ობობა

0

ობობა ერთი შეხედვით საზიზღარი არსებაა. როდესაც ის ცხოვრებაში გვხვდება, ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ ის თითქოს ზედმეტი არსებაა და ვცდილობთ თავიდან მოვიშოროთ და გავანადგუროთ. სინამდვილეში ის არავის აწუხებს, ნერვებს არ გვიშლის, ჩუმად არის, არაფერს გვთხოვს გარდა იმისა, რომ არ შევაწუხოთ, თავისთვის არის და იმ მწერებისგან გვათავისუფლებს, რომლებიც მართლა გვაწუხებენ. რა თქმა უნდა არსებობენ სახიფათო და ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ობობებიც, მაგრამ მათ ისე ხშირად ვერსად ვნახავთ, როგორც ოთახის ობობას. აქედან გამომდინარე ჩვენ უფრო მეტ უწყინარ ობობას ვანადგურებთ, ვიდრე ზიანის მომტანს.

ასეთია ადამიანიც ადამიანის მიმართ და ასეთი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. გვერდით გვყავს ერთგული და მოსიყვარულე მეგობრები, ახლობლები, ჩვენ კი სხვაგან ვეძებთ მათ, ამ ძებნაში მათაც ვკარგავთ და ბოლოს საკუთარ თავსაც. მთავარია დავინახოთ ის, ვინც გვერდით გვყავს ისეთი, როგორიც არის, დავინახოთ მათი შინაგანი სამყარო. იგივე გავაკეთოთ უცხო ადამიანის მიმართაც, რადგან ისიც ჩვენნაირია, ისიც ჩვენსავით დაიბადა და მასაც აქვს რაგაც ღირებული, რასაც ვერავინ წაართმევს. თუ სხვაში ადამიანობა ჩანს, მაგრამ რაგაც მაინც არ მოგვწონს, ეს ჩვენი პრობლემაა და შევეცადოთ სხვა თვალით დავინახოთ მისი ,,ნაკლი,,. ჩვენში შევცვალოთ ის შეხედულება, რომელიც უსარგებლო, ბინძური და არაფრის მომტანია. მხოლოდ ამის შემდეგ მივხვდებით თუ ვინ არის ჩვენთვის მისაღები და ვინ არა.

გამომგზავნი/ავტორი: გოგა ბასილაძე

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply