ოპტიმისტი და პესიმისტი

0

ისტორია მოგვითხრობს ტყუპებზე, რომელთა შორის ერთი ძალიან ოპტიმისტი იყო, ხოლო მეორე პესიმისტი. მშობლები ძალიან წუხდნენ მეორე შვილის გამო და ფსიქოლოგთან მივიდნენ,რომ დახმარება ეთხოვათ.

საჩუქრები უყიდეთ და სხვადასხვა ოთახში შეიყვანეთ, რათა ცალ–ცალკე დაათვალიერონ ისინი. პესიმისტ ბიჭს საუკეთესო სათამაშოები აჩუქეთ, ხოლო ოპტიმისტს ძალიან ცუდი” – ღიმილით შესთავაზა მათ ფსიქოლოგმა.
მშობლებმა ზუსტად ისე გააკეთეს, როგორც ფსიქოლოგმა ურჩიათ.როდესაც პესიმისტის ოთახში შევიდნენ მშობლებს მისი წუწუნის ხმა მოესმათ: ” არ მომწონს ამ კომპიუტერის ფერი… დარწმუნებული ვარ ეს კალკულატორი მალე გატყდება… არ მომწონს ეს სათამაშო, ვიცი, ჩემს ძმას უფრო კარგი და დიდი სათამაშო აჩუქეთ!!!”.

ამის შემდეგ მშობლები იმ  ოთახში შევიდნენ, სადაც მათი პოზიტიური ვაჟი ათვალიერებდა საჩუქარს და გაოცდნენ. იგი ხითხითებდა და ამბობდა: “ვერა, ვერ დამაჯერებთ ! სადაც ამდენი ნეხვია, იქ ერთი ცხენი მაინც იქნება”.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply