Connect with us

მოტივაცია

ნუთუ, ასეთი რთულია შშმ პირების დასაქმება?!

შეზღუდული უნარიო და ერთმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა იტალიის ქალაქ არკოში ჩატარებულ მეკლდეურთა ევროპის თასზე, მეორე მსახიობი გახდა, ვიღაც მსოფლიოში ცნობილი ორატორია. თუმცა ქართული რეალობა სრულიად სხვა სურათს გვიხატავს. თბილისში მცხოვრები 100 000 საჯარო მოხელეს შორის მხოლოდ 24 შშმ პირია. მდგომარეობა გვიჩვენებს, რომ სტერეოტიპების დანგრევის დრო დიდი ხანია არის, უბრალოდ პრობლემა საზოგადოებაშია. დღემდე უჭირს ინტეგრაცია და ამისთვის ალბათ არაფერს ცდილობს. რომ ცდილობდეს ამაზე ადვილი, ვფიქრობ, არაფერია.

სად არის პრობლემა ინკლუზიურ საშუალო და უმაღლესი განათლების არარსებობაში თუ შრომის ბაზარზე არსებულ დისკრიმინაციულ მიდგომებში?

საქართველოს კანონის ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ’’ 21-ე მუხლში მითითებულია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თავიანთი შემოქმედებითი და საწარმოო რეალიზაციის მიზნით, უფლება აქვთ იმუშაონ. ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია დაუშვებელია.

ეს არის თემა, რომელსაც არაერთი სატელევიზიო შოუ თუ სახალხო გამოკითხვა ეძღვნება. ერთი შეხედვით, საზოგადოების ცნობიერება საკმაოდ მაღალია, თუმცა რეალურად ყველაფერი სხვაგვარად არის. რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს, მდგომარეობა რთულია.

ბაღის ასაკიდან უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებასა და დასაქმებამდე უმნიშვნელოვანესი ეტაპებია გასავლელი და ეს განათლებაა. დღეს, საკმაოდ დიდი ინტელექტუალური ბაზა იკარგება ჩვენს ქვეყანაში. რატომ? იმიტომ, რომ დასაქმების იმედი საერთოდ არ აქვთ. ინკლუზიურ განათლებაზე საკმაოდ აქტიურად საუბრობენ, თუმცა ამ საკითხის მოგვარებისკენ ნაბიჯები რამდენად აქტიურად იდგმება, ბუნდოვანია.

საქართველო გაეროს კონვენციას შშმ პირების უფლებათა შესახებ, 2006 წელს შეუერთდა და პარლამენტმა რატიფიცირებაც უკვე მოახდინა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს პასუხისმგებლობა აქვს, მიიღოს და დაიცვას შესაბამისი ზომები.

ავლაბარში, გუთნის ქუჩაზე არსებულ 202-ე საჯარო სკოლაში 50 მოსწავლეა. აქ უსინათლოების გარდა სხვა მრავლობითი დარღვევების მქონე ბავშვებიც სწავლობენ. ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური პედაგოგი და მობილობის ტრენერი ბავშვებს აკადემიური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში ეხმარებიან. აქ არიან მონდომებული პედაგოგები და წარმატებული ბავშვები, რომლებიც ფლექსის ტურებშიც იმარჯვებენ და უმაღლეს სასწავლებლებში უმაღლესი გრანტებითაც ირიცხებიან.

სკოლაში ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ბავშვი სრულფასოვნად ჩამოყალიბდეს, მიიღოს განათლება, განაგრძოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში ზუსტად ისეთივე დასაქმების პერსპექტივით, როგორიც ე.წ. ,,ჩვეულებრივ’’ სტუდენტებს აქვთ.
სკოლის დირექტორმა ხათუნა ჭალაღონიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ინტეგრაციის პრობლემა საზოგადოებაშია და არა მათ მოსწავლეებში. ისინი საკმაოდ მოტივირებულნი არიან. პრობლემის გადაჭრის გზებს სწორ მიდგომებში ხედავს და დარწმუნებულია, რომ დროთა განმავლობაში ამ ბარიერს საზოგადოება აუცილებლად გადალახავს. მთავარ პრობლემად კი კვალიფიციური კადრის არარსებობას მიიჩნევს.

,, დღესდღობით საქართველოში კვალიფიციური კადრის პრობლემაა. ალბათ მოგეხსენებათ, თუ არ ვცდები 2005 წლიდან, ყოფილი პუშკინის უნივერსტეტში სპეც. პედაგოგიკის ფაკულტეტის გაუქმების შესახებ. ამდენი ხნის ჩამორჩენა ჩვენი სწავლების სისტემაზე, რა თქმა უნდა, მტკივნეულად აისახება.’’

ბიბლიოთეკარმა შორენა ჩხაიძემ, რომელიც ამ სკოლაში 30 წელია მუშაობს, აღნიშნა, რომ მათი მოსწავლეები სწავლას ძირითადად ფსიქოლოგიურზე, იურიდიულზე და ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე განაგრძობენ.

,,დასაქმების მხრივ დისკრიმინაციას ადგილი არ აქვს. ერთ-ერთი ჩვენი მოსწავლე შემოსავლების სამსახურში მუშაობს, მეორემ არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბა.’’

როგორც ჩანს, ზემოთ აღნიშნული 24 დასაქმებული შშმ პირიდან ერთ-ერთი 202-ე სკოლადამთავრებულია. ეს საკმარისი არ არის. დღეს თბილისში 28 172 შშმ პირი ცხოვრობს და თითოეულ მათგანს საზოგადოებაში ინტეგრაცია სჭირდება.

არცთუ ისე დიდი ხანის წინ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი კომპანიის ოფისის ფოტო გავრცელდა, რომელშიც შშმ პირები არიან დასაქმებული. საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთი აღნიშნავდა, რომ ეს იაფასიანი პიარის ნაწილი იყო, ზოგიერთი უდიდეს სტიმულად და მისაბაძ მაგალითად ასახელებდა. კომპანიამ პროექტზე მუშაობა გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა ადაპტირებული გარემოსთვის ფართის ძებნა დიდხანს გაგრძელდა და პროექტი საბოლოოდ გასული წლის 15 თებერვლიდან ხორციელდება.
როგორც კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ხოფერია აღნიშნავს, პირობების შექმნა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. კარის ღიობის 15-20 სმ-ით გაფართოება და სველ წერტილშო ხელის მოსაკიდია საჭირო. ეს არის და ეს. მთავარი სასურველი ფართის მოძებნაა. საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებზეც გაგვცა პასუხი და მათი რეალური მიზანიც მოგვახსენა:
,, ჩვენ პიარი არ გვჭირდება, იმ თვალსაზრისით, რომ საკმაოდ გადატვირთული სამუშაო გვაქვს. როდესაც ეს პროექტი დავიწყეთ, ამაზე არავინ არ ფიქრობდა. ყველას ბლეფი და იაფასიანი PR ეგონა. თუმცა ერთი ან ორი დამსაქმებელი ხომ მაინც გაიზიარებს და რამდენიმე ადამიანს დაასაქმებს?! მთავარია შედეგი დაიდოს. არავის არ სჭირდება მოფერება. რაც ეს ადამიანები გავიცანი, მივხვდი, რომ საშობაოდ და სხვა დღესასწაულებისთვის გადაცემული საჩუქრები არავის სჭირდება. საჭიროა, მივცეთ შესაძლებლობა, თავად გამოიმუშავონ საჭირო ფული’’.

როგორც კომპანიის დირექტორთან და თანამშრომლებთან საუბრისას გავიგე, ბევრი კომპანიის ხელმძღვანელი პასუხიმგებლობას თავს არიდებს. ეშინიათ, რომ შშმ პირების სამსახურიდან გაშვების შემთხვევაში ბრალს დისკრიმინაციაში დასდებენ და ალბათ ამიტომაც აღარ იტკიებენ აუტკივარ თავს.

21 წლის ლანა სოფრომაძე, ზემოთ ხსენებული კომპანიის თანამშრომელია და თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს. მიუხედავად კუნთების დისტროფიისა 17 წლამდე დამოუკიდებლად გადაადგილდებოდა. 3 წლის წინ ფეხი გადაუტრიალდა და კოჭის სახსარი ჩაეკეტა. ტრავმის შედეგად იძულებული გახდა ეტლში ჩამჯდარიყო. ჯომარდობაშიც იღებს მონაწილეობას, პარაპლანითაც დაფრინავს, მშვილდოსნობითაც არის გატაცებული და სამუშაოსაც სრულყოფილად ასრულებს. როგორც თვითონ აღნიშნავს, დღეს შშმ პირების დასაქმება საკმაოდ დიდ პრობლემას წამრმოადგენს. ეს დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. მიიჩნევს, რომ მსგავსი ვაკანსიები ძირითადად პიარს ემსახურება. ადაპტირებულ გარემოს კომპანიებში იშვიათად თუ შევხვდებით.

,, ჩემი აზრით, კონვენციაში ცვლილებაა შესატანი. სახელმწიფომ კერძო სექტორი შშმ პირების განსაზღვრული რაოდენობით დასაქმებაში უნდა დაავალდებულოს. დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას ადაპტირებული გარემო. რაც შეეხება შესაბამისი კადრის არსებობას, აქ უკვე ინკლუზიურ განათლებამდე მივდივართ. რაღაც დონეზე წინსვლები არის, მაგრამ უფრო მეტია საჭირო. აუცილებელია მონდომებული და მოტივირებული შშმ პირების გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობა, ამას კი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს.’’

იაფფასიანი პიარია თუ დამსაქმებლების კეთილი ნება, დასკვნა ერთია, შშმ პირების ჩართვა სამუშაო პროცესში მათი სოციალიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და დღეს საქართველოში ეს საკითხი მოუგვარებელ პრობლემად რჩება. საზოგადოების მხრიდან აგრესიული გამოხმაურება კომპანიის პროექტზე თავად შეაფასეთ. საზოგადოებას მათი მიღება უჭირს და დამსაქმებლების მიმართაც უნდობლობას აცხადებს. საინტერესოა თავად დამსაქმებელი რომ იყოს, როგორ მოიქცეოდა.

დღესდღეობით შშმ პირების უნარები უფრო შეზღუდულია თუ დასაქმების პერსპექტივები, დასკვნის გაკეთება საკმაოდ მარტივია.

სალომე ლეკიშვილი

გაზიარება:

ოთხი მოტივის გუნდის წევრი და პუბლიცისტი.

Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: მოტივაცია

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ