ნუ იქნები ის ვინც ხარ!

1

შენ ჯერ კიდევ პატარაობიდანვე გესმის მასწავლებლებისგან, ნაცნობებისგან ან სლოგანებიდან ფრაზა: „იყავი ის ვინც ხარ!“ ხშირად გაუგებრობა ან კონფლიქტი, როცა აღმოცენდება ასეც გვპასუხობენ: „რა ვქნა? რაც ვარ ეს ვარ!“ მე ვფიქრობ, ჩვენ არ უნდა ვიყოთ ის ვინც ვართ, როცა ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ უკეთესები!

მოხარული ვარ, რომ გვყვავს ადამიანები რომლებიც გვამხნევებენ და გვეუბნებიან: „ასეთიც მაგარი ხარ! ასეთიც მიყვარხარ“ „არასდროს შეიცვალო!“, მაგრამ რეალობაა ისაა რომ შენი პროგრესი, ზუსტად მაშინ იწყება, როდესაც გამოდიხარ კომფორტის ზონიდან და აკეთებ იმას, რაც გუშინ ვერც კი წარმოგედგინა შენი თავისგან! შეიძლება გეტკინოს, რთული იყოს, მაგრამ ეს იქნება ის საფეხური რომელიც გაგზრდის!

მე, როგორც ადამიანი შეიძლება ვიყო მორცხვი, არაკომუნიკაბელური, წუწუნა, კრიტიკოსიც, მაგრამ ცხოვრებამ სრულიად საპირისპირო თვისებები მომთხოვოს წარმატებისთვის და არ გვაქვს უფლება თავი დავიმშვიდო გარემო პირობების დაბრალებით ან იმით, რომ ჩვენ ასეთი ვარ! თუ ასეთი ვარ დღეს, უნდა მოვიქცე ისე რომ ვიყო უკეთესი ხვალ!

დარჩეს ჩვენი ღირებულებები, ხედვა, მაგრამ არა ის თვისებები, რომელიც არ გვეხმარება! დღეს თუ მორცხვი ხარ, ნუ იფიქრებ რომ ხვალ ვერ იქნები თამამი, გაბედული, საკუთარ თავში დარწმუნებული! შენ ხარ ადამიანი-ერთადერთი არსება, რომელსაც შეუძლია ყველაზე დიდი პროგრესიული განვითარება მთელ მსოფლიოში!

შეიძლება ჩემო მკითხველო ამ ფრაზის არასწორი ინტერპეტაცია დამაბრალო, მაგრამ ეს სიტყვები იმდენად ხშირია ურთიერთობებში, გამოუყენებელ შესაძლებლობებში, საკუთარი წარუმატებლობის გამართლებისას, რომ გავბედე ამ ასპექტით დამენახებინა რჩევა „მე“-ობის ფრაზის გამოყენების მეორე მხარეც.

მე არ მინდა ვიყო ის ვინც ვარ დღეს, თუ ეს ხელს შემიშლის „მე“-ს გაზრდაში! მე მინდა დავამსხვრიო ყველა ჩარჩო, რომელიც ბავშვობაში დავუწესე ან დამიწესეს! 16 წლამდე ვიყავი მორცხვი, ყველა საჯარო გამოსვლა-გულის ფეთქვით იწყებოდა, არ მქონია თვით-რწმენა, მე მეგონა ვიყავი „მე“- თურმე რჩევა „იყავი ის ვინც ხარ“, რაც არ უნდა პოპულარული იყოს, თუ ეს ეწინააღმდეგება ახალ შესანიშნავ გამოცდილებას, ახალ გამარჯვებას- გამოუსადეგარია! მე დღეს ძალიან მიყვარს საჯარო გამოსვლები, თვით-რწმენა მემატება ყოველდღე და უფრო მიყვარდება ის „მე“, რომელსაც თავად მე- ვქმნი!

იყავი არა ის რაც ხარ, არამედ იყავი საუკეთესო შენ! არ ცნო სიტყვა: „შეუძლებელია!“ გეშინია საჯარო გამოსვლების? ადამიანებთან კომუნიკაციის?! წინ კონფერენციებზე, ადამიანების გარემოცვაში! ყველა ლიმიტი/შეზღუდვა-შენი მოგონილია, შეცვალე! შენ იქნები ის-ვისაც შენ გადაწყვიტავ! იმაზე ძლიერი
ხარ, ვიდრე წარმოგიდგენია, ამას მიხვდებოდი სხვა გზა რომ არ გქონდეს, გარდა იმისა რომ იყო ძლიერი! ცხოვრებას ჩვენი არაფერი მართებს, ჩვენ უნდა გამოვიმუშაოთ ყველაფერი, რაც გვინდა!

ნუ იქნები ის ვინც ხარ, როცა შეგვიძლია იყო უკეთესი!

სიყვარულით,

საუკეთესო სურვილებით,

თამარ კანაშვილი

კომენტარები

შეთავაზებები

Discussion1 კომენტარი

Leave A Reply