ნუ დანებდები გამარჯვებამდე ხუთი წუთით ადრე!

0

“- ეს ჩიხია!”

“- მეტი აღარ შემიძლია!”

“- სხვა გზა არ არის!”

“- დავიღუპე!”

“- ტიტუუუ!” :)))…

ნაცნობი სიტუაციაა, არაერთხელ მომსვლია ასე და ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე მოგიძღვნა ეს პოსტი შენ, ეფექტური გამოსავლის მაძიებელო!

როდესაც იმედდაკარგული ადამიანები მწერენ, რომ მათ მეტი აღარ შეუძლიათ, რომ მათ შველა სჭირდებათ, ყოველთვის ერთსა და იმავეს ვეუბნები: – ნუ დანებდები გამარჯვებამდე ხუთი წუთით ადრე! ის ფაქტი, რომ შენ ახლა ცუდად ხარ ნიშნავს იმას, რომ მალე გამოანათებს, რადგან ყველაზე ბნელი წამი ზუსტად განთიადის წინ დგება!

საინტერესო ისაა, რომ ასეთი “ჩიხში” შეიძლება განსხვავებულ ასაკში მოექცეს ადამიანი და ყოველ ჯერზე შენ გგონია, რომ გზა არ არის! არ ვიცი ახლა იმედს გაგიცრუებ თუ გაგახარებ, მაგრამ გამოსავლის პოვნა გაცილებით უფრო დაჩქარდება (და მას აუცილბელად იპოვნი) თუ ფართოდ გაახელ (გულის) თვალებს!

მათ, ვინც თვლით, რომ “გაიჭედეთ” და ეძიებთ გამოსავალს, მომართეთ უფროის გულისსასმენელნი თქვენნი, გეთაყვა, ძალიან კარგი ამბავი მაქვს!

ერთერთი ყველაზე გავრცელებული არგუმენტი არის:

“ – მეტისმეტად გვიანია რაიმე ახლის დასაწყებად!” (გული არ ბერდება, მეგობარო :)) ! )

“ – არასოდეს გამიკეთებია აქამდე ასეთი რამ!” (გეგონება, მოგკლავენ, რაიმე ახალი რომ სცადო!)

“ – მე მინდა სტაბილურობა და არ ვარ მზად ვაკეთო ბიზნესი – ეს მეტისმეტად საპასუხისმგებლოა!”

(სამყაროში ერთადერთი, რაც სტაბილურია, არის არასტაბილურობა და აბა, რა გითხრა… თანაც, თუკი ბიზნესი საპასუხისმგებლოა, როგორ დავიჯერო, რომ საკუთარ ცხოვრებას ნაკლები პასუხისმგებლობით ეკიდები :)) ?! )

მანამ ანერვიულებული (და ვინ იცის გაღიზიანებულიც) საგულდაგულოდ მოდუღებულ ყავას მოწრუპავ და ერთსაც კარგად შემიკურთხებ, გეტყვი, რომ დედასგეფიცები, შენს მხარეზე ვარ :)))!!!…

მოდი, გადავხედოთ მსოფლიო სტატისტიკას:

Wikipedia შექმნა 35 წლის ჯიმი უელსმა

პოპულარული მობილური აპლიკაცია WhatsApp – 35 წლის იან კოუმმა

Intel – 41 წლის რობერტ ნოისი

McDonald’s – 52 წლის რეი კროკი

Coca Cola – 55 წლის ჯონ პემბერტონი

KFC – 62 წლის ჰერლენდ სენდერსი

არ კმარა არგუმენტად?! ვაგრძელებ:

ზემოხსენებული რეი კროკი 52 წლამდე მიქსერებსა და ქაღალდის ჭიქებს ყიდდა!

“ჰარი პოტერის” ავტორი ჯოან როულინგი 31 წლამდე სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედა იყო!
მსახიობი ჰარისონ ფორდი დურგალი იყო 30 წლამდე!

ნიკლას ზენსტრომი 37 წლის იყო, როდესაც შექმნა Skype!

ამანსიო ორტეგა – Zara-ს დამფუძნებელი 30 წლამდე ტანსაცმლის მაღაზიაში მუშაობდა დამხმარედ!

მათ გაუმართლათ?!

ააა… მათ ზებუნებრივი შესაძლებლობები აქვთ?!

კი, მაგრამ მე შენკენ და შენ…? :))))))))

ფაქტი ისაა, რომ ყოველ მათგანს, ოდესღაც, დაუდგა რაღაც მომენტი, როდესაც გააანალიზა, რომ ძველი სტილით ცხოვრებას ვეღარ გააგრძელებდა და თვითგვემისა და ლოყების დაკაწვრის მაგიერ, უბრალოდ შეხედა არსებულ სიტუაციას შესაძლებლობის პრიზმიდან და გონება გაუნათდა!

ვერავინ შეზღუდავს შენს შესაძლებლობებს, თუ არა შენ თავად!

შესაძლებლობები შეუზღუდავია!

ჩემი გუნდის წევრებს ყოველდღიურად შთავაგონებ, რომ მაქსიმალურად გავხსნა მათი ფარული შესაძლებლობები, რომლებსაც ზურგის ტვინით მე ვგრძნობ, ხოლო ისინი ჯერ ვერ ხედავენ, მე კი მოთმინებით ვუვლი მათ, ბეჯითად ვაგრძელებ მათთან მუშაობას და ერთ დღესაც ისინი მწიფდებიან… ხშირად ვესაუბრები, ვაქებ, მივყვები ნაბიჯ-ნაბიჯ! მე ვიცი, სად ვიყო, როცა მათ უჭირთ და ზუსტად ვიცი, რა ვუთხრა, როცა მათ ეს სჭირდებათ, რადგან უზომოდ, უზომოდ, უზომოდ მინდა მათი წარმატება და ასევე უზომოდ მინდა, რომ თუკი კედელს მიადგები და გგონია, რომ მორჩა – დამთავრდა – შენ მართალი იქნები, მაგრამ დამთავრდა ძველი – დაიწყო ახალი! შემოუშვი ეს ახალი და არაჩვეულებრივი შენს ცხოვრებაში, არავის შეუძლია შესაძლებლობის დაბლოკვა შენ გარდა (და ალბათ, ამაზე კომენტარებში მომედავები, მაგრამ არ დაგნებდები :)))! ).

ადამიანებს, რომლებიც ზევით ჩამოვთვალე, აღმოაჩნდათ 5 წუთით მეტი გამძლეობა, ვიდრე მათ, ვინც დანებდა… შენ მეტყვი : – საიდან ვიცი, რომ უეჭველად გავიმარჯვებ?! რად გინდა ჩემი ქადაგება – გადახედე წარმატებული ადამიანების ისტორიებს, ყველას სერიოზული ბარიერების წინაშე მოუხდა დადგომა და ყველამ გაიმარჯვა, რადგან სამყარო სამართლიანია და ჯილდოს იღებენ მხოლოდ ისინი, ვინც მიუხედავად სიძნელეებისა, მაინც მიდის წინ!

ნუ იტყვი, რომ მეტისმეტად ადრეა ან მეტისმეტად გვიანი, მეტისმეტად დაღლილი ხარ, მეტისმეტად გამოუცდელი…

ნუ დანებდები გამარჯვებამდე 5 წუთით ადრე, მიიღე ეს გამოწვევა ცხოვრებისგან და ვინ იცის, იქნებ შემდეგი წერისას, შენს სახელსაც წავაწყდე ინტერნეტში, როგორც დიდი პროექტის შემქმნელის! 🙂

P.S. გამიზიარე შენი გამოცდილება – როგორ გადალახე კრიზისული პერიოდი?

P.P.S გაქვს კითხვები? თამამად დასვი – გულახდილად გიპასუხებ!

სიყვარულითა და შთამაგონებელი ღიმილით,

თაკო მეფარიშვილი

გაზიარება:

პერსონალური ანალიტიკოსი, ბიზნესკონსულტანტი.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply