ოდრი ჰეპბერნი : გამონათქვამები

0
1. ყველაზე მნიშვნელოვანია ისიამოვნო ცხოვრებით, იყო ბედნიერი – სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია.
2. გული გაგიტყდა? ვერავის განსჯი და ვერც დაადანაშაულებ. უბრალოდ საკმარისად იღბლიანი უნდა იყო,რომ იპოვნო ადამიანი რომელიც დაგაფასებს.
3. საუკეთესო რამ რასაც შეიძლება ცხოვრებაში დავეყრდნოთ – ერთმანეთია.
4. რას ამბობს ადამიანი სხვებზე ბევრად უკეთესი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა მისი პიროვნების შესახებ, ვიდრე ის თუ რას ამბობენ მასზე სხვები.
5. ადვილია დაასკვნა რას ფიქრობს ადამიანი შენზე, იმისდა მიხედვით, თუ რა გასამრჯელოს იმეტებს შენთვის.
6. ქალის სილამაზე მის ტანსაცმელში არ იმალება, არ მის უნაკლო ფიგურაში და არც ვარცხნილობაში. ეს სილამაზე შეიძლება დაინახოთ მის თვალებში, რადგან თვალები გულის გასაღებია, იმ ადგილის გასაღები, სადაც სიყვარული სუფევს. ქალის ნამდვილი სილამაზე მის სულში აირეკლება, იმ მზრუნველობაში და სიყვარულში, რომელსაც იგი გასცემს.და ეს სილამაზე წლებთან ერთად იზრდება.
7. ერთხელ მოვისმინე,რომ ბედნიერება არის კარგი ჯანრმთელობა და ცუდი მეხსიერება. კარგი იქნებოდა,რომ მე აღმომეჩინა ეს, რადგანაც მართებული განსაზღვრებაა.
8. ადამიანებს საგნებზე მეტად სჭირდებათ, გადახალისება აღდგენა, განახლება და გადახედვა. უბრალოდ ნურასოდეს მოისვრით ვინმეს თქვენი ცხოვრებიდან.
9. ჩემთვის ინტერესს წარმოადგენს საგნები,რომლებიც მხოლოდ გულს უკავშირდება.
 
10. ადამიანი, რომელსაც სასწაულების არ სჯერა, რეალისტი არაა.
11. ვისწავლე როგორ ვიცხოვრო და შევხედო სამყაროს. განა უბრალოდ განზე გავდგები და ვუყურებ – არასოდეს გავექცევი ცხოვრებას, არც სიყვარულს, არც არაფერს.
12. მე მჯერა ვარდისფერი ფერის. მჯერა, რომ სიცილი კალორიების დაწვის საუკეთესო საშუალებაა. მჯერა კოცნის, ბევრი კოცნის. მჯერა ძლიერად დარჩენის მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი ცუდად მიდის. მჯერა, რომ ბედნიერი გოგონები ყველაზე მშვენიერები არიან. მჯერა,რომ ხვალინდელი დღე კიდევ ერთი ლამაზი დღეა და მჯერა სასწაულების.
მოძიებული და თარგმნილია: www.4motivi.com

 

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply