ნიცშე და ლაიქები

0

„ეხუტებით მოყვასთ და ამისათვის კეთილ სიტყვებს ჰპოვებთ.ხოლო გეტყვით თქვენ თქვენი სიყვარული მოძმისადმი თქვენდამივე უკეთური სიყვარულია“(ფრიდრიხ ნიცშე „ესრედ იტყოდა ზარატუსტრა“)

ვეხუტებით ერთმანეთს და ერთმანეთში ვეძიებთ საკუთარ მე-ს. ადამიანს არ ძალუძს ყოფნა გარეშე მეორე ადამიანისა, რადგან მეორე ადამიანი იგივე საკუთარი თავია.“თქვენი უკეთური სიყვარული თავისადმი ჰქმნის თქვენ მარტოობას საპყრობილედ“(ფრიდრიხ ნიცშე  „ესრედ იტყოდა ზარატუსტრა“ ) და ზარატუსტრამ რა იცოდა რომ მისი საპყრობილე  მილიარდობით ადამიანს ერთ სივრცეში მოათავსებდა სივრცეში რომელსაც „ფეისბუქი“ . ჰქვია.

ჰეგელმა მის ნაშრომში „ისტორიის ფილოსოფია“ გვითხრა რომ „სიყვარულისას ერთ ინდივიდს თავის თავის ცნობიერება მეორის თავში აქვს. „ ცუკერბერგმა არ ვიცირამდენად გაითვალისწინა ჰეგელი, მაგრამ ფაქტია რომმისმა მცდელობამ  „გაამართლა“. „სხვა“ არის იგივე „მე“,  სადაც მე  აღვიქვამ საკუთარ თავს სხვისი მეშვეობით – წერს ფრანგი ფილოსოფოლი ლევინასი.ბერგერთან და ლუკმანთან(სოციოლოგები)  ეს დაახლოებით ასე გვხვდება „სხვა ადამიანები არიანდასტურები, იმისა რომ მე ვარსებობ“.(ბერგერი, ლუკმანი “რეალობის სოციალურიკონსტრუირება“) ცოტა რომ განვავრცოთ ვინ  არის „სხვა „ და რა დატვირთვა აქვს მასგანვიხილოთ ფეისბუქის მაგალითი.

იმისთვის, რომ ამ სოციუმის წევრები გავხდეთ(facebook) გვჭირდება რეგისტრაცია, სადაც შეგვყავს ჩვენი მონაცემები,ისევე როგორც  დაბადების მოწმობაში,აფიქსირებენ ჩვენსმონაცემებს, შემდეგ უკვე პირადობის მოწმობასა და პასპორტში, რათა საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გავხდეთ.  გავივლით რეგისტრაციას და შევაბიჯებთ ფეისბუქის სამყაროში, რომელშიც  შეზღუდული რაოდენობით შეგვიძლია მეგობრების დამატება.  „სულ რაღაც ხუთიათასი მეგობარი“ რეალურ ცხოვრებაში ალბათ ამდენი მეგობრის ყოლა ფანტასტიკის ჟანრია. ნიცშე კი გვეტყოდა“სად სახელმწიფო მთავრდება მხოლოდ იქ იწყება ადამიანი, სად მარტოობა მთავრდება იქ იწყება ბაზარი, სად ბაზარი იწყება იქ იწყება დიდ მსახიობთა ხმაურობა, და ბზუილი შხამიან ბუზებისა.“(ფრიდრიხ ნიცშე „ესრედ იტყოდა ზარატუსტრა“)

ფეისბუქ გვერდზე ვტვირთავთ ჩვენს სტატუსებს, ვაკაკუნებთ, ან ვყვირით ჰეი თქვენ, მომაქციეთ ყურადღება. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ნებისმიერ ადამიანს გარკვეულწილად სურს მისი სათქმელი გააზიაროს, თუნდაც ერთ ადამიანთან. ფეისბუქზე ვამატებთ მეგობრებს, რომლებიც პატარა მწვანე წერტილებად ენთებიან და ეს პატარა მწვანე წერტილები ხანდახან გვესიზმრება კიდეც.ფუნქცია  მოწონების , რომელი მოწონებაც  ანუ ეგრედწოდებული „ლაიქი“ დღევანდელ სამყაროში ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს.  განსაზღვრავს იგივე ადამიანის სოციალურ სტატუსს, დაინტერესებას მის მიმართ, აღიარებას.

ფეისბუქის საშუალებით ჩვენ გვაქვს დიალოგი სხვა ადამიანებთან. ყოველი მომხმარებელი თითქმის ყოველ დღე შედის საკუთარ გვერდზე . ეს არ არის მხოლოდ საუბრის  სურვილი და დროის გაყვანის  მცდელობა.  ბერგერისა და ლუკმანის მიხედვით ყოველდღიური დიალოგი ბევრად უფრო ღრმა შინაარსს იძენს „ ამრიგად ისეთი ფრაზები როგორიც არის დროა  წავიდე, კარგი ძვირფასო, გისურვებ კარგ დღეს,  ეს მთელ სამყაროს გულისხმობს. რომლის შიგნითაც ეს აშკარად მარტივი გამონათქვამები აზრს ქმნიან. ამ ჩართულობის თვისების მეშვეობით ეს ფრაზები სამყაროს სუბიექტურ რეალობას ადასტურებს.“(ბერგერი, ლუკმანი, რეალობის სოციალური კონსტრუირება“)

მაშასადამე  ის ფაქტი, რომ  ფეისბუქი ესეთი პოპულარული ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ლოგიკასმოკლებული არ უნდა იყოს. მაშასადამე   ადამიანებს სჭირდებათ ერთმანეთი იმის  დასტურად, რომ არსებობენ,  რაიმე სახის ღირებულებას წარმოადენენ, მოქმედებენ, მოძრაობენ.

ეს ყველაფერი შედარებით მშვიდად დაიწყო , მაგრამ წვეთი შტორმად იქცა და ახლა კინო ვერ გვინახავს და ლუკმა ვერ გადაგვიყლაპავს გაზიარების გარეშე. მეგობრებთან ყოფნისას ალბათ შეგიტყვიათ როგორი რთულია არ გადაიღო ფოტო და იმ წუთას თუ არა სახლში მისვლისთანავე არ ატვირთო ფეისბუქის  საკუთარ გვერდზე „თაგებით“ . გაიცვითა ტექსტები „ უსაქმურობისას, ერთიც და აღარ შეგაწუხებთ, მაპატიეთ აქტივობა, ამ ფოტოზე ისეთი ლამაზი არ ვარ  , და ა.შ.  ფეისბუქით იმასაც შევიტყობთ ( რადგან თავად გვაძლევს ამის საშუალებას) ვინ დაქორწინებულია ვინ განქორწინებული, ქვრივობაც „გასტატუსდა“(აქამდე ამას სადღაც შიგნით ინახავდნენ) არსებული გაუთხოვრობის ფობიაც ხომ ცალსახად ნათელია ფეისბუქის „პროფაილ ფიქჩერებით“. მეტი ტუჩი და ნავარჯიშები ტანი, სავარჯიშო დარბაზები და ბასეინები . ის რომ კარგად ვერთობით? დასვენება მთაში, ზღვაზე . ინტელექტუალური პაექრობა და სტატუსები.

სივრცეს ინაწილებენ , ერთმანეთს გლეჯენ.  ვაი თუ ვინმეს ფეხი გადაუბრუნდა და მისი სექსუალობის შესახებ ხმამაღლა „წამოაყრანტალა“ან რაიმე განსხვავებული აზრი გამოთქვა  მიდის გინება და ამბავი, რაშიც ხალხი ძირითადად დაუხარჯავ სექსუალურ ენერგიას  გვანთხევს თავზე.  ღირს კი ეს ამად?  ვირტუალური ადამიანები თუ რეალური ადამიანები?

ნიცშე კი იტყოდა „გინახავს შენი მეგობარი უკვე მძინარი ? რათა შეგეტყო რანაირია?  რა არის სახე შენის მეგობრისა? იგი საკუთარი შენი სახეა გაუთლელ და უხეშ სარკეში. შენი სიზმარი გამცნობდეს თუ რასა იქმს შენი მღვიძარე მეგობარი.“( ფრიდრიხ ნიცშე ესრედ იტყოდა ზარატუსტრა) ნიცშე გვიმხელს თუ რა არის ღმერთის ჯოჯოხეთი ეს მისი სიყვარულია ადმიანებისადმი. ღმერთი მოკვდა ის ადამიანების სიყვარულს შეეწირა მსხვერპლად. ნიცშეს ქრისტეში ზეკაცი  უყვარს, ვერ პატიობს მას ამ ადამიანური ბუნებით ნასაზრდოებ სისუსტეს.

ნიცშემ ღმერთის სიკვდილით მოკლა ილუზია, წარმოსახვა, ყველაფერი არარეალური რაც მისი აზრით გვკლავს, უკანასკნელ ადამიანებად გვაქცევს  და ადგილი რეალობას, ნამდვილს, ხელშესახებს, გრძნობადს  გაუთავისუფლა.“აქ იგრძენი ტკივილი, აქ იგრძენი სიხარული.“  სიყვარული ჯოგისადმე უფრო მოხუცია ვიდრე სიყვარული მე-სადმი.  გამოეყავი ჯოგს,   დაუბრუნდი საკუთერ მეს, რომელსაც მოენატრე . „გისურვებთ ვერ მოგვარებულიყავით მოძმესთან, მეზობელთან ამით თქვენ თვით თქვენი თავიდან შექმნიდით მეგობარს და შეიყვარებდით მარტოობას.“ (ნიცშე „ესრედ იტყოდა ზარატუსტრა“)

ახლა კი დროა „დავლოგაუთდე“

ავტორი: მარიამ ჯგუშია

გაზიარება:

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply