ნიცშე თვითშემეცნებისა და განათლების მნიშვნელობაზე

2

ყველა ადამიანმა, რომელსაც არ სურს მასის ნაწილი იყოს, უნდა შეწყვიტოს საკუთარი ცხოვრების მაქსიმალურად გამარტივების მცდელობები. უნდა მიჰყვეს საკუთარ გონებას, რომელიც ეუბნება: „იყავი ის, ვინც ხარ! ყველაფერს, რასაც ახლა აკეთებ, ფიქრობ, მიზნად ისახავ, არაფერი აქვს საერთო შენთან.“

ყველა ახალგაზრდულ სულს ჩაესმის ეს ხმა დღისითა თუ ღამით, ეს არის ბიძგი ნამდვილი თავისუფლებისკენ. არ არსებობს იმაზე უბედური ადამიანი, რომელმაც ვერ შეძლო თავისი გონებრივი შესაძლებლობების გამოყენება და მთელი ცხოვრების განმავლობაში ხან მარცხნივ გადაიხრება, ხან მარჯვნივ, ხან კი უკან გადავარდება.

როგორ შეუძლია ადამიანს შეიცნოს საკუთარი თავი? ეს ბნელით მოცული კითხვაა, რადგან მას შესწევს უნარი ცხრაჯერ გამოიცვალოს სახე და ვერც ერთხელ ვერ იტყვის დანამდვილებით – ეს ნამდვილად მე ვარ, ეს სახე კი უბრალოდ დროებით მაქვს მორგებული. თვითშეცნობის პროცესში შესაძლოა თავს იმგვარი ტრავმა მივაყენოთ, რომლის მოშუშებასაც ვერცერთი ექიმი ვერ შეძლებს.

უნდა გვახსოვდეს რომ ის, რასაც სინამდვილეში წარმოვადგენთ, ჩვენს სიღრმეებში კი არაა ჩამარხული, არამედ ჩვენზეა ამაღლებული.

nic

ნამდვილ განმანათლებლებს შეუძლიათ დაგანახონ შენი არსების რეალური სახე, მაგრამ ეს ყოველთვის რთულად მისაღწევია. შენი განმანათლებლები ვერ გასცდებიან „განმათავისუფლებლის“ სტატუსს. სწორედ ესაა ყველა კულტურის მთავარი საიდუმლო: ის არ წარმოადგენს ჩვენი სხეულისა და სულის ხელოვნურ დანამატს, ვინაიდან ასეთი დანამატები განათლების მხოლოდ ბუნდოვან სურათს ხატავენ. ამის ნაცვლად კულტურა განმათავისუფლებლის ფუნქციას ითავსებს, რომელიც სპობს სარეველებს, წმენდს მიწას, განდევნის პარაზიტებს. ახლად აღმოცენებული ნერგისთვის ის წარმოადგენს მზის სხივებს, სითბოსა და ღამის სასიამოვნო წვიმას.

შესაძლოა, არსებობდეს საკუთარი თავის პოვნის უკეთესი მეთოდიც, რათა გამოვფხიზლდეთ ანესთეზიისგან, რომელელშიც ისე ვართ გახვეულნი, როგორც სქელ ღრუბლებში, მაგრამ მე მსგავსი არაფერი მახსენდება.

ბექა ბერულავა

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი