ოშო: “თუ არ არსებობს კითხვა, არ არსებობს პასუხიც”

0

პრობლემის მოგვარება, თავის თავში, ისეთი პასუხის პოვნასაც გულისხმობს, რომელიც ინტელექტუალურ კმაყოფილებას გვანიჭებს. პრობლემებისგან სრულად გასათავისუფლებად კი საჭიროა მეთოდი, რომელიც გვაჩვენებს, რომ ისინი არ არსებობენ. თუ ყველა პრობლემა ჩვენი შექმნილია, საჭიროც აღარაა მუდმივად პასუხი ვეძებოთ.

გასხივოსნებულ ცნობიერებას პასუხი არ აქვს. არც მშვენიერებას სჭირდება კითხვები.

მისთვის კითხვები არ არსებობს. თუმცა ადამიანები სხვაგვარად ფიქრობენ: მათი აზრით, გასხივოსნებულ კაცს ყველაფერზე უნდა ჰქონდეს პასუხი. სინამდვილეში კი მას პასუხები არ გააჩნია,რადგან საერთოდ არ აქვს კითხვები. განა შეიძლება კითხვების გარეშე ვიპოვნოთ პასუხი?

სიკვდილის წინ, მეგობრებით გარშემორტყმულმა დიდმა პოეტმა, გერტრუდ სტაინმა, მოულოდნელად თვალი გაახილა  და იკითხა: „რა არის პასუხი?“

იმ წამს, იქვე მყოფმა კაცმა მიუგო: „თუ არ ვიცით რა არის კითხვა, როგორ უნდა ვიცოდეთ პასუხი?!

მაშინ მან უკანასკნელად ამოისუნთქა და თქვა: „კარგით, მაგრამ რა არის შეკითხვა?“ უცნაური აღსასრულია.

ერთგვარი სიამოვნებაა, როცა პოეტების, მწერლების, მხატვრების, მოცეკვავეებისა და მომღერლების უკანასკნელ სიტყვებს ვეცნობით. მათში ყოველთვის არის რაიმე ღირსშესანიშნავი.

მან იკითხა: „რა არის პასუხი?“ თითქოსდა ეს კითხვა არ უნდა იყოს სხვებისთვის უცხო. შეკითხვა ყველასთვის ერთი და იგივეა და მისი არტიკულაცია არ არის საჭირო. მას ეჩქარებოდა და ნაცვლად იმისა, რომ სწორ გზას გაჰყოლოდა – ანუ ჯერ შეკითხვა დაესვა და შემდეგ პასუხი მოესმინა, მან უბრალოდ იკითხა: „რა არის პასუხი?“

კითხვა ყველასთვის ნათელია, თუმცაღა შეიძლება ვიღაც სულელმა მაინც იკითხოს: „როგორ უნდა ვიცოდეთ პასუხი, როცა შეკითხვა არ ვიცით?“

კითხვა ერთი შეხედვით ლოგიკურია, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა. ეს უბრალოდ სულელური შეკითხვაა ადამიანისთვის, რომელიც კვდება. თუმცა ღარიბმა ქალმა კიდევ ერთხელ გაახილა თვალი და იკითხა: „კარგით, მაშინ რა არის შეკითხვა?“ ირგვლივ სიჩუმე ჩამოდგა.

არც შეკითხვა იცის ვინმემ და არც პასუხი. ფაქტია, თუ არ არსებობს კითხვა, არ არსებობს პასუხიც. ამ ქაოსში ცხოვრების ორი გზა არსებობს, რომელიც ჩვენს გონებაშია. იქ კი მილიონობით კითხვაა და მილიონობით პასუხი. და თითოეული პასუხი, ასობით სხვა კითხვას ბადებს, რაც ასე უსასრულოდ გრძელდება.

მაგრამ არსებობს ცხოვრების მეორე გზაც: იცხოვრო ცნობიერაბაში, სადაც არც კითხვებია და არც პასუხები.

მე რომ იქ ვყოფილიყავი, როდესაც გერტრუდ სტაინი კვდებოდა, აუცილებლად ვეტყოდი: „ეს არ არის წამები, რომლებიც კითხვებსა და პასუხებს უნდა მიუძღვნათ. გახსოვდეთ, თუ არ არსებობს კითხვა, არ არსებობს პასუხიც: არსებობა აბსოლუტურად თავისუფალია კითხვებისა და პასუხებისგან. გარდაიცვალო ყოველგვარი კითხვებისა და პასუხების გარეშე, ნიშნავს უბრალოდ უხმოდ, შეგნებულად და მშვიდად გარდაცვალებას.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Comments are closed.