ნუ გაქვს იმედი, გადაწყვიტე!

1

ერთხელ როცა მეგობარს პორტლენდის აეროპორტში ველოდებოდი, ისეთი რამ შემემთხვა, რომელმაც სრულიად შეცვალა ჩემი წარმოდგენა იმის შესახებ, რასაც ამ საკითხზე სხვა ადამიანები ამბობენ.

თვალებით მგზავრებს ვაკვირდებოდი, რომ მაშ შორის, ჩემი მეგობარი მეპოვნა, როცა ერთი კაცი დავინახე, რომელსაც ხელში ორი მსუბუქი ჩანთა ეჭირა. ის ჩემს წინ შეჩერდა და ოჯახის წევრებთან შესახვედრად მოემზადა, რომლებიც იქვე ახლოს ელოდებოდნენ.

როგორც კი ჩანთები ძირს დადო, ის თავის უმცროსს ვაჟს მიესალმა (ასე 6 წლის იქნებოდა). ისინი თბილად ჩაეხუტნენ ერთმანეთს და ცოტა ხნის შემდეგ მამამ უთხრა: “რა კარგია რომ გნახე შვილო, ძალიან მენატრებოდი!” ბიჭს მორცხვად გაეღიმა, თვალები მაღლა ასწია და თქვა: “მეც ძალიან, მამა.”

შემდეგ კაცი თავის უფროსს ვაჟს ჩაეხუტა (9-10 წლამდე იქნებოდა) და გულში ჩაკრულსვე უთხრა: “უკვე დიდი ბიჭი ხარ შვილო, ძალიან მიყვარხარ!”

როდესაც ეს ხდებოდა, პატარა გოგონა (2 წლამდე იქნებოდა) დედას ხელში ეჭირა და წამითაც კი არ მოუწყვეტია თვალი საყვარელი მამისთვის. მამამ ფრთხილად გამოართვა მეუღლეს ბავშვი და გულში ჩაიკრა, თანაც ნაზად კოცნიდა და თბილ სიტყვებს ეუბნებოდა.

რამოდენიმე წუთის შემდეგ კაცმა პატარა და უფროსს ვაჟს გადააბარა და თქვა: “საუკეთესო ყველაზე ბოლოს მოვიტოვე.” შემდეგ კი მაგრად ჩაეხუტა ცოლს და აკოცა. ისინი რამოდენიმე წუთის განმავლობაში სიყვარულით უყურებდნენ ერთმანეთს და ხელიხელჩაკიდებულებს თბილად ეღიმებოდათ.

ამ წამებში ისინი ახალდაქორწინებულებს ჰგავდნენ, თუმცა რაკი დაახლოებით ვიცოდი მათი შვილების ასაკი, რასაკვირველია წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. სანახაობამ იმდენად გამაოცა, რომ ჩემდა უნებურად ხმამაღლა ვიკითხე: “საოცარია, რამდენი ხანია რაც ცოლ-ქმარი ხართ?”

“სულ 14 წელია, რაც ერთად ვართ. 12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ვიქორწინეთ.” მიპასუხა კაცმა ისე, რომ ცოლისთვის თვალიც არ მოუშორებია.

“რამდენი ხანია, რაც წასული ხართ?” – ვიკითხე მე. ის ჩემსკენ მოტრიალდა და თბილი ღიმილით განათებული სახით მითხრა: “სრული ორი დღე.”

“2 დღე?” – ვერ ვიჯერებდი. მათი შეხვედრის ემოციებიდან გამომდინარე ვფიქრობდი, რომ კაცი რამოდენიმე კვირა, თვე, ან სულაც მთელი წლის განმავლობაში იყო წასული. ჩანს მოლოდინმა მიღალატა.

“იმედი მაქვს ჩემი ჩემი ქორწინებაც ასეთი ლამაზი იქნება 12 წლის შემდეგ! – ვუთხარი მე.

მოულოდნელად კაცმა ღიმილი შეწყვიტა, პირდაპირ თვალებში ჩამხედა და მითხრა: “ნუ გაქვს იმედი მეგობარო.. გადაწყვიტე!”  ამის შემდეგ კი ხელი ჩამომართვა და დამემშვიდობა.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Discussion1 კომენტარი

Leave A Reply