ოთხი ძირითადი მიზეზი რის გამოც ადამიანები მიზნებს არ ისახავენ

0

ბრაიან ტრეისის შეხედულებით არსებობს ოთხი მიზეზი რის გამოც ადამიანები მიზნებს არ სახავენ:

1. მიზნები არაა მნიშვნელოვანი

პირველი მიზეზი ისაა, რომ ადამიანები ვერ აანალიზებენ მიზნების მნიშვნელობას. თუ იზრდებით ოჯახში, სადაც მიზნებს არ ისახავენ, გაქვთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც მიზნებს არ აფასებენ, მარტივად გახდებით ისეთი ადამიანი, რომელიც ფიქრობს რომ მიზნების მიღწევაზე ფიქრი ზედმეტი ტვირთია. გადახედეთ თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, რამდენ მათგანს აქვს ზუსტი და ნათელი მიზანი?

2. მათ არ იციან როგორ

მეორე მიზეზი ისაა, რომ არ იციან საიდან დაიწყონ მიზნების დასახვა. უარესიც, ბევრმა ადამიანმა არც კი იცის, რომ აქვს მიზნები, როცა სინამდვილეში, აქვს უამრავი სურვილი და ოცნება, მაგალითად: „იყოს ბედნიერები“, ან „იშოვნოს ბევრი ფული“ ან „ჰქონდეს ბედნიერი ოჯახი.“

თუმცა ეს მიზნები არაა. ეს უბრალოდ ფანტაზიებია, რომელიც ყველასთვის არსებობს. მიზანი ბევრად განსხვავდება სურვილისაგან. მას ნათელი, დაწერილი და სპეციფიური ფორმა აქვს. ის შეიძლება ადვილად და სწრაფად განუმარტოთ სხვა ადამიანს. თქვენ შეგიძლიათ გაზომოთ იგი ან თქვათ მიაღწიეთ თუ არა.

თქვენ შეიძლება მიიღოთ კარგი განათლება წამყვანი უნივერსიტეტისგან, იქ სადაც მიზნის მიღწევის სტრატეგიებს ერთ საათსაც კი არ უთმობენ. ადამიანები რომლებიც ჩვენი სკოლებისა და უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებს განსაზღვრავენ, მიზნების მიღწევის მნიშვნელობაზე ყოველთვის თვალს ხუჭავენ.  რასაკვირველია, თუ არ გაიგებთ მიზნების შესახებ, ვიდრე ზდასრული არ გახდებით, როგორ ეს მე შემემთხვა, არც არანაირი წარმოდგენა გექნებათ, თუ რა მნიშვნელოვანია მათი როლი თითოეულ საქმეში, რასაც აკეთებთ.

3. დამარცხების შიში

მესამე მიზეზი დამარცხების შიშია. მარცხი მტკივნეულია. ის ემოციურ და ხშირად ფინანსურ სტერსთან არის კავშირში. ყველა ადამიანს განუცდია მარცხი. ყოველთვის როცა ასე ხდება ადამიანთა უმეტესობა ცდილობს მეტად ფრთხილად იყოს და თავიდან აირიდოს მსგავსი შემთხვევები. მომავალში კი უშვებენ შეცდომას, რადგანაც არაცნობიერად უარს ამბობენ ისეთი მიზნების დასახვაზე, რომელმაც შესაძლოა მარცხი მოუტანოთ. საბოლოოდ კი იმაზე დაბალი ცხოვრების დონით ცხოვრობენ, ვიდრე სინამდვილეში შეუძლიათ.

4. უარყოფის შიში

მეოთხე მიზეზი რის გამოც ადამიანები არ ისახევენ მიზნებს, უარყოფის შიშია. ადამიანებს ეშინიათ მიზნის დასახვის, რადგან თუ წარმატებას ვერ მიაღწევენ, სხვა ადამიანები გააკრიტიკებენ და დასცინებენ მათ. ეს ერთ–ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ უნდა იყოს თქვენი მიზნები კონფიდენციალური. სულაც არაა საჭირო ვინმეს უთხრათ. დაე, თქვენი მიღწევების საშუალებით ნახონ სხვებმა რა შეგიძლიათ – რაც მათ არ იციან გულს ვერ გატკენთ.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply