნავთსაყუდელი “‘ჩემი” ნებიერა პანდაა…
ყველას თავისი შეხედულება აქვს, საკუთარი გემოვნებიდან, თვალსაწიერიდან, მენტალობიდან, ინტელექტიდან, ადამიანობიდან გამომდინარე. ამიტომაცაა რთული ადამიანური ურთიერთობები.
შენიშვნა: ისტორიის ავტორი უცნობია. 
 
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply