ნოამ ჩომსკი: განათლების ორი დანიშნულება

0

ფილოსოფოსების მსჯელობის და დავის საგანი ოდიდგანვე იყო თემა, თუ რა არის განსხვავება განათლებასა და ინდოქტრინაციას შორის, თავიანთ აზრს ამ საკითხზე გამოთქვამდნენ ისეთი დიდი სწავლულები, როგორიც იყო პლატონი, არისტოტელე, ჯონ დუ და ასე შემდეგ.

ამ სტატიაში ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ინტელექტუალის ნოამ ჩომსკის აზრს გაგაცნობთ იმის შესახებ, თუ რა არის განათლების სისტემის დანიშნულება, რა არის განსხვავება განათლებასა და ინდოქტრინაციას შორის?

„ პირველი კონცეფცია განათლების დანიშნულების შესახებ მოდის განმანათლებლობის ეპოქიდან, რომელიც ამბობს, რომ ცხოვრებაში ერთ-ერთი უმთავრსი მიზანი არის წარსული მიღწევების კვლევა-ძიება, შეთვისება იმისა, რაც შენთვის ყველზე მნიშვნელოვანია, შემდეგ კითხვების დასმა და შემოქმედებითობა. ამ კონცეფციის მიხედვით, განათლების მიზანი არის, რომ დაეხმაროს მსწავლელს ისწავლონ, თუ როგორ ისწავლოს დამოუკიდებლად, ეს შენ მსწავლელი წყვეტ როგორ, რა მეთოდებით ისწავლი, როგორ შექმნი რაიმე ახალს. მნიშვნელოვანი ასპექტები ამ სახის განათლების არის იმპულსების გაძლიერება, რომელიც ყველანაირ ავტორიტეტს, მოძღვარს, სისტემას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ფიქრობს კრიტიკულად და ქმნის კარგად ნაცადი მოდელების ალტერნატივებს.

მეორე დანიშნულება განათლების სისტემის არის ინდოქტრინაცია ( ტრაილატერული კომისიის ხედავა http://www.trilateral.org/) რაც გულისხმობს, ბავშვობიდან ახალგაზრდები უნდა იყვნენ მოქცეული გარკვეულ ჩარჩოებში, სადაც ისინი დაემორჩილებიან ბრძანებებს, მიიღებენ მოცემულ ჩარჩოებს, არ დასვამენ შეკითხვებს, იქნებიან პასიურები და კომფორმისტები. ილუსტრაციად გამოდგება შემდეგი : თანამედროვე სისტემის მიხედვით, ყველა მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს დავალებები, რაც მას შესაძლოა უაზროდ ეჩვენებოდეს , თუ არ შეასრულებს მომდევნო კლასში ვერ გადავა, ასევე შევხედოთ კურიკულუმს რამდენიმე „ჭკვიანი“ ადამიანი წყვეტს ვისი ნააზრევია კარგი და ვისი არა, შემდეგ მათი შერჩეული ყველამ უნდა დაიზეპიროს, ვინც სისტემას არ ემორჩილება ამთავრებს ქუჩაში. ეს ყველაფერი არის მორჩილთა შერჩევის ტექნიკა, რომელიც საჭიროა იმიტომ, რომ საფრთხე არ შეექმას ე. წ . მმართველი კლასის, მდიდრების, ელიტების მდგომარეობას.

როცა სამოციან წლებში აშშ -ი ახალგაზრდების მძლავრი მოძრაობები და გამოსვლები დაიწყო დემოკრტიული ღირებულებებისთვის , თავისუფლებებითვის, ელიტებმა დაიწყეს წუხილი იმაზე რომ ახალგაზრდები ზედმეტად თავისუფლები ხდებოდნენ. ამ დროს ნეოლიბელრამა მოზროვნემ ტომას სამველმა გამოსწცა წიგნი,“ დემოკრატიის კრიზისი“, სადაც მან ამ მოვლევების მიზეზად სკოლები და სხვა ინსტიტუციები დაასახელა, ირწმუნებოდა, რომ გარკვეული ინსტიტუტები სკოლები, ეკლესიები, უნივერსტეტები, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ახალგაზრდების ინდოქრინაციაზე ვერ აკეთებდნენ თავიანთ საქმეს, ამიტომ ჩვენ უნდა შევცალოთ ისინი, რომ შეძლონ უფრო მეტი გაკონტროლება .

მართლაც, იმ დროს ბევრი ზომა იქნა მიღებული მთავრობის მიერ ამ კუთხით : შემოვიდა უამრავი პროფესიული სასწავლებლები, სტუდენტური სესხები და ასე შემდეგ, რათა მახეში გაებათ ახალგაზრდები და გაეხადათ კომფორმისტები. ეს ყველაფერი საწინაღმდეგოა იმის, რასაც ტრადიცილი განათლება ეწოდება მსგავსი სისტემა აფეხრებს კაცობრიობის პროგრესს.”

ნოამ ჩომსკი 2012 წელი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

არასამთავრობო ორგანიზაცია სასკოლო კვლევების ცენტრი დაფუძნდა 2012 წლის 1 ნოემბერს. ორგანიზაციის მიზანია საფუძვლიანად შეისწავლოს ზოგადი განათლების სფეროში არსებული პრობლემები და დასახოს მათი გადაწყვეტის გონივრული გზები.

Leave A Reply