“ნუ გააკეთებთ იმ საქმეს, რაც სიამოვნებას არ განიჭებთ” ბიზნეს რჩევები რიჩარდ ბრენსონისგან

0

ბრიტანელი ბიზნესმენი სერ რიჩარდ ბრენსონი 20 წლის იყო, როცა 1970 წელს კორპორაცია „ვირჯინი“ დაარსა. ის ერთადერთი მეწარმეა, რომელმაც რვა დამოუკიდებელი მილიარდიანი კომპანია დაარსა რვა სხვადასხვა სფეროში. მას თან სდევს წარმატება. არადა, არც ერთ სფეროში არა აქვს დიპლომი.

ბრენსონის წარმატების საიდუმლოებანი:

1. ნუ გააკეთებთ იმ საქმეს, რომელიც სიამოვნებას არ განიჭებთ – ბიზნესი ადამიანს უდიდეს ძალას ართმევს, მას დიდი შრომა, ცრემლისა და სისხლის ღვრაც კი სჭირდება. მაგრამ დღის ბოლოს უნდა ხვდებოდეთ, რომ რაღაცის გაკეთება მაინც შეძელით, რითაც შეგიძლიათ იამაყოთ.

2. ბიზნესსაქმიანობა შეუძლებელია რისკის გარეშე – მამაცი სამუდამოდ ვერ იცხოვრებს, მაგრამ ფრთხილი საერთოდ არ ცხოვრობს. მზად იყავით ნოკდაუნისთვის და გახსოვდეთ, რომ წარმატება იშვიათად მოდის ფრთხილი თამაშის დროს.

3. სრულყოფილება მიუღწეველია – ადამიანების ფიქრი იმაზე, რომ ისინი რაღაცით სრულყოფილნი არიან, საშიშია. როცა ადამიანები ფიქრობენ, რომ სრულყოფილებას მიაღწიეს, ისინი ხშირად მიღწეულს სჯერდებიან, სხვები კი ამ დროს მთელი ძალით მიისწრაფიან, რომ იგივე გააკეთონ, ოღონდ უკეთ!

4. ცვლილებების კი არ უნდა გეშინოდეთ, მათი მართვა უნდა შეგეძლოთ – კომპანიები არ არიან დაზღვეული მომავლისაგან და არაფერია მარადიული. მეწარმე მზად უნდა იყოს ადაპტაციისთვის და თავის კომპანიაზე ნოსტალგიის გრძნობასაც უნდა გაურბოდეს.

5. თუ საქმე შეცდომებამდე მიდის, უკან გადახტით და არ წაიქცეთ – ბიზნესგადაწყვეტილებები ყოველთვის არ არის საუკეთესო და მართებული. ყველა უშვებს შეცდომას, მაგრამ მათი აღიარებაც უნდა შეგეძლოთ. თუ შეცდომა დაშვებულია, არ დაუშვათ, რომ გადაგყლაპოთ. დაადგინეთ მიზეზი და შეუდექით მუშაობას მის მოსაცილებლად.

6. და ბოლოს იყავი ლიდერი და არა ხელმძღვანელი – ხელმძღვანელის კლასიკური სახე სრული ანაქრონიზმია. ხელმძღვანელისთვის არც ისე სასურველი თვისებაა, ჰქონდეს სურვილი, თავი ხელმძღვანელად იგრძნოს. ხელმძღვანელი ბრძანებას გასცემს, ლიდერი კი ორგანიზებას უწევს. ყველაზე მეტად არ მსიამოვნებს, როცა ვიღაც მეუბნება: „ოქეი, შესანიშნავია. შენ უფროსი ხარ!“ ამ „ოქეიში“ ყოველთვის ვგრძნობ, რომ ადამიანი არ მეთანხმება, მაგრამ მზად არის, შეასრულოს იმიტომ, რომ მე ასე ვთქვი. და თუ საქმე არ გამოვა, ის პირველი იქნება, ვინც ყველას ეტყვი, რომ ეს არ იყო მისი იდეა. ამიტომაც კორპორაციის კარგი ხელმძღვანელი ის არის, ვინც არა მხოლოდ იდეების გენერატორია, არამედ სხვებსაც შთააგონებს, რომ საკუთარი იდეები და აზრები გამოთქვან.

მოამზადა ნინო ოთარაშვილმა

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply