ნუ შეგშურდებათ მილიარდერების, მათი ცხოვრება არაა ისეთი, როგორიც თქვენ გგონიათ

0

ძალიან რთულია, იყო ლარი პეიჯი, ან მარკ ცუკერბერგი. მათ აქვთ მილიარდები, რომელიც მათ ცხოვრებას აუტანელს ხდის.

პოლ გრემი, რომელმაც Airbnb-ის და Dropbox-ის დამაარსებლები მილიარდერებად აქცია, აცხადებს, რომ ფული ადამიანს ვერ აბედნიერებს, მითუმეტეს თუ იგი მიღებულია ძალიან სწრაფად და საკუთარი ტვინით. მისი თქმით, Google-ის და Facebook-ის დამფუძნებლები, თითქმის, მთელ დროს ხარჯავენ საკუთარი კომპანიების მართვაზე. ისინი ვერ ახერხებენ წვეულებებზე გართობას, ვერ დადიან სამოგზაუროდ, ვერ მართავენ სადილებს: მათ, უბრალოდ, ამის დრო არ აქვთ.

„მარკ ცუკერბერგი არასდროს წასულა დასასვენებლად პლაჟზე. მას არ შეუძლია გააკეთოს ბევრი ისეთი რამ, რასაც სხვები აკეთებენ. ცუკერბერგი ვერ გაემგზავრება ჩარტერული რეისით ბაჰამის კუნძულებზე. იგი საკუთარმა წარმატებამ ტყვედ აქცია.

გარდა ამისა, მილიარდერი ბიზნესმენები ცხოვრობენ დიდი წნეხის ქვეშ. მათ არ შეუძლიათ საკუთარი პრობლემების გასაჯაროვება მაშინაც კი, როცა ეს შეეხება მათ ჯანმრთელობას – ეს გამოიწვევს კოლაფსს და დიდ პრობლემებს შეუქმნის მათ კომპანიებს.“

გრემის თქმით, სტარტაპი ბიზნესში ყოველისმომცველი საქმეა. წარმატებული დასაწყისი კი, მოითხოვს 24-საათიანი ყურადღების მობილიზებას, კვირაში 7 დღის განმავლობაში.

„ლარი პეიჯმა ბიზნესი 25 წლის ასაკში დაიწყო. მას შემდეგ, პეიჯს შესვენების და ამოსუნთქვის დროც კი არ აქვს. ის მუდმივად გარბის და მთელი ძალით ცდილობს ტემპის შენარჩუნებას. Google-ის იმპერიას ყოველდღიურად ექმნება პრობლემები და პეიჯს, როგორც მის გენერალურ დირექტორს, მათთან გამკლავება უწევს.“

თუკი პეიჯი დასასვენებლად წავა თუნდაც ერთი კვირით, დაუგროვდება იმდენი პრობლემა, რომ ძალიან გაუჭირდება „დაეწიოს“ ბაზარს. როგორც კომპანიის მეთაურს, მას არ აქვს უფლება ოდესმე გამოავლინოს სისუსტე და აჩვენოს საკუთარი შიშები. გარდა ამისა, მილიარდერები არავის უყვარს, რის გამოც პეიჯს მუდმივად დასდევენ პაპარაცები. ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ გამდიდრდნენ და შემდეგ მთელი ცხოვრება დაისვენონ პლაჟზე, ვერ აცნობიერებენ, რასთან შეჯახება მოუწევთ რეალურად. მილიარდერობაზე მეოცნებე ახალგაზრდების უმეტესობამ რომ იცოდეს, როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება ოცნებების ასრულების შემდეგ, ისინი, უბრალოდ, უარს იტყოდნენ ოცნებაზე.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply